რა ხდებოდა ბორჯღალოსნების გასახდელში რუმინთთან მატჩის წინ (ვიდეო)

რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბორჯღალოსნებს მინდორზე გასვლამდე შალვა სუთიაშვილმა მიმართა.

ბორჯღალოსნების შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში

3 აპრილს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ბორჯღალოსნები შეხვდნენ 14-18 წლამდე სკოლის მოსწავლე მორაგბეებს და წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული ბავშვებს. ცნეტრის მეშვეობით ბავშვები ხშირად ესწრებიან ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩებს. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და რაგბის კავშირს პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ქართველმა მორაგბეებმა: ირაკლი მაჩხანელმა, ვაჟა ხუციშვილმა, ლაშა ხმალაძემ და ირაკლი ყიასაშვილმა ახალგაზრდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, თუ რა ძალისხმევა დასჭირდათ წარმატების მისაღწევად და როგორ დაგეგმეს თავიანთი სპორტული კარიერისკენ მიმავალი გზა.

შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა, ეროვნული ნაკრების წევრებთან

სამსახსოვრო ფოტოები გადაიღეს

შეხვედრა ჩატარდა ცენტრის პროექტის, ,,შეხვედრები სპორტსმენებთან” ფარგლებში, რომლის მიზანია:

– ახალგაზრდა სპორტსმენების ინფორმირება;
– ახალგაზრდებში სპორტული კულტურის ამაღლება;
– ახალი გამოცდილების მიღება;
– თვითრელიზაციის უნარის გამომუშავება;
– სპორტული სახეობების პოპულარიზაცია;
– მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა;
– გამოჩენილი სპორტსმენების კიდევ ერთხელ წარმოჩენა მომავალი თაობის წინაშე.

დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენები მიიღებენ თეორიულ ცოდნას, ისინი მხოლოდ პრაქტიკულ ცოდნაზე არიან დამოკიდებული. პროექტის მიზანია, მივცეთ მათ საშუალება, უშუალო გარემოში შეხვდნენ ცნობილ სპორტსმენებს, რათა თავად სპორტსმენებისგან გაიგონ, თუ რა ძალისხმევა დასჭირდათ წარმატების მისაღწევად. მოისმინონ რჩევები, თუ როგორ დაგეგმონ თავიანთი სპორტული კარიერისკენ მიმავალი გზა.

Rugby.GE

20 და 18 წლამდე ბორჯღალოსნების მზადება აპრილის ტურნირებისათვის

საქართველოს 18 და 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები გუნდები შეუდგნენ აპრილში გასამართი ტურნირებისათვის მზადებას – შესაბამისად U18 ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონი და IRB-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფა.

U20-მა დღეს ეროვნულთან ისპარინგა

საქართველოს U20 ნაკრებმა დღეს, 2014 წლის მსოფლიო ალაფისათვის მზადების ფარგლებში სპარინგ-მატჩი გამარა ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ბორჯღალოსნები – შალვა მამუკაშვილი, ვაჟა ხუციშვილი, ირაკლი ყიასაშვილი, ბექა წიკლაური და გივი ბერიშვილი.

20 წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, დავით ვართანიანმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის სრული შემადგენლობა ათამაშა. შეხვედრა ეროვნულის გამარჯვებით 31:28 დასრულდა.

ლადო კილასონია, საქართველოს 20 წლამდე ნაკრების მწვრთნელი: „ეს უკვე ჩვენი მესამე შეკრებაა იანვრის შემდეგ. ჩვენ აქტიურად ვემზადებით მსოფლიო ალაფისათვის და ამ მზადების ფარგლებში დღეს სპარინგ მატჩი გავმართეთ ეროვნულითან.

„დღევანდელი სპარინგი ძალზედ სასარგებლოა, რადგან ჩვენთვის ნათელს გახდის თუ რაზე გვაქვს დამატებით სამუშაო შეკრების დარჩენილ რამოდენიმე დღეში, ხოლო ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისათვის კი კიდევ ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს უშუალოდ დააკვირდნენ მომავალ თაობას.

„მიმაჩნია, რომ გუნდი კარგად არის მომზადებული და კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მაგრამ იდეალურისგან მაინც შორს ვართ. როგორც ავღნიშნე, დარჩენილ დღეებს დავუთმობთ დღევანდელ შეხვედრაში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებას და პირველ აპრილს ჰონგ-კონგში გავემგზავრებით, სადაც 2014 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე ვითამაშებთ.“

მსოფლიო ალაფაზე გამარჯვების შემთხვევაში, 20 წლამდელები გაისად IRB ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ვართანიანი, მწვრთნელი ზურა მონაშვილი, მწვრთნელი ლადო კილასონია, ფიზ-მომზადების მწვრთნელი აკაკი ცინცაძე, მენეჯერი ოთარ იაშვილი.

ალაფის მატჩების განრიგი (მოეცემულია საქართველოს დროით):

7 აპრილი, 13:00 საათი, ტონგა – საქართველო

11 აპრილი, 11:00 საათი, აშშ – საქართველო

15 აპრილი, 09:00 საათი, საქართველო – ჰონგ-კონგი

19 აპრილი, 09:00 საათი, A ჯგუფის IV – B ჯგუფის IV

11:00 საათი, A ჯგუფის III – B ჯგუფის III

13:00 საათი, A ჯგუფის II – B ჯგუფის II

15:00 საათი, ფინალი: A ჯგუფის I – B ჯგუფის I

U18 საქართველო და ‘კლერმონი’ 26 და 28 მარტს შევარდენზე ითამაშებენ

დღეს თბილისში ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ ‘კლერმონის’ 18 წლამდე მორაგბეთა გუნდი ჩამოვიდა. ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონის გათამაშებისათვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან ორჯერ ითამაშებს.

კლერმონისა და საქართველოს 18 წლამდელთა გუნდების პირველი შეხვედრა – ე.წ. მართვადი თამაში, რომელიც სავარჯიშო ხასიათის იქნება, ხვალ, 26 მარტს 17:00 საათზე შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართება.

გუნდებს შორის უშუალო, ოფიციალური მატჩი პარასკევს – 28 მარტს 16:00 საათზე, კვლავ შევარდენზე გაიმართება.

U18 ბორჯღალოსნები შეკრებას 3 აპრილამდე განაგრძობენ, ხოლო 6 აპრილს ისინი FIRA AER-ის 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში, რომელშიც მონაწილეობენ 6 ერის ნაკრებები + 2 FIRA AER-ის გუნდი, საასპარეზოდ პოლონეთში გაემგზავრებიან.

ელიტ დივიზიონის ქართული მონაგარი

2012 და 2013 წლებში საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ზედიზედ სძლია იტალიელ თანატოლებს, რითაც ორივე შემთხვევაში მე-6 ადგილი დაიკავეს.

აქედან გამომდინარე, ტურნირის ორგანიზატორებმა შარშან გადაწყვიტეს ჩვენი გუნდის ელიტურ დივიზიონში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დატოვება.

წლევანდელი ერვოპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩები პოლონეთის ქალაქ პოსნანში 11-19 აპრილს გაიმართება. 18 წლამდელები ტურნირისათვის მზადებას ხვალიდან, 21 მარტიდან შეუდგებიან.

ტურნირის განრიგის მიხევით, უმცროსი ბორჯღალოსნები 11, 15 და 19 აპრილს ითამაშებენ. პირველ შეხვედრაში, შარშანდელის მსგავსად 18 წლამდელები ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. დანარჩენ მატჩებში მათი მეტოქეები ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა.

სამწვრთნელო შტაბი – მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი, მწვრთნელი მამუკა ტყეშელაშვილი, მწვრთნელი ლევან შარაშიძე, ფიზ-მომზადების მწვრთნელი გიორგი ნადარეიშვილი, მენეჯერი პაატა მაისურაძე.

Rugby.GE