“ტოტენჰემი” ბეილის ჩანაცვლებას ჰალილოვიჩის მეშვეობით აპირებდა”

ზაგრების “დინამოს” ყოფილმა პრეზიდენტმა, ზდრავკო მამიჩმა განაცხადა, რომ 2013 წლის ზაფხულში “ტოტენჰემი” ალენ ჰალილოვიჩისა და ტინ იედვაის ტრანსფერების განხორციელებაზე მუშაობდა, თუმცა საქმე ჩავარდა.

“ჩვენი ყველაზე დიდი სირცხვილი და ჩავარდნა ალენ ჰალილოვიჩისა და ტინ იედვაის ტრანსფერები იყო.

როდესაც ის 16 წლის იყო, “ტოტენჰემმა” ბეილი “რეალს” 100 მილიონ ევროდ მიყიდა და ჰალილოვიჩის სანაცვლოდ 25 მილიონს გვთავაზობდა. დანიელ ლევისთან შეხვედრაც კი გავმართე ლონდონში.

მოლაპარაკებები 10 მილიონიდან დავიწყეთ და 25-მდე მივედით და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ზაგრებში დაბრუნებისთანავე, ეს ხელშეკრულება ჰალილოვიჩისა და იედვაის ოჯახებს წარვუდგინე.

თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ალენის მამამ განაცხადა, რომ პირობებით უკმაყოფილო იყო. გავგიჟდი, ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ გადავარწმუნე. რამდენიმე წელიწადში კი ის გაცილებით უფრო იაფად გავყიდეთ, წაგებული კი “დინამო” დარჩა,” – აცხადებს მამიჩი.

ოფიციალურად: ჰალილოვიჩი “ლას პალმასში” ითამაშებს

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ჰამბურგის” ფეხბურთელმა, ალენ ჰალილოვიჩმა არენდის წესით გუნდი დატოვა. იგი მომამავალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში “ლას პალმასში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური კლუბის გვერდი ავრცელებს.

ზაგრების “დინამოდან” “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, ხორვატის კარიერა ვერ განვითარდა, რის შემდეგაც კატალონიელებმა, მხოლოდ და მხოლოდ, გასულ ზაფხულზე იგი “ჰამბურგში” 5 მილიონ ევროდ გაყიდეს. ბუნდესლიგაში ჰალილოვიჩმა 6 თამაში ჩაატარა და ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა.

20 წლის შემტევი ნახევარმცველი ესპანეთში დაბრუნდა. იგი “ლას პალმასში” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (21 ივლისი)

გადაწყვეტილია ! პიაცა “იუვენტუსს” შეუერთდა

მოლაპარაკებები უკვე დასრულდა. ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “დინამო ზაგრების” ლიდერის, მარკო პიაცას ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელეს. 21 წლის შემტევის სანაცვლოდ, იტალიურმა გრანდმა 23 მილიონი ევრო გადაუხადა ხორვატულ გრანდს. პიაცამ ტურინელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ინგლისის ნაკრებს სემ ალარდაისი ჩაიბარებს

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისური ფეხბურთის ფედერაციაში მხარს სემ ალარდაისის კანდიდატურას უჭერენ. გარდა ამისა, დღეს “დიდმა სემმა” “სანდერლენდის” ვარჯიში ნაადრევად დატოვა. ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინგლისელი სპეციალისტი “სამ ლომს” უახლოეს მომავალში ოფიციალურად ჩაიბარებს.

მანჩინის “ინტერში” ბალოტელის მიყვანა სურს

მართალია, რომ რობერტო მანჩინისა და მარიო ბალოტელის “მანჩესტერული” თანამშრომლობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, როგორც Tuttosport იუწყება, რობერტო მანჩინი კვლავ აპირებს გუნდში იტალიელი ფორვარდის მიყვანას.

დიეგო სიმეონე “ატლეტიკოსა” და არგენტინის ნაკრებს ერთდროულად გაწვრთნის?

As-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია გვამცნობს, რომ არგენტინული ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, დიეგო სიმეონეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნასთან ერთად “ატლეტიკოში” მუშაობის უფლებაც მისცენ.

99999999999

“ფენერბახჩე” რობინ ვან პერსის არ გაყიდის

მიუხედავად ინგლისური “სტოკის” ინტერესისა, თურქული “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელები რობინ ვან პერსის გაყიდვას არ აპირებენ.

“ჰამბურგმა” ჰალილოვიჩი დაიმატა

“ჰამბურგის” ხელმძღვანელებმა ხორვატი ნახევარმცველის, ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“იუნაიტედი” ბონუჩისთვის იბრძოლებს?

ESPN-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო “იუვენტუსის” ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის გადაბირებას აპირებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 60 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის გადაბირება “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტისაც” სურს.

“ლივერპულმა” ვეინალდუმის ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

ინგლისური “ნიუკასლის” ხელმძღვანელები მზად არიან გაუშვან ჯორჯინიო ვეინალდუმი “ლივერპულში”, იმ შემთხვევაში, თუ “წითლები” 25 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ცნობისათის გეტყვით, რომ “ნიუკასლმა” ჰოლანდიელი ფეხბურთელი 14.6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა.

ალენ ჰალილოვიჩმა “საბადელს” ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა ალან ჰალილოვიჩმა “ბარსელონა ბ”-სა და “საბადელს” შორის გამართულ მატჩში ლამაზი გოლი გაიტანა.

“ბარსელონამ” ჰალილოვიჩის ტრანსფერი დაადასტურა

ზაგრების “დინამოს” 17 წლის შემტევი ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი ოფიციალურად გახდა “ბარსელონას” წევრი. კატალონიური კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, ბარსელონაში ჰალილოვიჩი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გახდება, სადაც ჯერ მეორე გუნდი ღირსებას დაიცავს.

პრესპექტიულ მოთამაშეში “დინამო” 2.2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჰალილოვიჩი ძირითადში დამკვიდრდება, აღნიშნული თანხა გაიზრდება.