ქინქლაძე: “მესი თუ ზიდანი?”

რამდენიმე თვის წინ, გადაცემა “ფეხბურთის დროში” სტუმრად მყოფ გიორგი ქინქლაძე ზინედინ ზიდანსა და ლიონელ მესის შორის უკეთესის დასახელება სთხოვეს.

“მანჩესტერ სიტიმ” გიორგი ქინქლაძეს დაბადების დღე მიულოცა

“მანჩესტერ სიტიმ” კლუბის ყოფილი ფეხბურთელს, გიორგი ქინქლაძეს დაბადების დღე მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, გიორგი ქინქლაძე 42 წლის გახდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ Twitter-ში, “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა.

“1973 წლის ამ დღეს, თბილისში, საქართველოში გიორგი ქინქლაძე დაიბადა. დაბადების დღეს გილოცავთ, ქინქი!”

cats

გიორგი ქინქლაძე – 42

დღეს დინამოსა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშის– გიორგი ქინქლაძის დაბადების დღეა. ვეტერან ნახევარმცველს 42 წელი შეუსრულდა. გიორგი დინამოში 1992 წლიდან 1994- მდე და 1995 წელს ასპარეზობდა. 65 ჩატარებულ შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა. არის საქართველოს ჩემპიონატის სამგზის ოქროს მედლის მფლობელი (1993, 1994 და 1995) და საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1993, 1996). ორჯერ 1993 და 1995 წლებში ფლობდა საქართველოს თასს.

დინამოელები ვულოცავთ გიორგის იუბილეს და წარმატებებს ვუსრვებთ მას.

FCDinamo.GE

ქინქლაძე, იბრაჰიმოვიჩი და კიდევ 18 ყველაზე გადამეტფასებული ფეხბურთელი “ტელეგრაფის” ვერსიით

ბრიტანულმა “ტელეგრაფმა” დაასახელა ოცი ფეხბურთელი, რომლებსაც გულშემატკივრები და ფეხბურთის სპეციალისტები იმაზე მეტად აფასებენ, ვიდრე იმსახურებენ.

20. გიორგი ქინქლაძე

Kinkladze_3253670k

თუ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, ვისაც თავისი რეპუტაცია მხოლოდ ერთი გოლით აუმაღლებია, ასეთი ძალიან ტექნიკური გიორგი ქინქლაძეა. ქართველმა ფეხბურთელმა “საუთჰემპტონს” მართლაც შესანიშნავი გოლი გაუტანა. ქინქალაძემ “მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 122 შეხვედრაში მეტოქეთა კარის დალაშქვრა 22-ჯერ მოახერხა. ამის შემდეგ, მან “აიაქსის”, “დერბის”, “ანორთოსისისა” და ყაზანის “რუბინის” შემადგენლობაში ითამაშა.

19. კარლოს ვალდერამა

19

თუ ქინქლაძე თავისი ლამაზი გოლით გამოირჩეოდა, კარლოს ვალდერამა გამორჩეული თავისი ვარცხნილობით იყო. მიუხედავად იმისა, რომ კოლუბმიელი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მან მხოლოდ ორ ევროპულ კლუბში – “მონპელიესა” და “რეალ ვალიადოლიდში” ითამაშა.

18. ნიკოლას ანელკა

18

ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში 12 კლუბში ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ძლიერ გუნდებში ხვდებოდა, გატანილი გოლების რაოდენობით ვერ გამოირჩეოდა.

17. ფლორან მალუდა

17

ამბობენ, რომ ფეხბურთელს კლასი არ ეკარგება, ხოლო სათამაშო ფორმა – კი. ამის კარგი მაგალითია ფლორან მალუდა, რომელიც “ჩელსის” 2007 წელს შეუერთდა და ლონდონური კლუბი 2013 წელს დატოვა.

16. დენილსონი

16

დენილსონმა 2002 წელს, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მუნდიალი მოიგო. იქამდე კი, 1998 წელს ის “ბეტისმა” შეიძინა. მაშინ, ესპანურმა კლუბმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ბრაზილიელ ფლეიმეიქერში 21.5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა.

15. დავიდ ჟინოლა

15

თავის დროზე, ჟინოლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისი საქმეები ცუდად განვითარდა. ფრანგ ფეხბურთელს მწვრთნელებთან პრობლემები ექმნებოდა, სწორედ ამიტომ, ის რომელიმე გუნდში სამ წელზე დიდხანს არ გაჩერებულა.

14. უეინ რუნი

Manchester United v Tottenham Hotspur - Barclays Premier League

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში რუნი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიაჩნიათ, მას კარგი სტატისტიკა სულაც არ აქვს. ამიტომ, ის არ შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დავაყენოთ.

13. ადრიანო

13

ალბათ, მას შეეძლო, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ყოფილიყო, მაგრამ მან თავისი ნიჭი გაანიავა. ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბებსა და სხვა გასართობ დაწესებულებებში დიდ დროს ატარებდა, ამიტომ მისი კარიერა ცუდად განვითარდა.

12. რობერტო ბაჯო

12

მიუხედავად იმისა, რომ ბაჯო გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მას დიდი რანგის მატჩების გამოტოვება ხშირად უწევდა. შეიძლება, ითქვას, “მილანის”, “ინტერისა” და “იუვენტუსის” ყოფილ მოთამაშეს ყველაზე პრესტიჟული ტიტულები არასოდეს მოუგია.

11. სტივენ ჯერარდი

11

სტივენ ჯერარდს, შეიძლება, ვუწოდოთ ძალიან კარგი, მაგრამ არა დიდი ფეხბურთელი. მართალია, “ლივერპულის” კაპიტანს ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს, მისი შეცდომების გამო, ლივერპულელებმა ტიტულის მოგების შანსიც დაკარგეს.

10. ჯეკ უილშირი

Barclays Premier League 2014/15 Arsenal v Hull City Emirates Stadium, Arsenal, London, United Kingdom - 18 Oct 2014

გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენი მომენტი გახსოვთ ისეთი, სადაც გამოჩნდა, რომ ჯეკ უილშირი ძალიან დიდი ფეხბურთელია? მას კვლავაც ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან, თუმცა, ალბათ, ჩვენ მასზე უკეთესებიც გვიხილავს.

9. სერხიო რამოსი

9

რამოსს გაუმართლა, რომ ესპანურ ფეხბურთში იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე დიდი როლი ნახევარდაცვის ხაზს აკისრია. 29 წლის მცველი წყობიდან ხშირად გამოდის, სწორედ ამიტომ მას კარიერაში ბევრი წითელი ბარათი დაუგროვდა.

8. უესლი სნეიდერი

8

წესით, ახლა, სნეიდერი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისდამი დიდი ინტერესის მიუხედავად, ჰოლანდიელმა თურქულ “გალათასარაიში” თამაში არჩია.

7. ეზეკილ ლავესი

7

ლავესი ბევრს დარბის, ბევრს შრომობს, მაგრამ რეალურად, ის ძალიან კარგი ფეხბურთელი არ არის. მიმდინარე სეზონში, “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ჩატარებულ 31 შეხვედრაში მეტოქეთა კარის დალაშქვრა მხოლოდ ოთხჯერ მოახერხა.

6. დავიდ ლუისი

Brazil v Germany: Semi Final - 2014 FIFA World Cup Brazil

დავიდ ლუისი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც აქვს ძლიერი დარტყმა. ხშირად, ჰგონიათ, რომ ის მცველი საერთოდ არ არის. 2014 წლის მუნდიალზე, მან არაერთი შეცდომა დაუშვა, რისი კარგი მაგალითიც გერმანიის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრაა.

5. ფაუსტინო ასპრილა

5

უდაოა, რომ ის ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ მას ძალიან ბევრი დაბრკოლება ექმნებოდა. კოლუმბიელი ფეხბურთელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი “ბარსელონას” კარში გატანილი სამი გოლი იყო.

4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი

Paris Saint Germain vs RC Lens

არავინ უარყოფს, რომ ზლატანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ რეალურად, არის ის ისეთი კარგი მოთამაშე, როგორადაც მას თვლიან? აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია.

3. რადამელ ფალკაო

Football Manchester United v Tottenham Hotspur: U21 Premier League

ფეხბურთელი, რომელშიც ყოველთვის დიდ თანხას იხდიან, მაგრამ კოლუმბიელი “მანჩესტერ იუნაიტედში” ძალიან ცუდად თამაშობს. მხოლოდ ორი გატანილი გოლი 22 მატჩში.

2. რობინიო

2

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადეს, თუმცა მასზე დაკისრებული ავანსები ვერ გაამართლა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა “რეალის”, “მანჩესტერ სიტისა” და “მილანის” რიგებში ითამაშა, თუმცა ამ გუნდებში საუკეთესო სულაც არ ყოფილა.

1. მარიო ბალოტელი

Liverpool v Manchester City - Barclays Premier League

ბალოტელი 24 წლისაა და მან უკვე მოასწრო “ინტერში”, “მანჩესტერ სიტიში”, “მილანსა” და “ლივერპულში” თამაში. ალბათ, იტალიელმა თავდმასხმელმა სახელი უფრო მოეტად იმით გაითქვა, რომ მოედნის მიღმა ძალიან აქტიურობს.

როგორ შეხვდნენ “მანჩესტერ სიტის” ქომაგები გიორგი ქინქლაძეს

11 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” მიიღო, მეტოქეს ანგარიშით 2:0 სძლია და ჩემპიონატი გამარჯვებული გახდა.

მატჩამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ცნობილი იყო, რომ შეხვედრას კლუბის ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე დაესწრებოდა. რა თქმა უნდა, “ქინქის” გამოჩენას” მანჩესტერელი გულშემატკივრები სულმოუთმენლად ელოდნენ.

თამაშის დაწყებამდე, ქინქლაძე მინდორზე გამოჩნდა, ხოლო როგორც ერთ-ერთი ცნობილი ბრიტანული გამოცემა წერს, “სიტის” ქომაგებმა ერთდროულად “ამოხეთქეს” და ისინი საყვარელი მოთამაშეს ასეთი შეძახილით შეხვდნენ: “გიო, გიო”. როდესაც ქინქლაძე მოედანზე იყო, სტადიონის დიდ ეკრანზე ვიდეო ჩაირთო, სადაც ქინქლაძის ლამაზ გოლებს აჩვენებდნენ.

ბუნებრივია, მანჩესტერის ქუჩებში ყოფილ ქართველ ფეხბურთელს ბევრი ცნობდა. ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ არიგებს ქინქლაძე ავტოგრაფებს გულშემატკივრებისათვის.

დიტო ჭიჭინაძე

ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო ინდივიდუალური გოლი: ქინქლაძე კვლავაც ახსოვთ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ინდივიდუარი გოლები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ათეულში ფიგურირებს ქართველი გიორგი ქინქლაძე.

10. არჩი გემილი (შოტლანდია) – ჰოლანდია

9. ტიერი ანრი (“არსენალი”) – “ტოტენჰემი”

8. სტივ მაკმანამი (“ლივერპული”) – “სელტიკი”

7. გიორგი ქინქლაძე (“მანჩესტერ სიტი”) – “საუთჰემპტონი”

6. ედი გრეი (“ლიდსი”) – “ბარნლი”

5. ჯორჯ ვეა (“მილანი”) – “ვერონა”

4. ჯორჯ ბესტი (“სან ხოსე”) – “ლაუდერდეილი”

3. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – “ხეტაფე”

2. რაიან გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “არსენალი”

1. დიეგო მარადონა (არგენტინა) – ინგლისი