„უდინეზეს“ ნახევარმცველი დანიელ ბენიტესი, რომელიც 2009 წლიდან იჯარის წესით ესპანურ „გარანადაში“ თამაშობს, კოკაინის მოხმარებაში გამოიჭირეს. 16 თებერვალს „ბეტისთან“ გამართული მატჩის შემდეგ ჩატარებული დოპინგ-ტესტის მეშვეობით გაირკვა, რომ 26 წლის ფეხბურთელი კოკაინს მოიხმარდა.
ბენიტესს კლუბისგან გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია და სოლიდური ჯარიმა ელის.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დანი ბენიტესმა 9 მატჩი ჩაატარა.