ოფიციალურად: მ’ბაიე ნიანგმა “მილანი” იჯარის წესით დატოვა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “მილანის” ფეხბურთელმა, მ’ბაიე ნიანგმა არენდის წესით “მილანი” დატოვა. იგი მომამავალი ექვსი თვის განმავლობაში “უოტფორდში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური კლუბის გვერდი ავრცელებს.

ფრანგმა მიმიდნარე სეზონში, სერია A-ში 18 შეხვედრა ჩაატარა. თუმცა, მან, მხოლოდ და მხოლოდ, 3 გოლის გატანა შეძლო. სწორედ ამიტომ, “როსონერის” ხელმძღვანელობამ 22 წლის თავდამსხმელის განათხოვრება გადაწყვიტა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი იმავე წესით ადრე “მონპელიესა” და “ჯენოაში” თამაშობდა.

ნიანგს “უოტფორდში” “ინტერისა” და “ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელი, უოლტერ მაცარი უხელმძღვანელებს.

 

მ’ბაიე ნიანგი: “მომავალ სეზონშიც “მილანში” ვიასპარეზებ”

ამ ზაფხულზე ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ “მილანის” ფეხბურთელით, მ’ბაიე ნიანგით რამდენიმე  ინგლისური გუნდი სერიოზულად ინტერესდებოდა. მათ შორის იყო “ევერტონი”, “ვესტ ჰემი” და “პრემიერ ლიგის” ჩემპიონი, “ლეტსერ სიტი”. სწორედ ეს უკანასკნელი სთავაზობდა “მილანს” 16 მილიონ ფუნტს, თუმცა…

დღეს ნიანგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს: “მე აქ ვრჩები. იტალიაში ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, რომ  “მილანთან” ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო და ამ გუნდის შეუცვლელი ფიგურა ვიყო.”

მბაიე ნიანგის პენალტი “პალერმოსთან” მატჩში (ვიდეო)

3 თებერვალს, იტალიის სერია A-ში, “პალერმოსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში, 33-ე წუთზე მბაიე ნიანგმა მასპინძელთა კარი თერთმეტმეტრიანი დარტყმით დალაშქრა.

ნიანგი “ჯენოაში” გადავა

“მილანის” ფორვარდი მბაია ნიანგი კარიერას “ჯენოაში” გააგრძელებს. იტალიური პრესის ცნობით 20 წლის მოთამაშემ გენუელებს დადებითი პასუხი უთხრა.

დღეს, მოთამაშე “მილანის” ვარჯიშზე თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ახალ კლუბში გაემგზავრა, რომელშიც კარიერას იჯარის წესით გააგრძელებს.

მიმდინარე სეზონში ფრანგის ანგარიშზე სერია ა-ში ჩატარებული 5 მატჩშია.

 

ნიანგს “მონპელიეში” დარჩენა სურს

იტალიური “მილანის” კუთვნილებაში მყოფი ფეხბურთელი მბაიე ნიანგი აცხადებს, რომ ის “მონპელიეში” თავს კარგად გრძნობს და იქიდან წასვლა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი იანვარში “მონპელიეს” 6-თვიანი იჯარით შეუერთდა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში, 3 გოლის გატანა მოახერხა.

“იმედი მაქვს, “მონპელიეში” დავრჩები. ეს ჩემი ოჯახია, რომელიც ძალიან მიყვარს. როდესაც კონტრაქტს ხელი მოვაწერე, ვთქვი, რომ აქ დიდი ხნით დარჩენა მსურდა”, – ამბობს ნიანგი.