როგორ დასაჯეს ხულიგანი, რომელმაც “რივერ პლეიტის” ფეხბურთელს თვალებში წიწაკის სპრეი შეასხა?

არგენტინაში ძალიან საინტერესო რამ მოხდა – ნაპოლიტანო, რომლის ზედმეტსახელიც El Panadero (მცხობელი) გახლავთ, კამერებმა გამოიჭირეს მაშინ, როდესაც ის “რივერ პლეიტის” ფეხბურთელს წიწაკის სპრეითი უტევდა. არგენტინელი ხულიგანი შესაბამისად დაისაჯა.

კოპა ლიბერტადორესის ეგიდით გამართულ მატჩში ჩადენილი დანაშაულისთვის, “ბოხა ხუნიორსის” გულშემატკივარს სახლში ბრძანება მიუვიდა, რის თანახმადაც, მან თვეში 10 კილოგრამი პურის დონაცია უნდა მოახდინოს.

გარდა ამისა, ხულიგანს ერთჯერადად 25,000 პესოს (დაახლოებით 3,600 ლარს შეადგენს) გადახდა მოუწევს და მომდევნო სამი წლის მანძილზე არგენტინაში მდებარე სტადიონებზე მისვლა აეკრძალა.

ერიკ ლამელა: “აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ”

ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი, ერიკ ლამელა უარყოფს ჭორებს, რომლის თანახმადაც ის კლუბის დატოვებას აპირებს.

“აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, ამას გულწრფელად ვამბობ. დიდი სიამოვნებით დავრჩები აქ კიდევ ერთი წლით. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ.

იმედი მაქვს, რომ კოპა ამერიკაზეც ვითამაშებ.

რაც შეეხება “რივერ პლეიტს”, იქ 7 წლიდან ვიზრდებოდი. მინდა უკან დავბრუნდე, თუმცა ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება.”

“რივერ პლეიტისა” და “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

24 იანვარს, არგენტინაში, წინასასეზონო ტურნირზე ერთმანეთს “ბოკა ხუნიორსი” და “რივერ პლეიტი” დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, საბოლოოდ კი “რივერმა” ანგარიშით 0:1 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე ლეონარდო ბისკულინიმ გაიტანა.

მთავარ არბიტრს ხუთი წითელი და ცხრა ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა, აქედან სამი “ბოკას” ფეხბურთელებმა მიიღეს, ხოლო ორი – “რივერ პლეიტის”. აღსანიშნავია, რომ მაყურებლებმა პირველი გაძევება უკვე მე-10 წუთზე იხილეს.

ლუის ენრიკე: „მიღწეულით არ დავკმაყოფილდებით“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა „რივერ პლეიტს“ ანგარიშით 3:0 მოუგო.

„ძალიან ბედნიერი ვარ. მიმდინარე სეზონში ბევრი ტიტული მოვიგეთ, რაც ჩემთვის და კლუბისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. „რივერ პლეიტი“ ღიად თამაშობდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, დღეს ნებისმიერ მეტოქეს მოვუგებდით.

მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. შესვენების შემდეგ, შევეცდებით, ახალ მწვერვალს მივაღწიოთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ“, – ციტირებს ენრიკეს ფიფა-ს ოფიციალური საიტი.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

20 დეკემბერს, იაპონიაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს “რივერ პლეიტი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ქართველი გულშემატკივრები საზოგადოებრივ მაუწყებელზე იხილავენ.

მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

დემიჩელისი „რივერ პლეიტში“ დაბრუნდება?

„მანჩესტერ სიტის“ მცველი მარტინ დემიჩელისი სეზონის დასრულების შემდეგ „რივერ პლეიტში“ დაბრუნების ალბათობას განიხილავს, რასაც „Manchester Evening News“-ი ავრცელებს.

34 წლის არგენტინელი ელიაკიმ მანგალასთან კონკურენციაში აგებს და შემდეგ ზაფხულში, შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ბუენოს-აირესში გადაბარგდეს.

გარდა ამისა, დემიჩელისის „სიტიდან“ წასვლის მიზეზი, დიდი ალბათობით, მცველ ნიკოლას ოტამენდის დამატებაა, რომელიც ინგლისურ კლუბში „ვალენსიადან“ გადავიდა.

“რივერ პლეიტის” თავდამსხმელის შესანიშნავი გოლი ლიბერტადორესის თასზე (ვიდეო)

15 ივლისს, ლიბერტადორესის თასზე “რივერ პლეიტმა” საკუთარ მოედანზე “გუარანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის 73-ე წუთზე, “რივერ პლეიტის” თავდამსხმელმა როდრიგო მორამ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

“რივერმა” სავიოლა, აიმარი და ლუჩო გონსალესი წარადგინა

არგენტინულმა “რივერ პლეიტმა” ხუთი ახალი ფეხბურთელი წარადგინა.

გუნდს დაემატნენ თავდამსხმელი ხავიერ სავიოლა და ნახევარმცველები პაბლო აიმარი, ლუჩო გონსალესი, ტაბარე ვიუდესი და ნიკოლას ბერტოლო. ამათგან სავიოლასა და აიმარს პროფესიული კარიერა სწორედ ამ კლუბში აქვთ დაწყებული.

“რივერ პლეიტს” არგენტინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია უკავია და ლიდერ “სან ლორენსოს” სამი ქულით ჩამორჩება.

 

კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელი „რივერ პლეიტში“ გადავიდა

როგორც არგენტინული გამოცემა „ოლე“ იტყობინება, ცნობილი ნახევარმცველი ლუჩო გონსალესი „რივერ პლეიტში“ დაბრუნდა. 34 წლის ფეხბურთელმა ბუენოს-აირესის კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„რივერ პლეიტის“ ღირსებას ნახევარმცველი 2002 წლიდან 2005 წლამდე იცავდა. ამის შემდეგ ლუჩო ევროპაში გაემგზავრა, სადაც „პორტუსა“ და „მარსელის“ შემადგენლობაში ითამაშა. ამ პერიოდში ის ექვსჯერ პორტუგალიის ჩემპიონი და ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონი გამხდარა. „პორტუდან“ წასვლის შემდეგ გონსალესი ყატარულ „ალ-რაიანში“ გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ „რივერს“ კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ხავიერ სავიოლა დაუბრუნდა.

სავიოლამ „რივერ პლეიტთან“ პირველად ივარჯიშა

არგენტინელმა თავდამსხმელმა ხავიერ სავიოლამ „რივერ პლეიტთან“ ვარჯიში დაიწყო.

ოფიციალურად კლუბის მოთამაშე ის პირველ ივლისს გახდება.

შეგახსენებთ, რომ სავიოლა მშობლიურ „რივერში“ იტალიური „ვერონიდან“ გადაბარგდა, რომლის შემადგენლობაში განვლილ სეზონში ითამაშა.

ცნობილმა არგენტინელმა 15-წლიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ გუნდში ითამაშა

ცნობილმა არგენტინელმა ნაევარმცველმა პაბლო აიმარმა 15-წლიანი პაუზის შემდეგ „რივერ პლეიტის“ მაისურით პირველად ითამაშა. ფეხბურთელმა „როსარიო სენტრალთან“ მატჩის ბოლო თხუთმეტ წუთში მიიღო მონაწილეობა.

გამოცდილი შუახაზელი „რივერს“ მიმდინარე წლის იანავრში შეუერთდა, თუმცა ტრავმების გამო, სათამაშოდ მზად მხოლოდ ახლა აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ აიმარი „რივერ პლეიტის“ აღზრდილია, თუმცა ამ გუნდში მხოლოდ 2000 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც ევროპაში გადაბარგდა.

“რივერ პლეიტის” ფეხბურთელმა მეტოქე ბრწყინვალე ფინტით ჩამოიშორა (ვიდეო)

22 მაისს, ლიბერტადორესის თასზე, “რივერ პლეიტმა” საკუთარ მოედანზე “კრუზეირო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, “რივერ პლეიტის” ფეხბურთელმა ემანუელ მამანამ მეტოქე მშვენივრად ჩამოიშორა.