ჰენდერსონის კომენტარი “რომასთან” გამარჯვების შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-2 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ, მერსესაიდელთა კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ორი გოლი გავუშვით. ვგრძნობით, მატჩს ვაკონტროლებდით. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგია, ამავე დროს, შეხვედრა რომ მოვიგეთ. იტალიაში სამბურთიანი უპირატესობით ჩავალთ. ბოლო ოცი წუთის მანძილზე ჩვენი ფეხბურთი არ გვითამაშია. მათმა გოლებმა მცირე ნერვიულობა გამოიწვია. თუმცა, თავდაჯერებულობა უნდა შევინარჩუნოთ,” – ამბობს კაპიტანი.

ჰენდერსონი: “ვიცოდით, რომ მოედანზე საოცარი ატმოსფერო იქნებოდა”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მერსესაიდის “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტი” ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა შეიქმნა.

თამაშის შემდეგ, გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვიცოდით, რომ მოედანზე საოცარი ატმოსფერო იქნებოდა და ასეც მოხდა. გულშემატკივრის დახმრებით, წარმატებას მივაღწიეთ, მეორე ნახევარში ისინი უფრო მოგვაწვნენ და უკან დაგვწიეს. თუმცა, ჩვენი სტილი ნებისმიერ სიტუაციაში ერთ გუნდად ასპარეზობაა, რაც იდეალურად გავაკეთეთ. ამ შეხვედრაში თამაშის წესი ბევრჯერ არ დამირღვევია. ამიტომ, სამწუხაროა, რომ შემდეგ მატჩს გამოვტოვებ,” – ამბობს კაპიტანი.

ცნობილია იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც ინგლისს სლოვენიასთან უკაპიტნებს

11 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება. ერთ-ერთ მათგანში ინგლისის ეროვნული ნაკრები სლოვენიის გუნდს დაუპირისპირდება. ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბტრიტანელთა კაპიტანი, უეინ რუნი შეხვედრას ძირითადიდან არ დაიწყებს. ამის შესახებ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, გარეთ საუთგეითმა ისაუბრა.

უკვე ცნობილი გახდაიმ მოთამაშის ვინაობა, რომელიც, რუნის მაგივრად, კაპიტნის სამკლაურს გაიკეთებს – ეს სპორტსმენი ჯორდან ჰენდერსონი იქნება, რომელიც, ამავე დროს, მერსესაიდის “ლივერპულს” 2015 წლიდან კაპიტნობს.

ჰენდერსონმა ტიბო კურტუას ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჯორდან ჰენდერსონმა “სტემფორდ ბრიჯზე” ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა, რითიც “ლივერპულელთა” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ საქმე პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის მატჩს ეხება, რომლის ეგიდითაც ლონდონურ “ჩელსის” მერსესაიდული “ლივერპული” დაუპირისპირდა.

“ლივერპული” ახალ კონტრაქტს ხუთ ფეხბურთელს შესთავაზებს

“ლივერპულის” ხილმძღვანელობა ახალ კონტრაქტს კოუტინიოს, ჰენდერსონს, ჯონსონს, ფლენეგენს და დენიელ სტარიჯს შესთავაზებს.

უცხოური პრესის ცნობით, ამ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტარიჯს და კოუტინიოს ხელფას მოუმატებენ და შრომით ხელშეკრულებას 2019 წლამდე გაუგრძელებენ.

ჰენდერსონის კონტრაქტი 2016 წელს იწურება. ბრენდან როჯერსი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი მერსისაიდულ გუნდში დარჩენას გადაწყვეტს. ანალოგიური სიტუაციაა ჯონსონის და ფლენეგენის შემთხვევაშიც.