დიდი წმენდა “ლივერპულში” – ვინ დატოვებს კლუბს ჯერარდთან ერთად?

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულს“ სტივენ ჯერარდი დატოვებს. კლუბში ახალი ერა დაიწყება, თუმცა მოსალოდნელია, რომ რეორგანიზაცია ფეხბრთელთა დიდ ნაწილს შეეხება.

დღევანდელ „ლივერპულში“ ნამდვილად არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ინგლისური გრანდის დონეს ვერ აკმაყოფილებენ. მერსისაიდელებს კი სწორედ ასეთად ჩამოყალიბებაზე აქვთ პრეტენზია.

Fanebi.com გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, ვისაც მოახლოებული სატრანფერო ფანჯრის დროს დიდ წმენდაში ემუქრებათ მოხვედრა.

 

ფაბიო ბორინი

ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა. ფორვარდი, რომელსაც გოლების გატანა არ შეუძლია გუნდს ვერ დაეხმარება. „ლივერპულის“ გულშემატკივრებს საკუთარი თამაშით ყოველთვის ანებივრებდნენ ტოპ კლასის შემტევები. ბორინი კი ასეთი დონის არ არის. ის ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა მისი მაქსიმუმი საშუალო დონის გუნდებია. იმ შემთხვევაში, თუ „სანდრედლენდი“ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს, ბორინის დაბრუნება ამ გუნდში სავსებით ლოგიკური იქნება.

 

მარიო ბალოტელი

სკანდალურად ცნობილ ფორვარდზე სეზონის სტარტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და მასში სოლიდური თანხაც გადაიხადეს. თუმცა, ინგლისში დაბრუნებულმა ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში თავი მხოლოდ სკანდალებით დაგვამახსოვრა. გოლების გატანის ნაცვლად სუპერ მარიო „ჰეითერებისადმი“ მიძღვნილი ვიდეო-მიმართვების გადაღებითაა დაკავებული.  მოედანზე მისი გადამეტებული ემოციები კი ხშირ შემთხვევაში „ლივერპულს“ პრობლემებს უქმნის. „მანჩესტერთან“ შეხვედრაში გაცხარებულ ბალოტელის გულშემატკივრები იჭერდნენ.

 

გლენ ჯონსონი

ეს ფეხბურთელი კლუბის ერთ-ერთი ვეტერანია. ასეთი სტატუსი და დიდი ხელფასი მისთვის სერიოზული მოტივაცია უნდა იყოს, მაგრამ წელს ინგლისელი მცველი ჩვეულ თამაშს ვერ აჩვენებს. ამ შემთხვევაში გლენისთვის სამაგალითო ჯერარდის საქციელი უნდა იყოს, რომელიც კლუბს თავისი ნებით ტოვებს და ადგილს ახალგაზრდა მოთამაშეებს უთმობს.

 

რიკი ლამბერტი

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს რიკის „ენფილდზე“ კარიერა არ აწეყო. იმას ვერ ვიტყოდით, რომ ფეხბურთელი თავს არ დებს და ბოლომდე არ იხარჯება, მაგრამ როჯერსის ხელში გადამწყვეტ ჯოკერად ის ვერ იქცა. გუნდიდან მის გაგდებას არავინ აპირებს, მაგრამ თავად ლამბერტისთვის, ასეთ ასაკში სკამზე ჯდომა კარგი არ უნდა იყოს.  

 

ბრედ ჯონსი

საკუთარი მისია სეზონის გარკვეულ ეტაპზე ავსტრალიელმა კიპერმა ავად თუ კარგად მაინც შეასრულა. მინიოლეს მიერ რამდენიმე ჩაგდებული თამაშის შემდეგ როჯერსმა კარის დაცვა ჯონსს ანდო. თუმცა, მუდმივ პირველ ნომრად მისი განხილვა მიზანშეწონილი არ არის. ნათელია, რომ „ლივერპულს“ უფრო მაღალი დონის მეორე მეკარე სჭირდება.

 

ხოსე ენრიკე

ქრონიკული ტრავმებისა და ალბერტო მორენოს სახით გამოჩენილი ძლიერი კონკურენტის ერთობლიოამ ხოსე ენრიკე სათადარიგოთა სკამზე გადაანაცვლა. „ლივერპულში“ ამ პოზიციაზე ახალგაზრდა ფლანაგანიც არის, რაც „რუსტერში“ ენიკეს ყოლას აზრს უკარგავს.

 

დეიან ლოვრენი

შესაძლოა, ახალგაზრდა ხორვატს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად მეორე სეზონი სჭირდება და მის სანაცვლოდ გადახდილი დიდი თანხა მძიმე ფსიქოლოგიურ ტვირთად აწვება. თუმცა, სტატისტიკურად პრემიერლიგაში ყველაზე მეტი შეცდომა სწორედ ლოვრენს აქვს დაშვებული, რაც ძალიან უარყოფით ფაქტია.

ბრენდან როჯერსმა გლენ ჯონსონის შვილს სახეში ბურთი გაარტყა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრები, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მოახვედრა ბრენდან როჯერსმა სახეში ბურთი გლენ ჯონსონის ვაჟს.

“ლივერპული” ახალ კონტრაქტს ხუთ ფეხბურთელს შესთავაზებს

“ლივერპულის” ხილმძღვანელობა ახალ კონტრაქტს კოუტინიოს, ჰენდერსონს, ჯონსონს, ფლენეგენს და დენიელ სტარიჯს შესთავაზებს.

უცხოური პრესის ცნობით, ამ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტარიჯს და კოუტინიოს ხელფას მოუმატებენ და შრომით ხელშეკრულებას 2019 წლამდე გაუგრძელებენ.

ჰენდერსონის კონტრაქტი 2016 წელს იწურება. ბრენდან როჯერსი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი მერსისაიდულ გუნდში დარჩენას გადაწყვეტს. ანალოგიური სიტუაციაა ჯონსონის და ფლენეგენის შემთხვევაშიც.