ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა რაგნარ კლავანის ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელეს.
30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, “წითლებს” 4.2 მილიონი ფუნტის გადახდა დასჭირდათ, რასაც ემატება ბონუსებიც. ესტონელმა ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მამადუ სახოსა და ჯო გომესის არყოფნაში, გამოცდილ ცენტრალურ მცველს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს საკუთარ თავზე. დიდი ალბათობით, ის უახლოეს მომავალში შეუერთდება გუნდს.
უკვე ცნობილია ისიც, რომ რაგნარი 17-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც აქამდე ფრანგი ფეხბურთელის განკარგულებაში იყო.
ესტონეთის ნაკრების კაპიტანი “ლივერპულის” რიგით მეხუთე შენაძენი გახდა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე – მესამე შენაძენი ბუნდესლიგიდან.