ოფიციალურად დადასტურდა, რომ დანიელ ალვეში რუსთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. ყველაზე ტიტულოვანმა მოქმედმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი ტრიუმფის შანსი გაუშვა ხელიდან.
აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ დანიელ ალვეში რუსთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. ყველაზე ტიტულოვანმა მოქმედმა ფეხბურთელმა კიდევ ერთი ტრიუმფის შანსი გაუშვა ხელიდან.
აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
ბევრმა გამოცემამ დაწერა იმის შესახებ, რომ დანიელ ალვეშმა დაარწმუნა თავისი თანამემამულე ნეიმარი იმაში, რომ მას “პსჟ”-სთან გაეფორმებინა კონტრაქტი. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი აცხადებს, ყველაფერი პირიქით იყოო – ნეიმარმა ჯერ კიდევ “ბარსაში” ყოფნის დროს ურჩია ალვეშს პარიზულ გრანდში გადასვლა.
“იმის საპირისპიროს გეტყვით, რასაც ხალხი ამბობს – მადლიერი ვარ ნეიმარის, რადგან სწორედ მან დამარწმუნა, რომ ჩემთვის “პსჟ” საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. ხოლო, პირადად მე მის ტრანსფერში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. უბრალოდ, რთულ პერიოდში მის გამხნევებას ვცდილობდი.”
“ჩემი ტრასნფერი წინასწარ დაგეგმილი არ იყო და, როგორც ვთქვი, აქ მოსვლაში ნეიმარმა დამარწმუნა. ალბათ, ის ასე იმიტომ მოიქცა, რომ ადრევე იცოდა, თვითონაც “პსჟ”-ში გადმოვიდოდა,” – განაცხადა ალვეშმა.
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი, ნეიმარი და სხვა რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ზაფხულში გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის ნაკრებში არ გამოიძახა.
სამხრეთამერიკელები უახლოეს მომავალში არგენტინისა და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. ამ მატჩებში ნეიმარის გარდა, გუნდს მარსელო, დანიელ ალვეში, მირანდა და მარკინიოსი არ დაეხმარებიან. არ იქნება რობერტო ფირმინოც, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ამ ვარსკვლავების გამოუძახებლობის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ტიტეს აზრით, მათ ზაფხულძე ხანგრძლივი დასვენება სჭირდებათ. უმეტესობა მათგანს 2013 წლის შემდეგ ზაფხულზე, ფაქტობრივად, ნორმალურად არ დაუსვენია.
სამაგიეროდ, შანსი მიეცემა “კორინთიანსის” ნახევარმცველს, როდრიგიონიოს, “მონაკოს” ცენტრალურ მცველს, ჟემერსონს, “შახტარის” მოთამაშეს, ტაისონს. ასევე, გუნდს დაუბრუნდნენ დავიდ ლუისი და გაბრიელ ჟესუსი.
ბრაზილიელები არგენტინას 9 ივნისს ავსტრალიაში, ხოლო მასპინძელ ნაკრებს ამ მატჩიდან ოთხი დღის შემდეგ დაუპირისპირდებიან.
სატრანსფერო ფანჯრუს პერიოდი, თუმცა ჩინური კლუბები ჯერ მაინც არ ჩერდებიან და ევროპიდან ფეხბურთელების წაყვანას განაგრძობენ.
Sky Sports-ი იტყობინება, რომ “შანხაი” ტურინის “იუვენტუსის” მარჯვენა მცველის, დანიელ ალვეშის შეძენით ინტერესდება. ჩინური სუპერ ლიგის გუნდი ბრაზილიელ ფეხბურთელს კვირაში 160 000 ფუნტს სთავაზობს. თანხა, რომლის გადახდასაც “შანხაი” ალვეშში აპირებს, არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსამდე” ალვეში “სევილიასა” და “ბარსელონაში” ირიცხებოდა. “ბებერ ქალბატონში” კი იგი, მხოლოდ და მხოლოდ, გასულ ზაფხულს გადმოვიდა.
დღეს “იუვენტუსის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ავსტრალიაში წინასასეზონო ჩემპიონატზე – ” ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” იასპარეზებენ. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ჩამონათვალში არ არიან ბუფონი, ბონუჩი, პოგბა და ახალი შენაძენი, დანიელ ალვეში.
საბოლოო სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: აუდერო, დელ ფავერო, ნეტო, ლორია.
მცველები: ალექს სანდრო, ბენატია, ბლანკო, ლიროლა, რუგანი, სევერინი, კოჩოლა, პაროდი.
ნახევარმცველები: ასამოა, ერნანეში, კასტანოსი, ლემინა, მაჩეკი, მარონე, პერეირა, პიანიჩი, ვიტალე.
თავდამსხმელები: დიბალა, ჩერი, პადოვანი, როსეტი.
28 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მატჩის დაწყებამდე, “ბარსელონას” ფეხბურთელების – პიკეს, მესისა და სუარესი შვილები ყურადღების ცენტრში იყვნენ.
23 ნოემბერს, “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა ჩემპიონთა ლიგაზე, “რომასთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვის დასმა სცადა, მაგრამ როგორც კი ალვეშმა გაიგო, რომ ის “მარკას” ჟურნალისტი იყო, პასუხის გაცემა იუარა.
შეგახსენებთ, რომ “მარკა” მადრიდული გამოცემაა.
Dani Alves: "I don't talk to Marca or AS (Madrid newspapers), I'll save you time from asking me questions." pic.twitter.com/Ybf4geA4TV
— The Catalan Giant (@TheCatalanGiant) November 23, 2015
აეროპორტში მყოფ დანი ალვეშს ერთ-ერთმა ჟურნალისტამ მისი “პარ სენ-ჟერმენში” გადასვლასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, ბრაზილიელმა კი ჟურნალისტს სიმღერით უპასუხა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი. განვლილ ხუთ ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა.
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ის ათი ფეხბურთელი, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი გააკეთეს.
10. ფაბიან ფრეი (“ბაზელი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 266
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 86%
9.ლიონელ მესი (“ბარსელონა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 272
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 86%
8. მაქსველი (“პარი სენ-ჟერმენი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 286
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 92%
7. ნემანია მატიჩი (“ჩელსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 299
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%
6. მეჰდი ბენატია (“რომა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 317
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 91%
5. ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 332
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 87%
4. სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 349
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%
3. დანი ალვეში (“ბარსელონა”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 355
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 89%
2. ტონი კროოსი (“რეალი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 361
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 95%
1. ჩაბი ალონსო (“ბაიერნი”)
ზუსტი პასების რაოდენობა – 433
ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი – 91%
კატალონიური დერბის მსვლელობის დროს “ესპანიოლის” ფანები დანი ალვეშის და ნეიმარის მიმართ შეურაწმყოფელ ფრაზებს ყვიროდნენ. გულშემატკივრები ფეხბურთელებს მაიმუნებს ადარებდნენ. ამასთან ერთად ტრიბუნებიდან მოედანზე ბანანიც ისროლეს.
დღეს გამართული “ესპანიოლის” და “ბარსელონას” დაპირისპირება ხერარდო მარტინოს გუნდის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.