ბუქარესტის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელით დაინტერესდა

უკრაინული ვებ-გვერდი footballtransfer.com.ua იუწყება, რომ ბუქარესტის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” ახალგაზრდა მცველით ვალერი ბონდარენკოთი დაინტერესდა.

20 წლის უკრაინელი ფეხბურთელი “ტორპედოში” სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა, იქამდე კი ის კიევის “არსენალის” ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა.

ბონდარენკომ ქუთაისური კლუბის მაისურით საქართველოს ჩემპიონატში ცხრა მატჩი ჩაატარა. 16 სექტემბერს, “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მან 88-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა და რევაზ ძოძუაშვილის გუნდს სამი ქულა მოუპოვა.

რაც შეეხება ბუქარესტის “დინამოს”, რუმინეთის ჩემპიონატში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ, ეს გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს.

გიორგი ჭანტურიამ ბუქარესტის “დინამოს” გაუტანა (ვიდეო)

18 ოქტომბერს, რუმინეთის ჩემპიონატში “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე ბუქარესტის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიშიტ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია, რომელმაც მე-20 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა.

ბუქარესტის “დინამოს” ფეხბურთელმა მეტოქეს გასაოცარი გოლი გაუტანა

30 მარტს, რუმინეთის ჩემპიონატში პეტროლულმა საკუთარ მოედანზე ბუქარესტის “დინამო” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა.