25 სექტემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, ჯაბა კანკავას “რეიმსმა” საკუთარ მოედანზე “ლილი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი გამორჩეული იყო და მატჩის საუეკთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.
კანკავას თამაშით კმაყოფილები იყვნენ ფრანგი გულშემატკივრებიც, რომლებიც სოციალურ ქსელებში 29 წლის ფეხბურთელს აქებენ.
“კანკავა – მონსტრი!!!”
“სუპერ კანკავა!!!”
“ცუდია, რომ კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში აქამდე არ გადმოვიდა. ნამდვილი პიტბულია.”
“იმედი მაქვს, კანკავა ასეთ დონეზე გააგრძელებს თამაშს, რადგან დღეს ის ძალიან ძლიერი იყო.”
“ბრავო, ტრაორეს, კანკავასა და პლასიდს, რომლებმაც შესანიშანვი მატჩი ჩაატარეს.”
“პლასიდმა, კანკავამ და ტრაორემ კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ ჩვენ მთელ გუნდს უნდა მივულოცოთ. ბრავო!”
“ოქროს ბურთი კანკავას”