კამერუნი — ხორვატია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კამერუნისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბალკანელთა თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 24 გადაცემა და კარში 4-ჯერ დაარტყა.

 

მანჯუკიჩი რეალში?

“ბაიერნის” ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი “რეალის” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

მადრიდული კლუბის ფორვარდი ალვარო მორატა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად კლუბის გამოცვლას აპირებს.

ამის ფონზე “რეალი” ახალი შემტევის ძიებით არის დაკავებული, რომელიც კარიმ ბენზემას გაუწევს კონკურენციას.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავარი პრეტენდენტი სწორედ მანჯუკიჩია, რომელსაც “ბაიერნიდან” სურს წასვლა.

გასულ სეზონში 28 წლის ხორვატმა მიუნხენელთა შემადგენლობაში 26 გოლის გატანა მოახერხა.

გალათასარაის მანჯუკიჩის გადაბირება სურს

“ბაიერნის” ფორვარდი მარიო მაჯუკიჩი სტამბოლი “გალათარასაის” ინტერესთა სფეროში მოხვდა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თურქული კლუბის შეტევის გაძლიერებას აპირებს. პრიორიტეტული სწროედ 28 წლის მარიო მანჯუკიჩის გადაბირებაა.

არის ალბათობა, რომ ტრასნფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე განხორციელდება, რასაც ფეხბურთელის აგენტიც ადასტურებს.

ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში მანჯუკიჩმა 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლის გატანა მოახერხა.

“ბაიერნში” სჯერათ, რომ მანჯუკიჩი კლუბს არ დატოვებს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვნაელობა და სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ მარიო მანჯუკიჩი მომდევნო სეზონში დაიცავს ბავარიული კლუბის ღირსებას.

ამის შესახებ განცხადება კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკეთა.

“ბოლო დროს მანჯუკიჩთან რეგულარული კონტაქტი მაქვს. ჩვენც და ფეხბურთელიც არსებული თანამშრომლობით კმაყოფილები ვართ და არაფრის შეცვლა არ გვინდა. მისი კონტრაქტი 2016 წლამდეა გათვლილი” – განაცხადა რუმენიგემ.