ბრენდან როჯერსმა ბენტეკეს დამატების მიზეზი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა „ასტონ ვილას“ თავდამსხმელის კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა.

„გასაგებია, რომ მეტი უნდა გავიტანოთ. რამდენიმე წლის წინ ამ მხვრივ სიტუაცია უნდა გამოგვესწორებინა, ამიტომაც სუარესი შევიძინეთ, რამაც შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, ამ ზაფხულში იგივე მდგომარეობაა.

დაცვასა და თავდასხმას შორის ბალანსი უნდა გავაუმჯობესოთ, ფეხბურთელებმა თავი ორივე პოზიციაზე უნდა გამოიჩინონ“, – განაცხადა როჯერსმა.

ცნობისთვის, ბენტეკემ მერსესაიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმება მიმდინარე კვირას უნდა გაიაროს. მისი ტრანსფერი 32,5 მილიონ ფუნტს შეადგენს.

 

ბენტეკე “მანჩესტერში” გადადის

“ასტონ ვილას” ბომბარდირი ოფიციალურ გარიგებას “მანჩესტერ იუნაიტედთან” მომავალ კვირაში მოახდენს.

ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 24 წლის შემტევი “ლივერპულს” სურდა, თუმცა მერსისაიდელები ბელგიელში მოთხოვნილ 32 მილიონს არ გადიახდიან.

ახლა კი, ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “წითელმა ეშმაკებმა” მოაგვარეს ტრანსფერის საკითხი. ბირმინგემელები 32 მილიონს მიიღებენ.

ბენტეკე სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის.

ახალგაზრდა წინახაზელმა პრემიერ ლიგაში 3 სეზონი ითამაშა და 42 გოლი გაიტანა.

მინოლე ბენტეკეს „ლივერპულში“ იწვევს

„ლივერპულისა“ და ბელგიის ნაკრების მეკარე სიმონ მინოლე მერსესაიდულ კლუბში „ასტილ ვილას“ თავდამსხმელ კრისტიან ბენტეკეს იწვევს.

მინოლეს აზრით, ბენტეკე კიდევ ერთ ბელგიელთან დივოკ ორიგისთან ერთად კარგი თავდასხმის დუეტს ჩამოაყალიბებდა.

„ბენტეკეს „ლივეპრულთან“ დაკავშირებულ ჭორებზე გავესაურები. კარგი იქნებოდა, თუ ჩვენს შემადგენლობაში სამი ბელგიელი ითამაშებდა“, – თვლის გოლკიპერი.

 

“ასტონ ვილა” 42 მილიონს ითხოვს

Goal.com-ის ცნობით, ზაფხულსი სატრანსფერო ფანჯრის დროს “ასტონ ვილა” კრისტიან ბენტეკეს სანაცვლოდ მსურველ კლუბებს 42 მილიონ ევროს მოსთხოვს.

ცნობილია, რომ “ვილას” მთავარ მწვრთნელს, ტიმ შერვუდს კრისტიანის გაშვება არ სურს, მაგრამ ვითარება შესაძლოა ბირმინგემელების პრემიერლიგიდან გავარდნის შემთხვევაში შეიცვალოს.

მოთამაშის გადაბირების ყველაზე კარგი შანსი ამ ეტაპზე “ლივერპყლს” აქვს. თუმცა, ვითარებას “მანჩესტერ იუნაიტედის” და “ტოტენჰემის” წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბენტეკემა 25 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.

 

ბენტეკე: “არ ვიცი, ვიქნები თუ არა “ატონ ვილაში” მომდევნო სეზონიდან”

“ასტონ ვილას” თავდამსხმელი, კრისტიან ბენტეკე ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს გუნდს.

ხანგრძლივი ტრავმის მოშუშების შემდეგ, ბელგიელმა დაიწყო გოლების გატანა. ტიმ შერვუდის გუნდის ბოლო ხუთ მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.

“ასტონ ვილა? – არ ვიცი. პირველ რიგში ვფიქრობ გუნდის წარმატებაზე. დასრულდეს სეზონი, დავისვენებ და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ,”-განაცხადა ბენტეკემ.

24 წლის თავდამსხმელს ბირმინგემელებთან კონტრაქტის ვადა ორ წელში უსრულდება.

ბენტეკე მუნდიალს გამოტოვებს

“ასტონ ვილას” ბელგიელი ფორვარდი კრისტიან ბენტეკე მძიმედ დაშავდა, რის გამოც მოედანზე 6 თვე ვერ გავა.

ბენტეკემ ბირმინგემული კლუბის გუშინდელ ვარჯშიზე მიიღო ტრავმა და ახალ საოპერაციოა.

“ეს მძიმე დარტყმაა კლუბისთვის და პირადად კრისტიანისთვის. სამწუხაროდ ის სეზონის დარჩენილ ნაწილს და მუნდიალსაც გამოტოვებს. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო სეზონში ბენტეკე უფრძო ძლიერი დაგვიბრუნდება” – განაცხადა “ასტონ ვილას” მთავარმა მწვრთნელმა პოლ ლამბერტმა.