10 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი “ლივერპულის” ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა Football Daily-მ “ლივერპულის” ისტორიაში ათი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი დაასახელა.

კეროლს ოპერაცია ჩაუტარდა

„ვესტ ჰემის“ ფორვარდს ენდი კეროლს ტრავმირებული მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, ენდიმ 11 თებერვალს „საუთჰემპტონთან“ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კეროლი თამაშს სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს.

რა დღეში აქვს მუხლი ენდი კეროლს ოპერაციის შემდეგ? [+18] – ფოტო

“ვესტ ჰემის” თავდამსხმელმა, ენდი კეროლმა ოპერაციის შემდეგ მისი მუხლის ფოტო გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “საუთჰემპტონთან” მატჩში(0-0) ენდიმ 55-ე წუთზე ფეხის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო, რომელმაც ინგლისელს რამდენიმე დღის წინ მიღებული ტრავმის რეციდივი მოუხდინა.

“ჩაქუჩთა” წინახაზელს ოპერაცია გაუკეთდა, ხოლო მან სახლში გადაღებული მუხლის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

any

carrol

caroll

DAILY

კეროლი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

“ვესტ ჰემის” ფორვარდის, ენდი კეროლის, ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მოთამშეს მუხლზე ოპერაცია დასჭირდება, რის გამოც ინგლისის ნაკრების შემტევი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.

კეროლმა მარცხენა მუხლი “საუთჰემპტონთან” შეხვედრაში დაიზიანა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში შემტევმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.

კეროლი: „ბრენდან როჯერსს პატივს აღარ ვცემ“

„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელმა ენდი კეროლმა „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელთან ბრენდან როჯერსთან შექმნილი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

„როჯერსთან ბევრი რამ მომსვლია. იგი ერთს მეუბნებოდა, თუმცა მეორეს აკეთებდა. შეხვდრის დროს მეუბნებოდა, რომ სუარესთან ვითამაშებდი, თუმცა შემდგომ მირეკავდა და „ვესტ ჰემის“ მხრიდან ინტერესის შესახებ მეყვებოდა. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ განმეორებულა. მისსადმი პატივისცემა დავკარგე.

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ – „ჰართსთან“ ევროპის ლიგის მატჩის წინ როჯერსმა მითხრა, რომ ძირითად შემადგენლობაში პირველი წუთიდან ვითამაშებდი. მეორე დღეს კი გადაიფიქრა, რაც ჩემი ტრავმით ახსნა, თუმცა მე მას ვუთხარი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი. შედეგად, შეხვედრის განაცხადშიც კი ვერ მოვხვდი.

როჯერსი ასე სხვა ფეხბურთელებსაც ექცეოდა, რომლებიც ახლა „ლივერპულში“ აღარ თამაშობენ“, – ციტირებს კეროლს „Times“-ი.

კეროლს “ლივერპულის” ჩემპიონობა სურს

“ვესტ ჰემის” ფორვარდი ენდი კეროლი იმედოვნებს, რომ “მანჩსტერ სიტის” კარში გოლის გატანას მოახერხებს და თავის ყოფილ კლუბს, “ლივერპულს” დაეხმარება.

პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში “სიტის” ჩემპიონობის მოსაპოვებლად ერთი ქულაც ჰყოფნის.

“იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატს “ლივერპული” მოიგებს. ამისთვის თავს არ დავზოგავ და ყველაფერს გავაკეთებ “ეტიჰადზე” გოლის გასატანად.

ლივერპულში ბევრი მეგობარი დამრჩა. იქ ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.

პირველ რიგში პრემიერლიგის მოგებას სტივენ ჯერარდი იმსახურებს” – განაცხადა ენდი კეროლმა.

როჯერსი: „კეროლს ჩვენთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვს“

„ვესტ ჰემთან“ მატჩის წინ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ენდი კეროლის „ვესტ ჰემში“ გაშვების მიზეზებზე ისაუბრა.

„ენდი იმიტომ არ გავუშვით, რომ ჩვენი გუნდის დონეს არ შეესაბამებოდა. ამას თავიდანვე ვამბობ.

იგი მეორე სართულზე ჩინებულად თამაშობს. მას „ლივერპულისთვის“ დასამტკიცებელი არაფერი აქვს.

ვფიქრობ, თავისი მანრით იგი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

კეროლს სათამაშო დრო სჭირდებოდა. როდესაც იგი ფორმაშია, ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ხდება.

მან იცი, რომ ძლიერი ფეხბურთელია. „ვესტ ჰემმა“ მის სანაცვლოდ სერიოზული თანხა გადაიხადა და ენდის ნიჭი დააფასა“, – განაცხადა როჯერსმა.

ალექსანდრე მატევოსოვი