“მანჩესტერ იუნაიტედი” “რეალის” ახალ წინადადებას ელის

The Guardian-ის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მადრიდის “რეალისგან” დავიდ დე ხეას ტრანსფერის თაობაზე ახალ წინადადებას ელიან.

როგორც იცით, “რეალი” ორ წელზე მეტია, რაც ესპანელი მეკარის ტრანსფერზე მუშაობს. 2015 წლის ზაფხულში კი ძალიან ცოტა დააკლდათ შეთანხმების მიღწევამდე.

“წითელ ეშმაკთა” მთვარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კატეგორიული წინააღმდეგია დე ხეას გაყიდვის და მას თავის სამომავლო გეგმებშიც ხედავს, რაც ძალიან კარგად იციან “ბლანკოსის” უფროსებმა, მაგრამ ფარ-ხრმალის დაყრას მაინც არ აპირებენ.

გეტყვით იმასაც, რომ დე ხეას მანჩესტერულ გრანდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს. “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” კი ერთად, ლოს-ანჯელესში ემზადებიან ახალი სეზონისთვის (ერთ ბაზაზე ვარჯიშობენ).

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “რეალის” 60-მილიონიანი წინადადება უარყო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა მადრიდის “რეალის” 60-მილიონიანი წინადადება უარყვეს.

როგორც იცით, მადრიდის “რეალი” უკვე მესამე წელია, რაც 26 წლის ესპანელი მეკარის გადაბირებას ცდილობს, თუმცა ამაოდ. “მანჩესტერელები” ყველაფერს აკეთებენ მის შესანარჩუნებლად.

მიუხედავად იმისა, რომ მეკარისთვის შეთავაზებულ რეკორდულ წინადადებაზე უარი მიიღეს, The Sun-ის ცნობით, “სამეფო კლუბი” ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას ამზადებს.

რაც შეეხება თავად მეკარის პოზიციას, ინგლისური პრესის ცნობით, დე ხეა კლუბის დატოვების იდეა უფრო მოსწონს, ვიდრე ჟოზე მოურინიოს გუნდში დარჩენის.

დე ხეა ალვარო მორატას სანაცვლოდ?

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა Marca საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ალვარო მორატას ტრანსფერი ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა მადრიდულ გრანდს ალვარო მორატას სანაცვლოდ დავიდ დე ხეა გადასცეს.

როგორც იცით, მორატას ტრანსფერით “წითელ ეშმაკებთან” ერთად “მილანისა” და “ჩელსის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულნი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მორატასთან ერთად ინგლისელები 25 მილიონსაც ითხოვენ (75-ის ნაცვლად) დე ხეას ტრანსფერისთვის.

დე ხეას გამოსასყიდ თანხას 60 მილიონი ევრო შეადგენს

ესპანური გავლენიანი ტაბლოიდის, Marca-ს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და დავიდ დე ხეას შორის არსებულ კონტრაქტში არსებული პუნქტის თანახმად, კლუბი, რომელიც დე ხეას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის მის გადაბირებას შეძლებს.

როგორც იცით, 26 წლის მეკარემ “ოლდ ტრაფორდის” ბინადრებთან კონტრაქტი 2015 წლის სექტემბერში გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტი მას “ეშმაკებთან” 2019 წლამდე აკავშირებს.

ინგლისში გავრცელებული ჭორების თანახმად კი, ის ამდენ ხანს ინგლისში გაჩერებას არ აპირებს. მისი გადაბირებით კი კვლავ არის დაინტერესებული მადრიდის “რეალი”, რომელსაც ფეხბურთლის დამატება მომავალი წლის ზამთრამდე აკრძალული აქვს.

დე ხეა: “იბრაჰიმოვიჩი? გუნდს ისე შეეწყო, თითქოს აქ რამოდენიმე წელია, რაც თამაშობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ, დავიდ დე ხეამ პრესასთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თაობაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ მან უკვე მოახდინა დიდი გავლენა მთლიანად გუნდზე.

“ძალიან კარგია, რომ ზლატანი უკვე ჩვენთან ერთად არის, ჩვენთან ერთად ვარჯიშობს.

მალევე შეგიძლია დაასკვნა, რომ ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია, ის დიდებულია, ძალიან დიდი ფეხბურთელი უზარმაზარი გამოცდილებით. რა თქმა უნდა, ის ტოპ-თავდამსხმელია.

იბრაჰიმოვიჩი გუნდს ისე შეეწყო, თითქოს უკვე რამოდენიმე წელია, რაც ჩვენთან ერთად არის. იგივეს თქმა შეიძლება ჩვენს სხვა ახალწვეულებზეც.”

პეტრ ჩეხმა პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი მოიპოვა

პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი, რომელსაც იმ მეკარეს აძლევენ, რომელიც ერთი სეზონის მანძილზე ყველაზე მეტჯერ მოახერხებს კარის მშრალად შენახვა, ამჯერად “არსენალის” მეკარის, პეტრ ჩეხის თაროზე დაიდებს ბინას.

“მეთოფეთა” კარის დარაჯი ამ პრიზის მოგებას ქრის სმოლინგს უნდა უმადლოდეს, რომელმაც “ბორნმუთთან” მატჩში საკუთარ კარში მოახერხა გოლის გატანა (3-1), რითიც აღნიშნული ტიტულისთვის ბრძოლაში ჩეხს დე ხეა ჩამოაცილა.

დე ხეამ 2015/16 წლების სეზონში 15-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ისევე რგოროც “მანჩესტერ სიტის” მეკარემ, ჯო ჰარტმა და “მელიების” მეკარემ კასპერ შმეიხელმა. ჩეხმა კი მათზე ერთით მეტჯერ – 16-ჯერ.

კანისარესი: “ესპანეთის ნომერ პირველი მეკარე დე ხეა უნდა იყოს”

“ვალენსიას” ყოფილი კიპერი, სანტიაგო კანისარესი აცხადებს, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი მეკარე დავიდ დე ხეა უნდა იყოს.

“ესპანეთის ნაკრების ნომერ პირველი მეკარე დავიდ დე ხეა უნდა იყოს, რადგან ამჟამად ის იკერზე კარგ ფორმაში იმყოფება. ევროპის ჩემპიონატზე კასილასს სათადარიგოთა რიგებში ყოფნის გამო არ წავიყვანდი, მაგრამ ნათელია, რომ დე ხეა ნომერ პირველი უნდა იყოს”, – თქვა კანისარესმა.

შეგახსენებთ, რომ “ვალენსიასა” და “რეალის” ყოფილ კარის დარაჯს “ფურია როხას” მაისურით 46 მატჩი აქვს ჩატარებული.

ვან გაალი: “დე ხეას ბევრი რამ არ გაუკეთებია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა “ლივერპულთა” მოგებული შეხვედრის შემდეგ დავიდ დე ხეაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებმა “ლივერპული” “ენფილდზე’ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს, დე ხეამ კი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა.

“მისი თამაშით მოხარული ვარ, მარამ ვერ ვიტყვი, რომ მან ბევრი რამ გააკეთა. დე ხეამ ის ბურთები მოიგერია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოეგერიებინა”, – აღნიშნა ჰოლანდიელმა,

მსოფლიოს ექვსი საუკეთესო მეკარე

თანამედროვე ფეხბურთში ხშირად მიდის კამათი იმაზე, თუ რომელი მეკარეა მსოფლიოში საუკეთესო. აზრები სხვადასხვანაირად იყოფა. ჩვენ კი წარმოგიდგენთ დღეისათვის მსოფლიოს ექვს საუკეთესო მეკარეს.

6. კეილორ ნავასი

<> at Estadio Anoeta on August 31, 2014 in San Sebastian, Spain.
<> at Estadio Anoeta on August 31, 2014 in San Sebastian, Spain.

კოსტა რიკელმა კარის დარაჯმა სახელი ”ლევანტეში” თამაშით გაითქვა. საშუალოზე დაბალი დონის პრიმერა დივიზიონის კლუბის კარში საიმედო მეკარე იდგა. 29 წლის ნავასმა განსაკუთრებულად კარგად თავი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოაჩინა, რის შემდეგაც მადრიდის ”რეალში” გადაბაგრდა. ”სამეფო კლუბის” რიგებში თავდაპირველად იგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მიმდინადრე სეზონის დასაწყისში იკერ კასილასის წასვლის შემდეგ ბერნაბეუს ბინადართა ძირითად მეკარედ იქცა. კოსტა რიკელი ზაფხულში ”მანჩესტერში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კურიოზული ფაქტის გამო იგი კვლავ ”რეალში” დარჩა.

5. პეტრ ჩეხი

5

33 წლის კარის დარაჯი დიდი ხნის განმავლობაში ”ჩელსის” ძირითადი მეკარე იყო, თუმცა გუნდში ტიბო კურტუას მოსვლის შემდეგ მისთვის ყველაფერი ცუდად წავიდა. ჩეხმა გოლკიპერმა ერთი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი ლონდონის ”არსენალში” გადაბარგდა. არსენ ვენგერმა მას ”მეთოფეთა” კარის დაცვა ანდო და შედეგმაც არ დააყოვნა. ”არსენალი” პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. ჩეხი კი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედაა მიჩნეული.

4. ჯანლუიჯი ბუფონი

4

37 წლის იტალიელი მეკარე ბევრის აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ბუფონი, რომელმაც ”იუვენტუსს” უერთგულა და კალჩოპოლის სკანდალის დროს სერბია ბ-შიც გაყვა, გუნდის ნამდვილი ლეგენდაა. მას ”ბებერი ქალბატონის” რიგებში არაერთი ტიტული აქვს მოგებული. ჯიჯი იტალიის ნაკრებში კვლავ ასპარეზობს და ”სკუადრა აძურას” კარს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დაიცავს.

3. ტიბო კურტუა

Thibaut Courtois

”გენკში” აღმოჩენილი ტალანტი ”ჩელსიმ” 2011 წელს შეიძინა და მადრიდის ”ატლეტიკოში” გაანათხოვრა. კურტუამ ”როხიბლანკოს” რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. მან ყოფილ კლუბში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, სადაც მადრიდის ”რეალთან” დამარცხდა. ”ჩელსიში” იგი ჟოზე მოურინიომ დააბრუნა და ძირითადი მეკარის სტატუსი მიანიჭა. 23 წლის ბელგიელი საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების კარსაც იცავს.

2. დავიდ დე ხეა

”მანჩესტერში” კურიოზულად დარჩენილმა დე ხეამ თავი ”ატლეტიკოში” თამაშით გაითქვა, რის შემდეგადაც ”წითელი ეშმაკების” რიგებში გადაბარგდა. სერ ალექს ფერგიუსონმა იგი ძირითად მეკარედ აქცია და ედვინ ვან დერ საარის წასვლის შემდეგ ”ოლდ ტრაფორდის” ბინადრებს მისი ღირსეული შემცვლელიც გამოუჩნდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი 25 წლის ესპანელი მადრიდის ”რეალში” თითქმის გადასული იყო, თუმცა კურიოზული ფაქტის გამო იგი ”მანჩესტერში” დარჩა.

1. მანუელ ნოიერი

ÍÏÉÅÑ  ÏËÕÌÐÉÁÊÏÓ - ÌÐÁÃÅÑÍ (ÔÓÁÌÐÉÏÍÓ ËÉÃÊ 2015-2016)  NEUER  OLYMPIAKOS - BAYERN (CHAMPIONS LEAGUE 2015-2016)

გელზერკირხენის ”შალკეს” აღზრდილი ნოიერი თანამედროვე გერმანულ ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია. ლევან კობიაშვილის ყოფილი თანაგუნდელი 2011 წელს მიუნხენის ”ბაიერნში” გადაბარგდა და მას შემდეგ ძირითადი მეკარის სტატუსს არ კარგავს. ნოიერს ”რეკორდმაისტერის” რიგებში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის კი გამოსარჩევი ჩემპიონთა ლიგაა. 29 წლის კარის დარაჯი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარეცაა. 2014 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალიც მოიპოვა.

დავიდ დე ხეამ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სეივი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეამ თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეივი დაასახელა.

“ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო სეივი ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გავაკეთე, როცა ხუან მატას საჯარიმო არ გავატანინე”, – ციტირებს დე ხეას სიტყვებბს Goal.com.

via GIPHY

დე ხეა: “სქოულზი პასებს ყველაზე კარგად აკეთებდა”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა დავიდ დე ხეამ დაასახელა თანაგუნდელი, რომელიც პასებს ყველზე კარგად აკეთებს.

დე ხეას რჩეული პოლ სქოულზი აღმოჩნდა, ვისთან ერთადაც მას რამდენიმე წელი უთამაშია.

cats

ფაბრეგასმა დე ხეას ხელი ვერ დაინახა (ვიდეო)

5 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სლოვაკეთი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის 67-ე წუთზე, ესპანელთა თავკაცმა სესკ ფაბრეგასი მოედნიდან გაიყვანა.

When David De Gea gets left hanging for the second time this week.

Posted by Troll Football on Saturday, 5 September 2015