მარკო როისი ფორმაშია – გოლი და საგოლე პასი “აუგსბურგის” წინააღმდეგ

29 აგვისტოს, გერმანიის ბუნდესლიგაში “აუგსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში მარკო როისმა მეტოქის კარში მე-11 წუთზე გოლის გატანა შეძლო, შემდეგ კი, მე-14 წუთზე საგოლე პასიც გააკეთა.

როისის და ლევანდოვსკის სახალისო ხელის ჩამორთმევა

15 აპრილს, გერმანიის თასზე, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 მიიღო. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს მარკო როისმა და რობერტ ლევანდოვსკიმ.

ლევანდოვსკი “გლადბახთან” ითამაშებს

“ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი 25-ე ტურის მატჩში მონაწილეობას მიღებას შესძლებს. დორტმუნდელები “გლადბახს” დაუპირისპირდებიან. პოლონელმა ფორვარდმა, რომელიც ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზეა, გასული ტურის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

თუმცა, “ბორუსია” დანაკლისს მაინც ვერ ასცვა. კლოპის განცხადებით, დორტუმუნდელებს როისი ვერ დაეხმარება.

როისი და ბენდერი შესაძლოა მოედანს შემდეგ ტურში დაბრუნდნენ

“ბორუასიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სვენ ბენდერის და მარკო როისის გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელები მომდევნო ტურში “აინტრახტთან” გასამართ მატჩისთვის მწყობრში ივყენენ.

“რა თქმა უნდა არ გავრისკავთ, მაგრამ ბიჭების გაჩერებაც არ გვინდა. თუ ისინი ექიმებთან ერთად გადაწყვეტენ, რომ მზად არინ, მე მათ მოედანზე გავიყვან” – განაცხადა კლოპმა.

ბალოტელი, როისი და ფაბრეგასი ერთმანეთს სახალისო შეჯიბრში შეეჯიბრნენ

მარიო ბალოტელი, მარკო როისი და სესკ ფაბრეგასი ბარსელონაში, “პუმას” ახალი ბუცის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ.

როისი: “დარწმუნებული ვარ, მეორე ადგილზე გასვლა შეგვიძლია”

დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევი ნახევარმცველი, მარკო როისი აცხადებს, რომ იურგენ კლოპის შეგირდებს, მიმდინარე სეზონში, გერმანიის ბუნდესლიგაშ მეორე ადგილის დაკავება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელები, 32 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ “ლევერკუზენს” ხუთი ქულით ჩამორჩებიან.

“ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილის დაკავებას შევძლებთ”, – ამბობს როისი.

მარკო როისმა გვერდითა არბიტრი წააქცია

14 დეკემბერს, გერმანიის ჩემპიონატში, “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა. დორტმუნდელთა ფეხბურთელმა, მარკო როისმა გცე