პირველი ლიგის მატჩი “საბურთალოსა” და “ბახმაროს” შორის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. სტუმრება მინიმალური სხვაობით, 1:2 გაიმარჯვეს. “ბახმარომ” დებიუტშივე აქტიურად დაიწყო და დიდიას ლამაზი გოლით დაწინაურდა.
ამის შემდეგ “საბურთალომ”, რომელსაც ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, თამაში გამოასწროა და პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა.
მეორე ნახევარში გუნდებმა ტემპს უმატეს და შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივიც გამოდგა. ერთ-ერთ ეპიზოდში “ბახმაროელი” მაჭავარიანის დარტყმული ლაზარე კუპატაძემ მოიგერია. ამ უკანასკნელმა კიდევ რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისიანები გაშვებულ გოლს, თუმცა მანამდე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – ბარამიძის საჯარიმოში წაქცევისთვის სტუმრები დაისაჯნენ. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ირაკლი ბიძინაშვილმა გამოიყენა 1:1. ამის შემდეგ “საბურთალოს” რამდენიმე სახითაფო მომენტი შეექმნა, თუმცა მასპინძლებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, რის გამო დაისაჯნენ კიდეც. სტუმრები ტუხაშვილმა კიდევ ერთხელ დააწინაურა.
ბოლო წუთებში “საბურთალო” შტურმზე გადავიდა, სახიფათო მომენტებიც შექმა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
საბურთალო 1-2 ბახმარო
საბურთალო: კუპატაძე, ბეროშვილი, კაკიაშვილი, ხორხელი (წივილაშვილი 70), ნადარაია, თვარაძე (ბლიაძე 82), სტეფნიაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაბრაძე, ბიძინაშვილი, რუხაძე (ბარამიძე (46), გოცირიძე.
ბახმარო: ძაძამია, ლოლუა, ჯანგიძე, შათირიშვილი, პატრიკი, გიორგაძე (შონია 67), მამუდოვი (ცენტერაძე 88), ბერიშვილი, მაჭავარიანი (ჩაჩუა 90), დიდია (ნაკაშიძე 86), ტუხაშვილი.
გოლები: 0:1 დიდია (14), 1:1 ბიძინაშვილი (62, პენ), 1:2 ტუხაშვილი (66).
მთავარი არბიტრი: ჯენერი ხორავა.
22-ე ტური. 16 აპრილი:
ლოკომოტივი – დინამო (ბთ) 2:1
სამგურალი – ბეთლემი 5:2
ს.ტ.უ. – მაჭახელა 2:5
კოლხეთი (ხ) – სასკო 2:2
დილა-2 – სამტრედია 1:3