“საბურთალოს” 19 წლამდელთა გუნდს გიორგი ჭელიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ორი წლის წინ სწორედ ხსენებულ გუნდს ავარჯიშებდა. ამ ინფორმაციას დედაქალაქელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ბოლოს გიორგი ქობულეთის “შუქურას” წვრთნიდა, მანამდე კი დედაქალაქური “შევარდენის” მთავარი მწვრთნელი იყო.

ჭელიძე გუნდის გაწვრთნას ხვალიდან შეუდგება.