ჭანტურიას პირველი სასტარტო

რუმინეთში გადასვლის შემდეგ გიორგი ჭანტურია “კლუჟის” ძირითადში პირველად მოხვდა. ქართველის გუნდმა საკუთარ მოედანზე “პეტროლულთან” ფრედ, 1:1 ითამაშა. ჭანტურიამ მოედანზე 67 წუთი დაჰყო.

პორტუგალიური პრიმეირას 26-ე ტურში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” “ბელენენსეშს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ებრალიძემ შეხვედრა ძირითადში დაიწყო და მოედანზე 56-ე წუთი გაატარა.

პოლონეთის უმაღლესი ლიგის 29-ე ტურის მატჩში ვარშავის “ლეგიამ” “ზავიშჩას” 3:0 აჯობა. სამწუხაროდ, ლადო დვალიშვილი 18 კაციან განაცხადშიც კი ვერ მოხვდა. ისევე როგორც ლევან კობიაშვილი, რომლის “ჰერტამ” საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმთან” 1:1 ითამაშა.

ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ჰოლანდიის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა “ვიტესსა” და “აიაქსს” შორის. არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ვაკო ყაზაიშივლი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.