ანტონიო ვალენსიას ბრწყინვალე ქამ-ბექი ოქტომბრის თვეში მიღებული ტრავმის შემდეგ, შეუმჩნეველი არ დარჩენილა “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგთათვის, რომლებმაც ვალენსია ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთლად დაასახელეს.
ეკვადორელმა ფეხბურთელმა “წითელ ეშმაკთა” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში პირველი ადგილი ხმების 39 პროცენტით დაიკავა და 7 პროცენტით გაუსწრო მაიკლ კერიკს. ზლატანი კი გულშემატკივართა 29 პროცენტმა დაასახელა საუკეთესოდ.
რაც შეეხება უშუალოდ გუნდის ასპარეზობას ნოემბრის თვეში, ამ პერიოდის მანძილზე ჟოზეს გუნდმა 6 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა.
ვალენსიას ანგარიშზე კი ორი საგოლე გადაცემაა დაფიქსირებული – ერთი მათგანი ჯესი ლინგარდმა გამოიყენა “ფეიენოორდთან” მატჩში, მეორე კი ანტონი მარსიალმა “ვესტ ჰემთან” მატჩში.