ვალენსიას შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ ანტონიო ვალენსიას, რომელმაც “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:0) ტერფის ტრავმა მიიღო, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. ამის შესახებ კომენტარი “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გააკეთა.

“ვალენსიას ტრავმა აქვს. მას შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს, თუმცა უნდა მოვიცადოთ მანამ, სანამ ზუსტი ინფორმაცია გვექნება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს L’ Equipe-ი.

ამ ტრავმის გამო ანტონიო ვალენსია ეკვადორის ნაკრებს უახლოეს ორ მატჩში ვერ დაეხმარება.