ნუკრი რევიშვილმა 2015 წელი მშრალი მატჩით დაასრულა

რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში, რომელიც 2015 წელს ბოლოა, სარანსკის „მორდოვიამ“ გროზნოს „ტერეკს“ უმასპინძლა. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ ნუკრი რევიშვილმა სარანსკელთა კარი მშრალად შეინახა – შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

ამრიგად, „მორდოვიამ“ 14 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით კვლავ ბოლოსწინა ადგილზე რჩება.

ჩემპიონატს „მორდოვია“ 2016 წლის პირველ მარტს უფასთან საშინაო შეხვედრით განაახლებს.

რევიშვილმა მოსკოვის „დინამოსგან“ გაუშვა

რუსეთს პრემეირლიგის მე-16 ტურში სარანსკის „მორდოვიამ“, რომლის კარს ნუკრი რევიშვილი იცავს, მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლა და ანგარიშთ 1:1 დაუზავდა.

33-ე წუთზე საქართველოს ნაკრების გოლკიპერის კარი ალექსანდრ ტაშაევმა დაამწუხრა. სარანსკელებმა წონასწორობის აღდგენა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეძლეს, გოლი ფრანგმა თავდამსხმელმა დემიენ დე ტალეკმა გაიტანა.

ამრიგად, „მორდოვიამ“ 13 ქულა დააგროვა და ამჟამად კვლავ ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში რევიშვილის გუნდი „ურალს“ ეწვევა.

კობახიძე „მორდოვიაში“ ითამაშებს

ქართველი მცველი მამუკა კობახიძე 2015/16 წლების სეზონში სარანსკის „მორდოვიაში“ ითამაშებს. როგორც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი წერს, სარანსკელებმა 22 წლის მოთამაშე განაცხადში უკვე შეიყვანეს.

ცნობისთვის, კობახიძის სატრანსფერო უფლებები ყაზანის „რუბინს“ ეკუთვნის.

რუსეთის ჩემპიონატის გასული სეზონის გათამაშებაში მამუკამ „რუბინის“ მაისურით ოთხი შეხვედრა ჩაატარა.

საქართველოში კობახიძეს „ზესტაფონისა“ და გორის „დილას“ შემადგენლობაში უთამაშია.

Kobakhidze

რევიშვილმა „ურალისგან“ გაუშვა

რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში სარანსკის „მორდოვიამ“, რომლის კარს ქართველი ნუკრი რევიშვილი იცავს, ეკატერენბურგის „ურალს“ უმასპინძლა.

აღნიშნულ შეხვედრაში რევიშვილმა ერთი გოლი გაუშვა. 41-ე წუთზე ქართველი მეკარის კარი სტუმართა თავდამსხმელმა ედგარ მანუჩარიანმა აიღო. ანგარიშის გათანაბრება სარანსკელებმა მხოლოდ 90-ე წუთზე მოახერხეს – თავისი გუნდი წაგებას ევგენი ლუცენკომ გადაარჩინა.

ამჟამად, სამი მატჩის შემდეგ, „მოდოვიას“ 2 ფრე და 1 მარცხი აქვს. შემდეგ ტურში რევიშვილი თავისი გუნდის კარს გროზნოში დაიცავს, სადაც მისი გუნდი ადგილობრივ „ტერეკს“ შეხვდება.

ნუკრი რევიშვილი: “სამარცხვინო გოლი გავუშვი” (ვიდეო)

ქართველმა კიპერმა ნუკრი რევიშვილა სარანსკის “მორდოვიაში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა. რუსეთის პრემიერლიგის 1-ელ ტურში გუნდი მოსკოვის “ლოკომოტივთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. რევიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა და შეხვედრის 73-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმაც მოიგერია, თუმცა “მორდოვიას” კარში გაშვებული გოლი დიდწილად მისი უხეში შეცდომის შედეგად გავიდა.

— ნუკრი, როგორ შეაფასებდით ახალ გუნდში საფებიუტო მატჩს?
— პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია. საერთო ჯამში, გუნდმა კარგად ითამაშა, გატანაც შეგვეძლო, თუმცა გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. სამწუხაროა პირველ მატჩში დამარცხება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომდევნო შეხვედრებში სასურველ შედეგს მივაღწევთ.

— გოლის ეპიზოდში ყველას მოეჩვენა, რომ ბურთი კარს ცდებოდა. რიკოშეტი იყო?
— დიახ. სამარცხვინო გოლი გავუშვი.

— დამნაშავედ საკუთარ თავს მიიჩნევთ?
— რა თქმა უნდა.

— პენალტის ეპიზოდში დარტყმა გამოიცანით თუ რეაგირება მოასწარით?
— რა თქმა უნდა, გამოვიცანი. დარტყმაზე რეაგირება ძალზედ რთულია.

აქვე გთავაზობთ “მორდოვიასა” და “ლოკომოტივს” შორის გამართული მატჩის ვიდეომიმოხილვას.

ნუკრი რევიშვილმა მაიკონს პენალტი არ გაატანინა (ვიდეო)

19 ივლისს, რუსეთი პრემიერ ლიგის პირველ ტურში, “მორდოვიამ” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ლოკომოტივი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

“მორდოვიას” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მეკარე ნუკრი რევიშვილი. 28 წლის კარის დარაჯმა შეხვედრის 73-ე წუთზე, მაიკონის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ჯანო ანანიძე „მორდოვიაში“ გადავა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მიმდინარე სეზონს სარანსკის „მორდოვიას“ შემადგენლობაში გააგრძელებს.

მასთან ერთად „მორდოვიაში“ მისი თანაგუნდელი პაველ იაკოვლევიც გაბარგდება. ორივე ფეხბურთელის იჯარას კლუბები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაადასტურებენ. როგორც ცნობილია, კომპენსაციის სახით, „სპარტაკმა“ 150 ათასი ევრო უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანოს იჯარით სხვა კლუბში აქამდეც უთამაშია – გასულ სეზონში 22 წლის მოთამაშე „როსტოვში“ გამოდიოდა.

ალექსანდრ კერჟაკოვმა “მორდოვიას” შესანიშნავი გოლი გაუტანა

რუსეთის ჩემპიონატში, “ზენიტსა” და “მორდოვიას” შორის გამართულ მატჩში ალექსანდრ კერჟაკოვმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

აკაკი ხუბუტიას კლუბის ბაზას ძლიერი ხანძარი გაუჩნდა

გუშინ აკაკი ხუბუტიას კლუბის ბაზას ძლიერი ხანძარი გაუჩნდა. სარანსკის „მორდოვიას“ ბაზაზე გაჩენილი ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ შავი კვამლი რამდენიმე კილომეტრეის მოშორებითაც მოჩანდა. საბოლოოდ, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა მოახერხეს.

„მორდოვიას“ დირექტორმა ვლადიმირ ბიბიკოვმა ინციდენტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„საერთო ბაზის დაახლოებით 20 პროცენტი დაიწვა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელები სააბაზანოში იყვნენ.

ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. საბედნიეროდ, ინციდენტის შედეგად დაშავებულები არ გვყავს.

ფეხბურთელთა საცხოვრებელი ოთახები გადარჩა, ამიტომ საწვრთნელი პროცესი ამავე ბაზაზე გაგრძელდება“, – ბიბიკოვის სიტყვებს „იტარ-ტასი“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი