ჭანტურიას “ურალმა” ლორიას “ანჟი” დაამარცხა.

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-13 ტურის შეხვედრა გაიმართა, ერთმანეთს გიორგი ჭანტურიასა და გიორგი ლორიას გუნდები დაუპირისპირდნენ.

ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. გიორგი ლორიამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ “ანჟის” შემადგენლობაში 90 წუთი ჩაატა, მაგრამ სამწუხაროდ ორი გოლი გაუშვა და მისი გუნდი დამარცხდა. რაც შეეხება ჭანტურიას ის 53-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ შეხვედრა 2-1 დასრულდა.

ამ მომენტისათვის “ანჟი” ბოლო ადგილზეა, ჭანტურიას “ურალი” კი, 19 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

ჭანტურიას მორიგი გოლი რუსეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში გიორგი ჭანტურიას “ურალი” საკუთარ მოედანზე “ტოსნოს” უპირისპირდება.

გიორგი ჭანტურიამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ანგარიშიც სწორედ მან გახსნა – შეხვედრის მე-5 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი თავდამსხმელისათვის ეს გოლი რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში რიგით მესამეა.

“ურალისა” და “უფას” ფრე – ჭანტურიას ჩაწოდების შემდეგ ტაბიძემ ავტოგოლი გაიტანა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მესამე ტურმა აიღო სტარტი.

ეკატერინბურგში “ურალი” “უფას” დაუხვდა. პირველ მათგანში ქართველი ლეგიონერი, გიორგი ჭანტურია თამაშობს. იგი მოედანზე 74-ე წუთზე დიმიტროვის ნაცვლად შემოვიდა. ხოლო, სტუმარ კლუბში ასევე ჩვენი თანამემამულე, ჯიმი ტაბიძე გამოდის. 55-ე ნომერმა შეუცვლელად იასპარეზა.

დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. ამის გაკეთება “უფას” მოთამაშემ, სილვესტერ იგბუნმა მოახერხა. მეორე ნახევარში, 88-ე წუთზე ჭანტურიას ჩაწოდების შემდეგ ბალაჟიჩ ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას – მისი დარტყმული ტაბიძეს მოხვდა და გოლი ისე გავიდა.

საბოლოოდ, 1-1.

“ურალი” ოთხი ქულით მეხუთეზეა, ხოლო “უფა” ასევე ოთხი ქულით მეექვსეზე.

ჭანტურიამ დაბრუნებიდან ათ წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა (ვიდეო)

ახლახან დასრულდა რუსეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურის ეგიდით “ურალსა” და მოსკოვის “ლოკომოტივს” შორის გამართული მატჩი, რომლის მთავარი გმირიც ეკატერინბურგელთა ქართველი ლეგიონერი, გიორგი ჭანტურია გახდა.

როგორც იცით, “ბარსელონასა” და “დუისბურგის” ყოფილმა შემტევმა, ჭანტურიამ ზამთარში საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და მოედანს სწორედ დღეს დაუბრუნდა.

ჭანტურია მოედანზე მატჩის 79-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო. მისი შემოსვლა მაშინვე დაეტყო თამაშსს, ათი წუთის შემდეგ კი ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძე რუსული “ურალის” ფეხბურთელია

ჯიმი ტაბიძე კარიერას რუსულ “ურალში” გააგრძელებს. ამის შესახებ აღნიშნული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

“ურალი” სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს კვიპროსში გადის. 20 წლის ქართველი მცველი, გუნდთან ერთად, სინჯებზე იმყოფებოდა. ტაბიძემ ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუსებმა “უფისა” და “ზენიტ-2”-ის წინააღმდეგ გამართეს. საბოლოოდ, კლუბის ხელმძღვანელობამ ჯიმის გამოსვლა დადებითად შეაფასა და მასთან კონტრაქტი გაფორმა. ხელშეკრულების ხანგრძლივობა უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი უკანახაზელის პროფელიონალური კარიერა 17 წლის ასაკში “საბურთალოში” დაიწყო. მან პირვველ სეზონში 18, ხოლო მეორეში 19 შეხვედრა ჩაატარა. იგი “ლივერპულსა” და “რეალშიც” იყო სინჯებზე. ხოლო, 2015 წელს ბელგიურ “გენტში” გადავიდა და მის მეორე გუნდში ასპარეზობდა. ტაბიძეს ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში აქვს ნათამაშები. ხოლო, ვლადიმერ ვაისმა უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩებშ გამოიძახა.

გიორგი ჭანტურია 6 თვე იუქმებს

გასულ უქმეებზე რუსეთის პრემიერ ლიგის მე-15 ტურში მოსკოვის “ლოკომოტივი” “ურალს” დაუპირისპირდა და მასთან ქულები გაიყო.

სტუმართა რიგებში ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ჭანტურიამ ძირითადიდან დაიწყო შეხვედრა. თუმცა, მან მეორე ტაიმში, ერთ-ერთ ორთაბრძოლაში ტრავმა მიიღო და 58-ე წუთზე სერჩენკოვმა შეცვალა.

“ურალის” ოფიციალური გვერდის ცნობით, გიორგიმ მუხლის მყესები დაიზიანა, რის გამოც იგი დაახლოებით 6 თვის მანძილზე ვეღარ შეძლებს საყვარელი საქმის კეთებას.

აქედან გამომდინარე, ჭანტურია 24 მარტს საქართველოს ნაკრებს სერბეთის წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

“კრასნოდარმა” “ურალს” დამაჯერებლად სძლია – ოქრიაშვილს არ უთამაშია, ჭანტურიამ შეუცვლელად იასპარეზა

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “კრასნოდარმა” “ურალი” საკუთარ მოედანზე მიიღო. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში ანგარიში არ გახნსილა.

მეორე ნახევარში, 66-ე წუთზე გაზინსკიმ “კრასნოდარი” დააწინაურა. ზუსტად 5 წუთში სმოლოვმა ორამდე გაზარდა ანგარიში. ხოლო, 77-ე წუთზე ჟოაზინიომ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში – 3:0 დააფიქსირა.

მასპინძელთა ქართველ ლეგიონერს, თორნიკე ოქრიაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება გიორგი ჭანტურაის, მან “ურალის” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

ამ მატჩის შემდეგ “კრასნოდარი” 21 ქულით მე-6 ადგილზეა. ხოლო, ჭანტურიას კლუბს კი 10 ქულა აქვს და მე-13 პოზიციას იკავებს.

ლეგიონი: გიორგი ჭანტუარიას საგოლე პასი რუსეთში (ვიდეო)

ახლახან დასრულდა რუსული პრემიერ ლიგის მე-9 ტურის გახსნითი მატჩი, რომელშიც გიორგი ჭანტურიას “ურალი” მის უშუალო კონკურენტს, “ტომსკს” დაუპირისპირდა.

24-ე წუთზე მატჩში მასპინძლები დაწინაურდნენ პუგანის გოლით, თუმცა 45-ე წუთზე ფონტანელომ გიორგი ჭანტურიას პასი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ. 1:1 დასრულა, ჭანტურია კი დამატებულ წუთებზე შეცვალეს.

გიორგი ჭანტურიას ფინტი “ურალში” ჩატარებულ სადებიუტო მატჩში (ვიდეო)

31 ივლისს, რუსეთის პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში, “ურალის” რიგებში ქართველი შემტევის, გიორგი ჭანტურიას დებიუტი შედგა. “ურალის” მეტოქე “უფა” გახლდათ, რომელმაც მარცხი იწვნია, ანგარიშით 2:0.

“დუისბურგის” ყოფილი ფეხბურთელი მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. მართალია, “ურალის” ლეგიონერმა მოკლე დროში გოლის გატანა, ან საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ მოახერხა, მაგრამ მან გულშემატკივარს თავი ამ მშვენიერი ფინტით დაამახსოვრა.

კვერკველია: „ურალთან“ მატჩში გაგვიჭირდება“

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ მცველმა სოლომონ კვერკველიამ „ურალთან“ რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

„დარწმუნებული ვარ, „ურალთან“ მატჩში გაგვიჭირდება, თანაც ბოლო ტურში ამ გუდნმა „კრასნოდარს“ მოუგო. ამიტომაც, გვესმის, რომ კარგად უნდა მოვემზადოთ. სახლში ვთამაშობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოვიგოთ. იმედია, გულშემატკივრები ამაში დამეხმარებიან. ფეხბუთელისთვის გულშემატკივართა მხარდაჭერა და სავსე ტრიბუნები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ძალიან გვეხმარებიან. ამის კარგი მაგალითი „ლოკომოტივთან“ მატჩია, რომელშიც კარგი ფეხბურთი გაჩვენეთ. „ურალთან“ ბოლომდე ბრძოლას შევეცდებით“, – განაცხხადა კვერკველიამ.

რევიშვილმა „ურალისგან“ გაუშვა

რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში სარანსკის „მორდოვიამ“, რომლის კარს ქართველი ნუკრი რევიშვილი იცავს, ეკატერენბურგის „ურალს“ უმასპინძლა.

აღნიშნულ შეხვედრაში რევიშვილმა ერთი გოლი გაუშვა. 41-ე წუთზე ქართველი მეკარის კარი სტუმართა თავდამსხმელმა ედგარ მანუჩარიანმა აიღო. ანგარიშის გათანაბრება სარანსკელებმა მხოლოდ 90-ე წუთზე მოახერხეს – თავისი გუნდი წაგებას ევგენი ლუცენკომ გადაარჩინა.

ამჟამად, სამი მატჩის შემდეგ, „მოდოვიას“ 2 ფრე და 1 მარცხი აქვს. შემდეგ ტურში რევიშვილი თავისი გუნდის კარს გროზნოში დაიცავს, სადაც მისი გუნდი ადგილობრივ „ტერეკს“ შეხვდება.

ჩისამბა ლუნგუ გულშემატკივარს დაეხმარა

ზუგდიდის “ბაიას” ყოფილი ფორვარდი ჩისამბა ლუნგუ, რომელიც ამჟამად ეკატერინბურგის “ურალის” ღირსებას იცავს, თავისი გუნდის გულშემატკივარს ფინანსურად დაეხმარა. საქმე იმაშია, რომ “ურალს” გასვლითი თამაში ქონდა მოსკოვის “დინამოსთან”, ხოლო ერთ-ერთ გულშემატკივარს, რომელიც ეკატერინბურგიდან სპეციალურად ჩავიდა მოსკოვში თავისი გუნდის მხარდასაჭერად, უკან დასაბრუნებელი ფული აღარ დარჩა. როგორც თვიმხილველები ამბობენ, აფრიკელს არც უკითხავს საჭირო თანხის ოდენბოა და ისე გადასცა ფანს რამოდენიმე კუპიურა.

შეგახსენებთ, რომ ზიმბაბველ ლეგიონერს ერთი შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.