ფიფამ აფრიკული ფეხბურთის ხელმძღვანელი საქმიანობას 5 წლით ჩამოაშორა

ფიფამ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტ აჰმად აჰმადის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. დამოუკიდებელი კომიტეტის სასამართლო პალატამ აფრიკული ფეხბურთის ხელმძღვანელი კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 60 წლის ჩინოსანი ნებისმიერ საფეხბურთო საქმიანობას ხუთი წლის ვადით ჩამოაშორა. გარდა ამისა, აჰმედ აჰმედს ჯარიმის სახით 200 ათასი შვეიცარიული ფრანკის გადახდა დაეკისრა.

ცნობისათვის, აჰმედ აჰმედი აფრიკული ფეხბურთის მმართველ ორგანოს სამწელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის ფიფას ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებსაც ასრულებდა.

“სამტრედიამ” გაბონის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

სამტრედიას რიგებს ახალი ლეგიონერი შეემატა, ანრი ნდონგი სამტრედიას დღეს ეწვია.

24 წლის მცველი გაბონის ეროვნული ნაკრების წევრია, სამტრედიაში კი საფეხბურთო კლუბ “სუდუვადან” გადმოვიდა. იგი მანამდა “ოსერში” გამოდიოდა. საგულისხმოა, რომ ქალაქ ბითამში დაბადებული მოთამაშე 2012 წლიდან 2016 წლამდე ირიცხებოდა ფრანგულ კლუბში. იგი 2014/2015 წლების სეზონში საფრანგეთის თასის ფინალშიც კი გავიდა, სადაც “პსჟ”-სთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ნდონგის სანაკრებო კარიერა 2012 წელს დაიწყო. იგი ამჟამად რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.

 გაბონელი “სამტრედიას” ვარჯიშებში აქტიურად ჩაებმება, უშუალოდ მატჩებზე ასპარეზობას კი საერთაშორისო ტრანსფერის დადასტურების შემდეგ შეძლებს.

კარიკატურა: აფრიკის თასის გამარჯვებული კამერუნი გახდა (ფოტო)

გუშინ აფრიკის თასის ფინალში კამერუნმა, ანგარიშთ, 2-1 დაამარცხა ეგვიპტის ეროვნული ნაკრები.

ომარ მომანიმ ამასთან დაკავშირებით კარიკატურა შემოგვთავაზა.

 

ენერ ვალენსიამ, პოლიციისგან გასაქცევად, თავი მოიკატუნა, რომ ტრავმა მიიღო (ვიდეო)

გუშინ რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ეკვადორის ნაკრები ჩილეს დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

მატჩის გამორჩეული მომენტი იყო, როცა მეორე ტაიმში ეკვადორელმა ფეხბურთელმა, ენერ ვალენსიამ თავი მოიკატუნა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა; მოედანზე დაწვა და საკაცით გაყვანა მოითხოვა.

რეალურად, საქმე იმაში იყო, რომ ვალენსიას გაქცევა უნდოდა პოლიცილებისგან, რომლებიც მის დასაკავებლად იყვნენ სტადიონზე. ვალენსიას ბრალად ედება მისი ხუთი წლის გოოგნას ალიმენტის გადაუხდელობა (17 000 დოლარის ოდენობით).

საბოოლოდ, ენერს ნება დართეს, გასახდელში მოწესრიგებულიყო და ისე ჩაბარებოდა პოლიციას.

6 აფრიკელ ფეხბურთელი, რომლებიც თავიანთ კონტინენტს ეხმარებიან

მაიკლ ესიენი

ლონდონის “ჩელსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად, ქველმოქმედების მიზნით, მატჩებს ხშირად მართავს, შემოსული თანხით კი აფრიკელებს ეხმარება.

სამუელ ეტოო

კამერუნელი ფეხბურთელის ფონდი ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში სამედიცინო დაწესებულებებს პრეპარატებით ეხმარება. ასევე, ის ბავშვებს განათლების მიღებისა და სპორტში ჩართვის საშუალებას აძლევს.

დიდიე დროგბა

კოტდიუვარელმა ფეხბურთელმა თავის სამშობლოში ხუთი საავადმყოფო ააშენა.

ნვანკო კანუ

გულზე გადატანილი პრობლემების შემდეგ, კანუმ ნიგერიაში ფონდი შექმნა, რომელიც გულით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. ამ დროისათვის, ფონდის დახმარებით 415 ოპერაცია ჩატარდა, ხოლო მათგან წარმატებით 98.5 პროცენტი დასრულდა.

სალომონ კალუ

კალუმ თავის სამშობლოში ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

ემანუელ ადებაიორი

ტოგოელმა თავდამსხმელმა თავის სამშობლოში გაკეთებული ბევრი კარგი საქმის გარდა, სუფთა წყლის წარმოება დაიწყო, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს.

ინგლისის პრემიერ ლიგის აფრიკელებისა და აზიელების სიმბოლური ნაკრები

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე აფრიკელებისა და აზიელებისაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

მეკარე – მარკ შვარცერი (“ლესტერი” / ავსტრალია)

mark-schwarzer-16-9-lc7256-001280-2186269

ცენტრალური მცველი – კოლო ტურე (“ლივერპული” / კოტდიუვარი)

Kolo-Toure-Liverpool-2013_2989135

ცენტრალური მცველი – მაია იოშიდა (“საუთჰემპტონი” / იაპონია)

76849

მარჯვენა მცველი – აჰმედ ელმოჰამადი (“ჰალ სიტი” / ეგვიპტე)

ahmed-elmohamady-hull-city-chelsea-premier-league_3001568

მარცხენა მცველი – იუნ სუკ-იანგი (“ქუინს პარკ რეინჯერსი” / სამხრეთ კორეა)

maxresdefault

ცენტრალური ნახევარმცველი – მილე ედინაკი (“კრისტალ პალასი” / ავსტრალია)

_63269263_milejedinakgetty

ცენტრალური ნახევარმცველი – კი სუნგ იანგი (“სუონსი” / სამხრეთ კორეა)

ki sung

ცენტრალური ნახევარმცველი – ალექს სონგი (“ვესტ ჰემი” / კამერუნი)

Alex-Song-512854

შემტევი ნახევარმცველი – იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი” / კორდიუვარი)

Yaya+Toure+Manchester+City+v+Sheffield+Wednesday+UE9Q_8_7UElx

თავდამსხმელი – სადიო მანე (“საუთჰემტონი” / სენეგალი)

Premier-League-3pm-Kick-offs

უილფრიდ ბონი (“მანჩესტერ სიტი” / კოტდიუვარი)

article-2892918-2459EDFB00000578-748_636x382

აფრიკის 2012 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელს გაშიშვლება აიძულეს

აფრიკის 2012 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელ ხენოვევა ანიონმას, რომელიც ეკვატორული გვინეის ნაკრებში თამაშობს, აიძულეს, დამეტკიცებინა, რომ მამაკაცი არ არის. აფრიკის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებმა მას გაშიშვლება მოსთხოვეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ანიონმა ნამდვილად მდედრობითი სქესისაა.

“გაშიშვლება მთხოვეს. ყველაფერი გავიხადე. ეს ძალზედ შეურაცხმყოფელი იყო”, – ციტირებს ანიონმას სიტყვებს BBC.

როგორც ჩანს, ეკვატორული გვინეის ნაკრების კარგი თამაში აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციაში ისე გაუკვირდათ, რომ გუნდის ლიდერს ასეთი რამ მოსთხოვეს.

შარშან ირანში ანალოგიურ თემასთან დაკავშირებით დიდი სკანდალი იყო აგორებული. ირანის ქალთა ნაკრების ოთხი წევრი სინამდვილეში მამრობითი სქესისა აღმოჩნდა, რომლებსაც სქესის შეცვლის ოპერაცია ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდათ.

 

განელმა ფეხბურთელმა ტოგოს გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

19 ნოემბერს, განისა და ტოგოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართლ მატჩში ვაკასო მუბარაქმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

მაროკომ აფრიკის თასის მასპინძლობაზე უარი განაცხადა

მაროკოს ხელისუფლება ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ ფეხბურთში აფრიკის ერთა თასის მასპინძლობაზე უარი განაცხადა.

ტურნირი 2015 წლის 17 იანვარს უნდა დაწყებულიყო.

მაროკოს უარის მიზეზი “შავ კონტინენტზე” გავრცელებული ებოლას ეპიდემია გახდა. ქვეყნის ხელისუფლება ვირუსის გავრცელებას უფრთხის.

მაროკოელები ტურნირის 2016 წლამდე გადავადების ინიციატივით გამოვიდნენ, თუმცა ეს შეთავაზება შესაბამისმა ორგანომ უარით გაისტუმრა.

11 ნოემბერს, კაიროში აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის სხდომა გაიმართება და გაირკვევა, თუ სად ჩატარდება 2015 წელს ტურნირი.

 

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში გამგზავრებაზე უარს აცხადებს

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ბრაზილიაში გაფრენაზე უარს აცხადებენ.

კამერუნელ ფეხბურთელებს იმედი ჰქონდათ, რომ მუნდიალზე მოხვედრისთვის მათ გაცილებით მაღალ პრემიას მისცემდნენ, ვიდრე რასაც ახლა სთავაზობენ.

ნაკრები ამ დრომდე კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში იმყოფება და ჯერ კიდევ უცნობია, როდის გაემგზავრება ბრაზილიაში, ან საერთოდ გაემგზავრება თუ არა. შეგახსენებთ, რომ კამერუნის ნაკრებს ტურნირის პირველი შეხვედრა დამდეგ პარასკევს უწევს.

ცნობისათვის, ანალოგიური სიტუაცია კამერუნის ნაკრებს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჰქონდა. საბოლოოდ, მაშინ კამერუნელები ტურნირზე გაემგზავრნენ, თუმცა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლეს.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-18 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთვრამეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა;
გვ. 3 — ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები;
გვ. 4-6 — სუპერმენი მანჩესტერიდან;
გვ. 6 — კვირის  ახალი ამბები;
გვ. 7-8 — კვირის კარიკატურები

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

11 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-17 ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო
გვ. 3 — ცხოვრება ოთხ ფერში
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 7-8 — ლევან კობიაშვილი: „ჩემს თავს ქართულ ფეხბურთში ვხედავ“ (ინტერვიუ)

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

4 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი