სამუელ ეტო’ო თურქ გულშემატკივარს 100 000 ევროზე დაენიძლავა

თურქული “ანტალიასპორის” ვარსკვლავმა, სამუელ ეტო’ომ კლუბის ერთ-ერთ გულშემატკივართან ძალზედ საინტერესო სანაძლეო “დადო”, რომლის თანახმადაც ეტო’ომ ფანს 100 000 ევრო უნდა გადაუხადოს, მისი გუნდი სეზონს ათეულში თუ არ დაამთავრებს.

საქმე იმაშია, რომ თურქული გუნდი ახალ სეზონს საშინელ ფორმაში შეხვდა. “ანტალიასპორმა” პირველი 7 მატჩიდან მხოლოდ 3 ქულის მოპოვება მოახერხა, ისიც 3 ფრედ დასრულებული მატჩის წყალობით. მათი მომდევნო მეტოქე კი “ბეშიქთაში”, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.

როდესაც აუტსაიდერ “რიზესპორთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ თურქული გუნდის ფანმა, მეჰმედ აქდენიზმა ეტო’ოს კლუბის ცუდ ფორმაზე შესჩივლა, სამუელმა განაცხადა: “სეზონის ბოლოს ათეულში ვიქნებით. ასე თუ არ იქნა, 100 000 ევროს მოგცემ, დამიჯერე.”

სამუელ ეტოოს საგოლე გადაცემა თურქეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

21 ნოემბერს, თურქეთის ჩემპიონატში “გალათასარაიმ” საკუთარ მოედანზე “ანთალიასპორი” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა.

მატჩის 93-ე წუთზე, “ანთალიასპორის” ვეტერანმა ფეხბურთელმა სამუელ ეტოომ საოცარი საგოლე გადაცემა გააკეთა.

9 შემთხვევა, როცა თანაგუნდელებმა ერთმანეთთან პენალტის გამო იჩხუბეს

მარიო ბალოტელი – სამუელ ეტოო

მარიო ბალოტელი – ჯორდან ჰენდერსონი

დავიდე ლანძაფამე – მარტინესი

ფრენკ ლამპარდი – პაოლო დი კანიო

რობერტ ლევანდოვსკი – ჰენრიხ მხითარიანი

სტივენ შუმახერი – გაილ კოუკი

ფრანჩესკო ტოტი – პაბლო ოსვალდო

კრიშტიანო რონალდუ – ჩაბი ალონსო

ჯონათან დე გუზმანი – ნათან დაიერი

6 აფრიკელ ფეხბურთელი, რომლებიც თავიანთ კონტინენტს ეხმარებიან

მაიკლ ესიენი

ლონდონის “ჩელსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად, ქველმოქმედების მიზნით, მატჩებს ხშირად მართავს, შემოსული თანხით კი აფრიკელებს ეხმარება.

სამუელ ეტოო

კამერუნელი ფეხბურთელის ფონდი ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში სამედიცინო დაწესებულებებს პრეპარატებით ეხმარება. ასევე, ის ბავშვებს განათლების მიღებისა და სპორტში ჩართვის საშუალებას აძლევს.

დიდიე დროგბა

კოტდიუვარელმა ფეხბურთელმა თავის სამშობლოში ხუთი საავადმყოფო ააშენა.

ნვანკო კანუ

გულზე გადატანილი პრობლემების შემდეგ, კანუმ ნიგერიაში ფონდი შექმნა, რომელიც გულით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. ამ დროისათვის, ფონდის დახმარებით 415 ოპერაცია ჩატარდა, ხოლო მათგან წარმატებით 98.5 პროცენტი დასრულდა.

სალომონ კალუ

კალუმ თავის სამშობლოში ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

ემანუელ ადებაიორი

ტოგოელმა თავდამსხმელმა თავის სამშობლოში გაკეთებული ბევრი კარგი საქმის გარდა, სუფთა წყლის წარმოება დაიწყო, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს.

რონალდინიო და ეტო’ო კვლავ ერთად?

“ბარსელონას” ყოფილი შემტევები, სამუელ ეტო’ო და რონალდინიო, შესაძოა, კვალვ თანაგუნდელები გახდნენ.

გეციდონებათ, რომ თურქულ “ანთალიასპორში” კამერუნელი შემტევის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქულ კლუბში გადასვლას რონადლინიოც უახლოვდება.

თუმცა, ბრაზილიელი იმასაც ამბობს, რომ მას კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტია და თურქული შემოთავაზებაც ერთ-ერთი მათგანია.

შეგახსენებთ, რომ ეტო’ომ “სამპდორია” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რონალდინიო კი მექსიკური “კერეტაროდან” წამოვიდა.

ეტო’ო ანთალიაში ჩავიდა (სურათი)

„სამპოდორიას“ თავდასხმელის სამუელ ეტო’ოს „ანთალიასპორში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჩვენმა საიტმა დღეს უკვე გიამბოთ.

როგორც გაირკვა, კამერუნელი ფორვარდი ანთალიაში უკვე ჩავიდა, რითაც თურქულ კლუბს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუხლოვდა. სავარაუდოდ, მხარეები კონტრაქტს უახლოეს დროში გააფორმებენ. შესაძლო შეთანხმების დეტალები ამჟამად არ ხმაურდება.

Etoo

სამუელ ეტოომ “სამპდორიას” მაისურით გატანილი პირველი გოლი ორიგინალურად აღნიშნა (ვიდეო)

7 მარტს, იტალიის სერია A-ში “სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე “კალიარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი სამუელ ეტოომ გაიტანა, რომელმაც სიხარული ორიგინალურად გამოხატა.

სამუელ ეტოომ “კალიარის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

7 მარტს, იტალიის სერია A-ში, “სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე “კალიარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის 72-ე წუთზე, სამუელ ეტოომ საბოლოო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ კამერუნელმა თავდამსხმელმა “სამპდორიას” მაისურით პირველი გოლის გატანა მოახერხა.

იანვრის 10 ყველაზე გამორჩეული ტრანსფერი იტალიაში

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს იტალიური საფეხბურთო კლუბები ფინანსურ კრიზისში იმყოფებიან, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იტალიაში რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი მაინც განხორციელდა.

10. სამუელ ეტოო (“ევერტონიდან” “სამპდორიაში”)

10

9. მატია დესტრო (“რომადან” “მილანში”)

Mattia+Destro+AC+Milan+v+Parma+FC+Serie+6EwIrTnVfetx

8. ალბერტო ჯილარდინო (“გუანჟოუდან” “ფიორენტინაში”)

ალესანდრო დიამანტი (“გუანჟოუდან” “ფიორენტინაში”)

8

7. ვიქტორ იბარბო (“კალიარიდან” “რომაში”)

image_content_22685383_20150203172621

6. ალესიო ჩერჩი (“ატლეტიკოდან” “მილანში”)

6

5. ლუკაშ პოდოლსკი (“არსენალიდან” “ინტერში”)

Inter Milan's Podolski controls the ball during their Italian Serie A soccer match against Sassuolo in Reggio Emilia

4. მანოლო გაბიადიდნი (“სამპდორიადან” “ნაპოლიში”)

4

3. ჩერდან შაქირი (“ბაიერნიდან” “ინტერში”)

Xherdan+Shaqiri+FC+Internazionale+Milano+v+3LXHwM8thIfx

2. სეიდუ დუმბია (ცსკა-დან “რომაში”)

download

1. ხუან კუადრადო (“ფიორენტინადან” “ჩელსიში”)

rue5d058ac759

5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონას” არ უნდა გაეყიდა

კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობაში ბევრ გამორჩეულ ფეხბურთელს უთამაშია, თუმცა არაერთხელ გვინახავს, რომ ამ კლუბის ხელმძღვანებლობას ეს ფეხბურთელები სხვა გუნდში გაუშვია.

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ დაასახელა ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონას” არ უნდა გაეყიდა.

რონალდო

ronaldo-bclona

სესკ ფაბრეგასი

Fabregas_2618771b

ალექსის სანჩესი

171

იაია ტურე

87189085

სამუელ ეტოო

Barcelona striker Samuel Eto'o celebrates after scoring the winning goal-br---br- © Reuters

TOP 10: ყველაზე მდიდარი ფეხბურთელები მსოფლიოში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი დაასახელა.

*თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. ტიერი ანრი – 47 მილიონი

resize

9. ჯანლუიჯი ბუფონი – 52 მილიონი

resize (1)

8. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 57 მილიონი

resize (2)

7. რონალდინიო – 64 მილიონი

resize (3)

6. ნეიმარი – 66 მილიონი

resize (4)

5. კაკა – 67.5 მილიონი

resize (5)

4. უეინ რუნი – 69 მილიონი

resize (6)

3. სამუელ ეტოო – 70 მილიონი

resize (7)

2. ლიონელ მესი – 120.5 მილიონი

resize (8)

1. კრიშტიანო რონალდუ – 122 მილიონი

resize (9)

სამუელ ეტოო და სტივენ პიენაარი სახალისო საახალწლო რეკლამაში (ვიდეო)

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ჯერ არ მოსულა, “ევერტონის” ფეხბურთელები – სამუელ ეტოო და სტივენ პიენაარი სახალისო რეკლამაში გადაიღეს.