კარიკატურა: ლეგენდების დაბადების დღეები

გუშინ რონალდინიოს, ლოთა მათეუსისა და რონალდ კუმანის დაბადების დღეები იყო. ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურებს გვთავაზობს.

 

რონალდინიო: “ჰარი კეინი ის ფეხბურთელია, რომლისთვისაც ყოველი კლუბის კარი ღიაა”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდინიომ ლონდონის “ტოტენჰემის” სუპერვარსკვლავზე ისაუბრა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია, რაც მადრიდის “რეალში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

“საკმაოდ დიდი ხანია, რაც კეინი უმაღლეს დონეზე თამაშობს – თუმცა ეჭვიც არავის ეპარება, რომ მიმდინარე სეზონში ის სრულიად ახალ დონეზე იმყოფება.

ახლა კეინი ისეთი ფეხბურთელი გახდა, რომლის გადაბირებაზეც ვერცერთი კლუბი ვერ იტყვის უარს. ჩემი აზრით, მისთვის ევროპის ნებისმიერი კლუბის კარი ღიაა.

“ბარსელონა”, “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ძლიერია გუნდი. ყველას სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კეინია. თუ ეს გუნდები მისი შეძენის შანსს ჩაიგდებენ ხელში, მის ადგილს ნამდვილად იპოვიან გუნდში.

უკვე დამტკიცდა, რომ რამდენიმე წამყვან კლუბს სულაც არ აინტერესებს ფასები და შეუძლიათ ნებისმიერი ოდენობის თანხა გაიღონ,” – აცხადებს რონალდინიო.

რონალდინიო პოლიტიკაში მიდის

ბრაზილიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიო პოლიტიკურ კარიერას იწყებს. O Globo-ს ცნობით, ლეგენდარული ფეხბურთელი პატრიოტთა პარტიის წევრი გახდა და სენატში მოხვედრის სურვილს გამოთქვამს.

გაუჩო პრეზიდენტობის კანდიდატ ჟაირ ბოლსონაროს უკვე შეხვდა და მის მიერ გამოცემულ წიგნთან კი ფოტოც გადაიღო.

ბრაზილიაში სენატის არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.

რონალდინიო: “ნეიმარი “პსჟ”-ში? ჩემთვის მთავარია, ის კომფორტულად იყოს!”

ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდიონიომ ნეიმარის “პსჟ”-ში ტრანსფერზე ისაუბრა.

“ჩემთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ ნეიმარი ახლა თავს კომფორტულად გრძნობს. ბედნიერად მხდის ის, რომ ის ახლა ახალი, სასურველი გამოწვევბის წინაშე დგას.”

“ჩემს თანამემამულეს დიდ ტალანტი აქვს. მისი ცქერა უდიდესი სიამოვნებაა. ნეიმარის თამაში მეტქოე გუნდის გულშემატკივრებასც უსიტყვოდ აღაფრთოვანებთ.”

“ნეი” პარიზულ კლუბში ალვეშთან, სილვასთან, მაქსველთან და მარკინიოსთან ერთად იქნება. ეს მას ძალიან დაეხმარება,” – აცხადებს რონალდინიო.

რონალდინიო ნეიმარის წასვლამ დაამწუხრა

მსოფლიო ფეხბურთისა და “ბარსელონას” ლეგენდამ, რონალდინიომ პრესაში ნეიმარის ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც ყველანაირი რეკორდი დაამხო.

“მართალია, მისი შენარჩუნება გვინდოდა, მაგრამ ასე მოხდა და ვერაფერს ვიზამთ. რთული გასაგებია, თუ რატომ უკარნახა გულმა მას, რომ “ბარსელონა” მისი მომავლისთვის საუკეთესო ადგილი არ იყო.

მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, თუმცა ახლა სხვა რაღაცებზე უნდა ვიფიქროთ. მთლიანად არსებულ ფეხბურთელებსა და ახალ სეზონზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული

შესაძლოა, ერთი კარი დაიხურა, მაგრამ მრავალი სხვა ჯერ კიდევ ღიაა,” – აცხადებს ბრაზილიელი ლეგენდა.

რონალდინიო: “ვიმედოვნებ, ნეიმარი რონალდუსა და მესის მალე აჯობებს”

ნეიმარი “პსჟ”-ს ფეხბურთელი დღეს ოფიციალურად გახდა. ბრაზილიელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ათნომრიანი მაისურიც დაისაკუთრა.

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, რონალდინიომ თანამემამულეზე ისაუბრა.

“ახლა კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი საუკეთესოები არიან. თუმცა, ვიმედოვნებ ნეიმარი მათ მალე აჯობებს. ეს ორი მოთამაშე ყველასგან განსხვავდება. ისინი საოცარ შედეგებს აღწევენ. თუმცა, “ნეის” ახლა საუკეთესო პერიოდი აქვს. იგი ისეთ სიტუაციაშია, რომ მოველი, მესისა და რონალდუზე მაღლდა იდგება.”

“იმასაც გეტყვით, რომ 2017 წლის ოქროს ბურთს, ჩემი აზრით, ან კრიშტიანუ ან ლეო აიღებს,” – აცხადებს გაუჩო.

გაიცანით 17 წლის ლიზა, რომელმაც რონალდინიოს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა

მართალია ლიზა ზიმუშს გოლების გატანა არ უყვარს, მაგრამ ბურთის არანაკლებ კარგად ესმის, ვიდრე პროფესიონალ ფეხბურთელებს.

“გამარჯობა, მე ლიზა ვარ, ფეხბურთის ფრისტაილერი,”- ამ სიტყვებით იწყება ახალგაზრდა ფრანგი გოგონას ყოველი ვიდეო, რომელმაც ბოლო დროს საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ლიზამ ბევრი ფრისტაილერის ოცნებაც აიხდინა და ბურთი ფეხებს შორის ფეხბურთის ლეგენდას, რონალდინიოსაც კი გაუტარა, რომელიც მისი შესაძლებლობებით მართლაც რომ გაკვირვებული ჩანდა.

მართალია, ლიზას ალჟირული ფესვები აქვს, მაგრამ ახლა ის პარიზში ცხოვრობს. ამ საქმეს ხელი მან 11 წლის ასაკში მოჰკიდა. ლიზას თავისი და, სოფია ავარჯიშებდა.

13 წლის ასაკში ლიზას შესაძლებლობებით “რედ ბული” დაინტერესდა და ის საკუთარ გუნდში მიიწვია. 15 წლის ასაკში კი, მან ქალთა შორის საუკეთესო ფრისტაილერის სტატუსიც მოიპოვა.

ფორმის შესანარჩუნებლად ის ხშირად სტუმრობს “პარი სენ-ჟერმენის” აკადემიასაც – ფრანგული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ისიც გაგვანდო, რომ ახალგაზრდა გოგონას ნახევარმცველის პოზიციაზე უყვარს თამაში.

თუმცა, ლიზა თავს ფეხბურთელის ამპულაში ვერ ხედავს: “თავისუფლება მიყვარს. არ მინდა გოლების გატანაზე მიწევდეს ზრუნვა. ასე უკეთესია, ბურთთან ერთად ყველაფრის გაკეთების უფლება მაქვს. თუ მომინდება, ხელითაც კი შევეხები მას,” – აცხადებს ზიმუში.

Which crossbar is your fav? 1,2 or 3 ?? tag your friends ?⚽️

A post shared by Lisa Zimouche (@lisafreestyle) on

სტეფ კარიმ საჩუქრად “ბარსელონას” მაისური მიიღო (ფოტო)

NBA-ის სუპერვარსკვლავმა, სტეფ კარიმ რონალდინიოსგან საჩუქრად “ბარსელონას” მაისური მიიღო.

როგორც იცით, ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც “ბარსელონას” ღირსებას 2003-08 წლებში იცავდა, ამჟამად კატალონიური კლუბის ელჩის მოვალეობებს ასრულებს.

სწორედ ელჩის ფუნქციების შესრულებამ მიიყვანა რონალდინიო თანამედროვე კალათბურთის ლეგენდებთან (ლებრონთან და სტეფთან).

696029

ნეიმარმა რონალდინიოს გადაასწრო

“ბარსელონას” ბრაზილიელმა შემტევმა, ნეიმარმა კატალონიურ კლუბში გატანილი გოლებით მის თანამემამულეს, რონალდინიოს გადაასწრო.

როგორც იცით, რომ ნეიმარმა “ბლაუგრანას” მაისურით 94-ე გოლი “ეიბართან” მატჩში გაუტანა, რითიც ის რონალდინიოს შედეგს გაუთანაბრდა. დღეს კი, “ალავესის” კარში გატანილი გოლის ხარჯზე, გადაასწრო კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა კატალონიაში 5 წლის მანძილზე თამაშობდა (2003-08) და ამ პერიოდში ორჯერ მოახერხა ლა ლიგის მოგება, ერთხელ – ჩემპიონთა ლიგის.

23 წლის ნეიმარს “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურება.

ლამპარდი: “რონალდინიო სხვა პლანეტიდან იყო”

ფრენკ ლამპარდმა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო და მისი წარმოუდგენელი შესაძლებლობები გაიხსენა.

“მართალია, რონალდინიოს წასვლის შემდეგ “ბარსელონამ” უფრო მეტს მიაღწია მესის წყალობით, მაგრამ შეუძლებელია მისი შესაძლებლობები არ აღიარო, ბურთთან ერთად ის წარმოუნდგენელ რაღაცებს აკეთებდა.

მისნაირი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. როდესაც მის თამაშს ვუყურებდი, ყოველთვის ასეთი რეაქცია მქონდა – “ვაუ, ეს ფეხბურთელი სხვა პლანეტიდანაა”, ახლაც ასე ვფიქრობ,” – განაცხადა მან.

ლამპარდის “ჩელსიმ” რონალდინიოს “ბარსელონას” წინააღმდეგ 2005-2006 წლებში ექვსჯერ ითამაშა. ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ორში “არისტოკრატებმა” იმარჯვეს, ორში – კატალონიელებმა.

ოფიციალურად: რონალდინიო “ბარსელონაში” დაბრუნდა

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, რონალდინიო კვლავ “ბარსელონას” სასარგებლოდ იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის რიგებში 5 წელი ითამაშა – 2003-08 წლებში მან 207-ჯერ მოირგო “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისური.

ესპანური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “ბარსელონასა” და რონალდინიოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეგვიძლია გითხრათ, რომ ამიერიდან ის ჩვენი კლუბის წარმომადგენელი იქნება საზღვარგარეთულ ქვეყნებში და ჩვენთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთანავე, რონალდინიო კლუბის მიერ შექმნილი “ლეგენდების პროექტზეც” იმუშავებს და სხვადასხვა საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მიღებით “ბარსელონას” ბრენდს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (23 იანვარი)


ჩინელები დანი ალვეშს წელიწადში 10 მილიონს სთავაზობენ


ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა კარიერა შესაძლოა, ჩინეთში გააგრძელოს. როგორც ცნობილი ხდება, 33 წლის მცველის გადაბირებით სამი ჩინური გუნდია დაინტერესებული.

France Football-ის ცნობით, სამივე გუნდი (“ჰებეი ჩაინა ფორჩუნი”, “შანხაი ტელეისი” და “ტიანძინი”) მზადაა, მას წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.


“ჩელსის” ფეხბურთელები გუნდში ჰარტის მოყვანას ითხოვენ


The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” წამყვანმა ფეხბურთელებმა გუნდის თავკაცს, ანტონიო კონტეს ჯო ჰარტის გადაბირება და ინგლისელი მეკარით ტიბო კურტუას ჩანაცვლება მოსთხოვეს.

როგორც იცით, “არისტოკრატთა” ბელგიელი მეკარე მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული და საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ ზაფხულში მან “სტემფორდ ბრიჯი” დატოვოს.


რონალდინიო პროფესიონალურ ფეხბურთში ბრუნდება


როგორც ცნობილი ხდება, ბრაზილიური და არა მარტო ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიო დიდ ავიაციაში ბრუნდება. ESPN Brazil-ის ცნობით, “ბარსას” ექს-ფორვარდი “კორიტიბაში” გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია. თუმცა, ბრაზილიური “კორიტიბა” მას კვირაში 22 000-იან ხელფასსა და დაცვას ჰპირდება, რაზეც უარი თქმა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო.


“ინტერი” პერიშიჩის სანჩესში გაცვლას აპირებს


მილანური “ინტერის” ხელმძღვანელებმა მიზნად ლონდონის “არსენალის” ჩილელი ნახევარმცველის, ალექსის სანჩესის გადაბირება დაისახეს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა, CalcioMercato გვაწვდის.

როგორც ცნობილი ხდება, საჭიროების შემთხვევაში, “ნერაძურის” მმართველები მზად არიან, ტრანსფერში პერიშიჩიც ჩართონ, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება.


დატოვებს თუ არა ზამთარში მჭედლიზე “ემპოლის” რიგებს?


– არის თუ არა იმის შანსი, რომ ზამთარში “ემპოლი” დატოვოთ?

– ტრანსფერის რაღაც შანსი ყოველთვის არის. შესაძლოა, ხვალ გავიღვიძო და აბსოლუტურად სხვა გუნდში წავიდე. ამ მომენტში რთულია ამაზე ლაპარაკი. ის, რომ იანვარში გუნდმა სადმე გამიშვას, თითქმის გამორიცხულია. დღეს “ემპოლის” ფეხბურთელი მქვია, აქ ყველა მენდობა და მზად ვარ, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. ამ მომენტში მეტზე, არაფერზე ვფიქრობ. (ნაწყვეტი ინტერვიუდან)


“პალასი” ვან ანჰოლტის სანაცვლოდ 12 მილიონს იხდის


პატრიკ ვან ანჰოლტი “კრისტალ პალასში” გადასვლას კიდევ უფრო მიუახლოვდა. როგორც ცნობილი ხდება, “არწივთა” ბოსი, სემ ალარდაისი თანახმაა მცველის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

The Telegraph-ის ცნობით, ვან ანჰოლტს, რომელსაც სემ ალარდაისის მხარდამხარ მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, პაპა სუარეს შემცვლელად მოისაზრებენ.