ვენგერი: “არსენალი” იოზილს და სანჩესს იანვარში არ გაყიდის”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თავისი გუნდის ლიდერების იანვარში გაყიდვა გამორიცხა.

“რა თქმა უნდა, იოზილისა და სანჩესის წასვლას გამოვრიცხავ. ამაზე ყოველ დღე არ ვფიქრობ. იმ დროის მანძილზე, რაც ისინი ჩვენთან არიან, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს გუნდისთვის. ჩემი ხედვით, ეს დუეტი სეზონის ბოლომდე დარჩება ჩვენთან. თუ რამე წარმოუდგენელი არ მოხდა, ეს მართლაც ასე იქნება. ხოლო, სეზონის ბოლოს ისინი თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ჩემზე, ამ მხრივ, ბევრი რამ ნამდვილად არაა დამოკიდებული.”

“უილშირი? ყველამ და პირველ რიგში მან იცის ყველაზე კარგად, რომ მის სურვილს ბოლომდე ვითვალისწინებდი. ჩემი პრიორიტეტი იმის გაკეთება იყო, რაც მისთვის იქნებოდა საუკეთესო. თუ ჩავთვლი, რომ მას აქ დარჩენა სურს, ამისთვის 100 პროცენტით დავიხარჯები,” – ამბობს ვენგერი.

ვიდალი სანაკრებო კარიერას ასრულებს: “არ შეწუხდეთ, მალე წავალ”

ჩილეს საფეხბურთო ნაკრების ლიდერმა, არტურო ვიდალმა სანტიაგოში, პარაგვაისთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ პრესაში საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

“შეგიძლიათ ბედნიერები იყოთ ისინი, ვის სისხლშიც ბინძური სისხლი ჩქეფს. ნუ შეწუხდებთ, მალე წავალ, ამას უფრო და უფორ ვუახლოვდები,” – ვკითხულობთ არტურო ვიდალის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

რაც შეეხება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, ჩილეს ნაკრები 23 ქულით ჯგუფში მეოთხე პოზიციას იკავებს და სულ რაღაც ორი ქულით უსწრებს მე-6 და მე-7 ადგილოსან პერუსა და პარაგვაის ნაკრებებს.

ვიდალი: “ამ ტურნირის მოგებით დავამტკიცებთ, რომ ჩილეს მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები ჰყავს”

მიუნხენის “ბაიერნისა” და ჩილეს საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, არტურო ვიდალი მოუთმენლად ელის კონფედერაციათა თასის ფინალს, სადაც ჩილელთა მეტოქე გერმანიის გადახალისებული ნაკრები იქნება.

“ზედიზედ ორი წელია, რაც არგენტინის ნაკრებს ვამარცხებთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სამი დღის წინ კი პორტუგალიასაც მოვუგეთ, ევროპის ჩემპიონს და თუ ხვალაც გავიმარჯვებთ, ვფიქრობ ამით ყველას დავუმტკიცებთ, რომ ჩილეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს, ეს ყველა დიდ გუნდთან თამაშისას დავამტკიცეთ.

არამგონია, რომელიმე ჩვენგანი ამ მატჩში დამარცხების შანსს უშვებდეს თავის გონებაში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, წინ უდიდესი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, წაგებაზე სულაც არ ვფიქრობ,” – აცხადებს ვიდალი.

ვიდალი: “რონალდუ? ის ჩემთვის არავინაა”

არტურო ვიდალმა პორტუგალიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის წინ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

“კრიშტიანო გამაღიზიანებელია. ჩემთვის ის არავინაა, არ არსებობს. უკვე ვუთხარი ჩემს თანაგუნდელს, ჯოშუა კიმიხს, რომ ერთმანეთს ფინალში ისევ შევხვდებოდით,” – განაცხადა ჩილელმა ფეხბურთელმა, რომელმაც კონფედერაციის თასის ნახევარფინალში უნდა ითამაშოს.

გეტყვით იმასაც, რომ რონალდუსა და ვიდალის ბოლო დაპირისპირება (“ბაიერნი” – “რეალი”) პორტუგალიელის გამარჯვებით დასრულდა.

არტურო ვიდალი კონფედერაციის თასს ახალი იმიჯით ხვდება (ფოტო)

დღეს, 17 ივნისს რუსეთში სტარტი კონფედერაციის თასის 2017 წლის გათამაშებამ აიღო.

ამ ტურნირზე რუსეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, კამერუნისა და ავსტრალიის ნაკრებებ გუნდებთან ერთად ჩილელებიც იღებენ მონაწილეობას.

ჩილელთა ლიდერი, არტურო ვიდალი კი ამ ტურნირს ახალი იმიჯით ხვდება, რომელმაც უკვე მოიცვა სოციალური ქსელები.

ჩილელი კანტონა ! სებასტიან პოლი გულშემატკივარს ეჩხუბა (ვიდეო)

ალბათ ყველას გახსოვთ ერიკ კანტონას ლეგენდარული ილეთი, რომელიც მან 1995 წელს “კრისტალ პალასის” გულშემატკივრის წინააღმდეგ გამოიყენა, რომელმაც შემდეგში მთელი მსოფლიო მოიცვა.

როგორც ჩანს, ჩილეში მოთამაშე სებასტიან პოლი კანტონას დიდი მოყვარულია. “ოდაქს იტალიანოს” ფეხბურთელმა ბალანსის დაცვის შესანიშნავი გაკვეთილიც კი ჩაგვიტარა, სანამ გულშემატკივარს ფეხს დაარტყამდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დარტყმა კანტონას უკეთ გამოსდიოდა.

გთავაზობთ ამ ილეთის ჩილურ ვარიანტს:

ცუდი ის არის, რომ ამ ნომრის გამეორებისთვის პოლი მატჩის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში დააპატიმრეს.

ენერ ვალენსიამ, პოლიციისგან გასაქცევად, თავი მოიკატუნა, რომ ტრავმა მიიღო (ვიდეო)

გუშინ რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ეკვადორის ნაკრები ჩილეს დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

მატჩის გამორჩეული მომენტი იყო, როცა მეორე ტაიმში ეკვადორელმა ფეხბურთელმა, ენერ ვალენსიამ თავი მოიკატუნა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა; მოედანზე დაწვა და საკაცით გაყვანა მოითხოვა.

რეალურად, საქმე იმაში იყო, რომ ვალენსიას გაქცევა უნდოდა პოლიცილებისგან, რომლებიც მის დასაკავებლად იყვნენ სტადიონზე. ვალენსიას ბრალად ედება მისი ხუთი წლის გოოგნას ალიმენტის გადაუხდელობა (17 000 დოლარის ოდენობით).

საბოოლოდ, ენერს ნება დართეს, გასახდელში მოწესრიგებულიყო და ისე ჩაბარებოდა პოლიციას.

ვარგასი: “არაფერია ფინალში არგენტინელების დამარცხებაზე უფრო ტკბილი”

გუშინ, კოპა ამერიკის გამარჯვებულმა ჩილეს ნაკრებმა ჩემპიონობა ჩილელებთან ერთად, საზეიმო მსვლელობით აღნიშნა. ჩილელთა შემტევმა, ვარგასმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და კიდევ ერთხელ “უკბინა” არგენტინის ნაკრებს, რომელიც ზედიზედ ორჯერ დაამარცხეს ფინალში.

“არგენტინელები ახლა უკვე ჩვენი ბავშვები არიან.” – განაცხადა კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირმა (6 გოლი).

“ამჯერად კოპა ამერიკის მოგება გაცილებით უფრო რთული იყო, რადგანაც ჩვენთან ჩვენი გულშემატკივრები აღარ იყვნენ. ეს გაცილებით უფრო რთული იყო.

არგენტინა ყოველთვის ახერხებს ფინალებში გასვლას და არაფერია ფინალურ მატჩში მათ დამარცხებაზე უფრო ტკბილი. თუნდაც ეს პენალტების სერიაში მოხდეს.”

ალექსის სანჩესის ტრავმირებული ფეხი 3 დღის შემდეგ უფრო საზარლად გამოიყურება

ლონდონის “არსენალის” ფანები საფუძვლად ნერვიულობენ ალექსის სანჩესზე, რომელმაც კოპა ამერიკის ფინალში, არგენტინასთან მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო.

ტრავმის მიღებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ჩილელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, სადაც მისი დაზიანებული კოჭია ასახული. როგორც ჩანს, მისი რეაბილიტაციის პროცესი არც ისე კარგად მიმდინარეობს.

მართალია სურათიდან ასე არ ჩანს, მაგრამ სანჩესი ირწმუნება, რომ თავს უკეთ გრძნობს. თუმცა ჩილელმა აღიარა, რომ ამ ტრავმამ მას შვებულება ჩაუშხამა – “შვებულების მეოთხე დღე. გამოკეტილი ვარ სასტუმროში. მოწყენილი ვარ, თუმცა ახლა გაცილებით უფრო კარგად ვგრძნობ თავს.”

ჩიჩარიტომ ჩილესთან განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს მოუბოდიშა

ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან, კოპა ამერიკის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში განადგურების (0:7) შემდეგ, მექსიკელთა ფორვარდმა და ლიდერმა, ხავიერ ერნანდესმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით მოუბოდიშა.

“ბოდიშს ვუხდი ყველა მექსიკელს. ვიცით, რომ ისე ვერ წარმოვადგინეთ საკუთარი ქვეყანა, როგორც უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან დარცხვენილები, ნაღვლიანები და გულნატკენები ვართ …”

ბოლივიელი ჟასმან კამპოსი – წლის საუკეთესო გოლის ავტორი?

მართალია, რომ დიმიტრი პაიეს მიერ გატანილმა გამარჯვების გოლმა ყველა მონუსხა, თუმცა “ვესტ ჰემის” ნახევარმცველის ბრწყინვალე შესრულება რამოდენიმე საათის შემდეგ ბოლივიელმა ჟასმან კამპოსის გოლმა დაჩრდილა.

მაშინ, როცა ანგარიში 1-0 იყო (ჩილე ვიდალის გოლით იგებდა 46′), ბოლივიამ საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა (27 მეტრიდან). ბოლივიელმა ფეხბურთელმა გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი და ნამდვილი საოცრება შემოგვთავაზა, რომლის წინააღმდეგაც კლაუდიო ბრავო ვერაფერს გახდა.

რთულია გაიხსენო ისეთი გოლი, რომელიც კამპოსის შესრულებაზე უკეთესია. არის ეს წლის საუკეთესო გოლი?

ჩილელი ფეხბურთელის შესანიშნავი პენალტი არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივლისს, კოპა ამერიკის ფინალში, ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

პირველი თერთმეტმეტრიანი ჩილელმა მატიას ფერნანდესმა შეასრულა, მან აუღებელი დარტყმა შეასრულა.