“პალერმოს” მეკარე “იუვენტუსთან” მატჩში მოედანზე გაითიშა (ვიდეო)

17 თებერვალს, იტალიის სერია A-ში, ტურინის “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “პალერმო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

მატჩის 78-ე წუთზე, ტურინელთა ერთ-ერთი შეტევის დროს, “პალერმოს” მეკარემ, იოსიპ პოსავეცმა საკუთარ თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა. ხორვატი კარის დარაჯი მალევე გამოფხიზლდა, “პალერმოს” მწვრთნელი მის შეცვლას აპირებდა, თუმცა პოსავეცმა მოედანზე დარჩენა გადაწყვიტა.

იხილეთ ვიდეო

“იუვე” “პალერმოსთან” შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსს” იტალიური სერია ა-ს ეგიდით, პარასკევს გასამართ მატჩში შესუსტებული შემადგენლობით მოუწევს თამაში.

საუბარია იტალიელთა ფორვარდ მარიო მანძუკიჩზე და მათ ტრავმირებულ დამცველებზე, ანდრეა ბარძალსა და ჯორჯო კიელინიზე.

როგორც იცით, ხორვატი შემტევი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს მატჩს, რომელიც სტარტს 23:45-ზე აიღებს. რაც ალეგრის იძულებულს ხდის, 4-2-3-1 ტაქტიკა შეცვალოს.

“იუვეს” განაცხადი “პალერმოსთან” მატჩისთვის ასე გამოიყურება: ბუფონი, ბენატია, პიანიჩი, ხედირა, მარკიზიო, იგუაინი, ალექს სანდრო, ლემინა, ბონუჩი, პიაცა, დიბალა, ასამოა, დანი ალვეში, რუგანი, ნეტო, ლიხშტაინერი, სტურარო, რინკონი, აუდერო, კინი.

“ემპოლიმ” “პალერმოს” სძლია – მჭედლიძემ შეუცვლელად ითამაშა! (ვიდეო)

დღეს იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში “ემპოლი” საკუთარ მოედანზე “პალერმოს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საგულისხმოა, რომ “ემპოლის” რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან მჭედლიძე. 77-ე წუთზე, საჯარიმოში, ქართველმა თავდამსხმელმა თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ თავით ბურთი მასიმო მაკარონეს დაუგდო, რომელიც “პალერმოს” ფეხბურთელმა წააქცია, მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. სწორედ ამის შემდეგ მოახერხა მაკარონემ პენალტის ნიშნულიდან შეხვედრის ერთადერთი გოლის გატანა.

საბოლოოდ, “ემპოლიმ” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

ქართველი სპორტსმენის გუნდს ამ წარმატების შემდეგ 17 ქულა დაუგროვდა და მე-17 ადგილზე იმყოფება. “ემპოლი” გასავარდნ ზონაში მყოფ მე-18-ადგილოსან “პალერმოს” მთელი შვიდი ქულით მოსწყდა.

სამპარინი ადასტურებს: “პალერმო” ბალოტელის გადაბირებას ცდილობდა”

იტალიური “პალერმოს” პრეზიდენტი, მაურისიო სამპარინი ადასტურებს, რომ ზაფხულში ის “ლივერპულისა” და “მილანის” აწ უკვე ყოფილი შემტევის, მარიო ბალოტელის გადაბირებას ცდილობდა.

“მინდოდა თუ არა ბალოტელის გადაბირება? დიახ.

ძალიან მსიამოვნებს, რომ ბალოტელი “ნიცაში” კარგად იქცევა, მშვენივრად გამოიყურება. დარწმუნებული ვარ, რომ მარიო კვლავ ის ოქროს ბიჭუნაა.

“პალერმოს” ფასი ძალიან მაღალი იყო, ვერ გეტყვით კონკრეტულად რა ციფრებზეა საუბარი, მაგრამ ამას ვერ გავასაჯაროებ. შესაძლოა, “ნიცამ” გაასაჯარავოს. მე ბალოტელის მხარეზე ვარ!”.

სერია ა: “პალერმომ” ორი ტურის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა

სერია ა-ში ჯერ მხოლოდ ორი ტური ჩატარდა, მისმა ერთ-ერთმა წევრმა გუნდმა კი ასე მოკლე ხანში მწვრთნელი შეიცვალა.

საქმე იტალიურ “პალერმოს” ეხება, რომელმაც დავიდე ბელარდინის თავკაცობით ქვეყნის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა: თავდაპირველად, მინიმალური ანგარიშით საკუთარ მოედანზე “სასუოლოსთან” დამარცხდა; ამას მოჰყვა მილანის “ინტერთან” ფრე, ანგარიშით, 1-1.

ბელარდინი, რომელიც, 2016 წლის იანვრიდან ედგა იტალიურ კლუბს სათავეში, კლუბის პრეზიდენტმა, მაურიციო ზამპარინიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ადგილს კი რობერტო დე ზერბი დაიკავებს, რომელიც მხოლოდ 37 წლისაა და აქამდე “დარფო ბოარიოსა” და “ფოგიას” წვრთნიდა.

აქვე გეტყვით, რომ ზამპარინი უკვე 29 წელია სხვადასხვა კლუბის მფლობელია და მან ამ დროის მანძლზე 60 მწვრთნელი შეცვალა.

ოფიციალურად: “სევილიამ” “პალერმოს” ფეხბურთელი გაიფორმა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ანდალუსიურმა “სევილიამ” ოფიციალურად გაიფორმა “პალერმოს” მოთამაშე, ფრანკო ვასკესი. იტალიელმა ფეხბურთელმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მის სანაცვლოდ ესპანელებმა 15 მილიონი ევრო გადაიხადეს.

აქვე გეტყვით, რომ ვასკესი “პალერმოში” 2012 წლიდან ირიცხება. იგი 2012-2013 წლებში “რაიო ვალეკანოში” იყო განათხოვრებული.

„პალერმოს“ პრეზიდენტი: „მილანი“ დიბალაში ორმოც მილიონს იხდიდა“

„პალერმოს“ პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ გაიხსენა, რომ 2015 წლის ზაფხულში თავდამსხმელ პაულო დიბალას შეძენა, „იუვენტუსის“ გარდა, ასევე „მილანს“ სურდა, რომელმაც მის კლუბს 40 მილიონი ევრო შესთავაზა.

„ბერლუსკონი გულდაწყვეტილი იყო, რადგან მისმა კლუბმა დიბალა ვერ დაიმატა, როდესაც 40 მილიონი ევრო შემოგვთავაზა. იმ დროისთვის პაულოს აგენტები უკვე „იუვენტუსს“ შეუთანხმდნენ.

ვწუხვარ, რომ დიბალა „მილანში“ ვერ გავყიდე, რადგან ამ კლუბთან „იუვენტუსზე“ უკეთესი ურთიერთობა მაკავშირებს.

რამდენად შეუძლია ფრანკო ვასკესს „მილანში“ გადასვლა? მასზე კონკრეტული ფასი არ დამიწერესია“, – განაცხადა ძამრინიმ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის არგენტინელის სანაცვლოდ ტურინელებმა 32 მილიონი ევრო გადაიხადეს. ასევე 8 მილიონ „პალერმო“ ბობნუსის სახით მიიღებს.

მიმდინარე სეზონის 24 მატჩში დიბალამ 13 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

“ინტერი” სერია A-ს ზედიზედ მეოთხე მატჩია, ვერ იგებს (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში “პალერმომ” საკუთარ მოედანზე მილანის “ინტერი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. “ნერიაძური” ტურნირის ზედიზედ მეოთხე მატჩია, ვერ იგებს.

სტუმრები შეხვედრის მე-60 წუთზე ივან პერიშიჩმა დააწინაურა, თუმცა 66-ე წუთზე ალბერტო ჯილარდინომ ანგარიში გაათანაბრა. 79-ე წუთზე “ინტერი” რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, ვინაიდან მოედნიდან ჯეისონ მურილიო გააძევეს.

“ინტერს” აქტივში 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია. “პალერმო” 11 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

იტალიის სერია A
IX ტური
“პალერმო” — “ინტერი” 1:1 (0:0)

გოლები: ჯილარდინო 66′ — პერიშიჩი 60′.
გაძევება: მურილიო 79′.

„ალეგრი დიბალას, როგორც ფეხბურთელს აფუჭებს“

„პალერმოს“ პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის მუშაობას ნეგატიურად აფასებს. კონკრეტულად, სიცილიელთა „ბოსს“ არ მოსწონს, თუ როგორ იყენებს ალეგრი მისი გუნდის ყოფილ მოთამაშეს პაულო დიბალას.

„ალეგრი დიბალას, როგორც ფეხბურთელის გაფუჭებასთან ახლოსაა. დიბალა – ფეხბურთია, ალეგრი – არა. ამ ფეხბურთელს მეტი თავისუფლება სჭირდება. როგორც მესის, მას მარჯვენა ფლანგიდან გადასვლა შეუძლია.

ალეგრი კონტეს მიერ გაწეულ სამუშაოს ანგრებს. მისმა იდეებმა ის ჩიხში მოაქცია.

მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ მატში გატარებულ შვიდ წუთში დიბალამ თავისი შესაძლებლობების ჩვენება მოასწრო. ჩემი აზრით, რობერტო მანჩინის დონის სპეციალისტთან ის მეტს მიაღწევდა“, – თვლის ძამპარინი.

ბაკა: „ჩემი გოლები გუნდის დამსახურებაა“

იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურში „პალერმოს“ კარში დუბლის ავტორმა კარლოს ბაკამ შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, რომ მისი გოლები თანაგუნდელების დამსახურებაა.

„მატჩი ჩინებული გამოდგა. ორი გოლი გავიტანე, რაც თანაგუნდელების დამსახურებაა. განსაკუთრებულად კარგი მეორე ბურთი გამოდგა – მცველს დავასწარი და თავური დარტყმა გამომივიდა, რაც ხშირად ვერ გამოდის. „პალერმომ“ ჩინებულად ითამაშა. ეს გამარჯვება „მილანისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კოლუმბიელმა.

მიხაილოვიჩმა „პალერმოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა „პალერმოსთან“ იტალიის სერია ა-ს მეოთხე ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:2 მოიგო.

„თავდასხმასა და დაცვაში უკეთესად უნდა ვთამაშობდეთ. ორი გოლი გავუშვით, რაც ძალიან მაღიზიანებს, კარგი სტარტის შემდეგ გვეშინია და მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალებას ვაძლევთ. არ ვიცით, როგორ ვაკონტროლოთ თამაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორ გზაზე ვართ. გუნდით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ, მეტი სითამამე გვმართებს“, – განაცხადა სერბამ სპეციალისტმა.

ჯილარდინო: „მეგონა, „ფიორენტინაში“ დავრჩებოდი“

„პალერმოს“ ახალწვეული ალბერტო ჯილარდინო მიმდინარე სეზონის ჩატარებას „ფიორენტინას“ შემადგენლობაში გეგმავდა.

„ივნისის დასაწყისში მეგონა, რომ „ფიორენტინაში“ დავრჩებოდი. როდესაც ყველაფერი შეიცვალა, დამოუკიდებლად ვარჯიში დავიწყე. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მე არ დავნებდი. ასე „პალერმოს“ ვარიანტი გაჩნდა, რომელიც მივიღე“, – განუცხადა ჯილამ „სქაი სპორტსს“.