ალეგრი: “რეალი” ყოველთვის კონკურენტუნარიანი კლუბი იქნება, რონალდუს გარეშეც კი”

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით მადრიდის “რეალმა” ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაიმარჯვა (3-1). მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

“მადრიდის “რეალს” დიდებული გუნდი ჰყავს. “რეალი” ყოველთვის კონკურენტუნარიანი კლუბია, იქნება ეს რონალდუსთან ერთად თუ მის გარეშე.

ბედნიერები ვართ, რონალდუ ჩვენთან რომ არის . მისი გამოცდილება განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე გამოგვადგება. ასევე მნიშვნელოვანია ის მოლოდინებიც, რაც რონალდუს თან მოყვა.

მისი გაწვრთნა ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება. რა თქმა უნდა, რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ლეო მესისთან ერთად. მასთან მუშაობა უდიდესი პრივილეგიაა, ის ფანტასტიკური ფეხბურთლია,” -აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ბეპე მაროტა ალეგრის მომავალთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აკეთებს

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორმა, ბეპე მაროტა კატეგორიულად უარყოფს პრესაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მასიმილიანო ალეგრი იტალიური გრანდის მიტოვებას აპირებს.

ამ ინფორმაციას იტალიის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა, Rai Sport, ავრცელებს: “რამდენიმე საათის წინ ბეპე მაროტას ვესაუბრეთ და მან საკმაოდ გარკვევით განგვიცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრი მომავალ სეზონშიც “იუვეს” მწვრთნელი იქნება.

მან პრესაში გავრცელებული ჭორები უარყო და განაცხადა, რომ ტურინის “იუვენტუსი” უახლოეს მომავალში იტალიელ სპეციალისტთან გამომშვიდობებას არ გეგმავს.”

შეგახსენებთ, რომ “მილანის” ყოფილ თავკაცს “პარი სენ-ჟერმენის”, “ჩელსის”, “არსენალისა” და “ტოტენჰემის” ჩაბარებას უწინასწარმეტყველებდნენ.

ალეგრი: “ვფიქრობ, ხვალ “იუვენტუსი” “რეალის” დონეზე ითამაშებს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ “ბებერი ქალბატონი” მოედანზე მოსაგებად გავა.

“რეალს” ეს ტიტული თორმეტჯერ აქვს მოგებული და წელსაც ექსტრაორდინარული შესაძლებლობების მქონე გუნდი ჰყავთ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ხვალ “იუვენტუსი” “რეალის” დონეზე ითამაშებს. ასეთი თამაშები ნამდვილი ჯილდოა ყველასთვის, ვინც ფეხბურთში მუშაობს.

განსაკუთრებული ტაქტიკა რონალდუს წინააღმდეგ? მცველები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ მის წინააღმდეგ. ძალიან ვაფასებ ამ ფეხბურთელს, 32 წლის ასაკშიც უმაღლეს დონეზე თამაშობს, რაც ადვილი ნამდვილად არ არის.

ბრწყინვალე საღამო გველის, ჩვენი ფანები ბედნიერები უნდა იყვნენ. ჩვენ ბოლო სამი წლის მანძილზე ორჯერ გავედით ფინალში, ფანების მხარდაჭერას ნამდვილად ვიმსახურებთ, ეს ძალიან დაგვეხმარება,” – აცხადებს ალეგრი.

ალეგრი მომავალზე საუბრისას: “ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, რომლის გადაბირების სურვილსაც “არსენალისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. თუ მოვიგებთ, მაშინ ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ წავაგებთ, სიტუაცია გართულდება. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ და კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს,” – აცხადებს მასიმილიანო ალეგრი.

როგორც იცით, “მილანის” ყოფილი თავკაცი ახლახან 2017 წლის სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მისი გუნდი კი მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც თამაშობს.

ალეგრის ლიგის მეოთხედფინალში ერთადერთი გუნდის წინააღმდეგ არ სურს თამაში

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ინგლისში, ლონდონის “ტოტენჰემთან” მოგებული უმნიშვნელოვანესი მატჩის შემდეგ საკმაოდ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი.

კარგ ხასიათზე მყოფ ალეგრის ჰკითხეს, თუ ვის ისურვებდა მეოთხედფინალში “იუვენტუსის” მეტოქედ, მან კი განაცხადა:”ყველას “ბარსელონას” გარდა – ყოველ წელს ერთი და იგივეა, “ბარსელონა”, “ბარსელონა” და “ბარსელონა”. ახლა უნდა შეწყდეს!”

ალეგრი: “იუვენტუსი” კრიზისში არ არის”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კატეგორიულად უარყო მოსაზრება “ბებერი ქალბატონის” კრიზისში ყოფნის შესახებ და აღნიშნა, რომ მათთვის დაკარგული ჯერ არაფერი არ არის.

“იუვენტუსი” კრიზისში არ არის. ჩვენ ჩემპიონატში ჯერ არაფერი დაგვიკარგავს, “ნაპოლისთან” სხვაობა რამდენიმე ქულაა და ესეც იმიტომ, რომ ისინი ბრწყინვალე თამაშს აჩვენებენ.

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზურს,ვფიქრობ, მომდევნო ტურში მოვიპოვებთ, ამის კარგი შანსები გვაქვს. ორი წლის წინ ნამდვილად ახლოს ვიყავით კრიზისთან, ახლა კი ყველაფერი კაგად არის,” – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

ალეგრი: “მადლობას ვუხდი გუნდს პრინციპული მეტოქის დამარცხებისთვის”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “სან სიროზე” “როსონერის” დამარცხების შემდეგ (0:2) პრესასთან ისაუბრა და ფეხბურთელებს კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა გუნდს მადლობა გადავუხადო პრინციპული მეტოქის დამარცხებისთვის. “სან სიროზე” მოგება ადვილი არასოდესაა.შესანიშნავი პერფრომანსი იყო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც. ორთაბრძოლებშიც ძლიერები ვიყავით.

მანძუკიჩმა და ასამოამ ბრწყინვალე სამუშაო გასწიეს სუსოს ჩაკეტვით, რომელიც “მილანის” ერთ-ერტი ლიდერია წმიმდინარე სეზონში. რაც შეეხება იგუაინს, ორი გოლის მიუხედავად, მისგან კიდევ უფრო მეტს ველით. ეს მისი მაქსიმუმი არ არის.

რაც შეეხება “ნაპოლის”, ეს გუნდის ბრწყინვალე ფორმაშია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია არ დავნებდეთ და აპრილის თვემდე ლიდერობა დავიბრუნოთ,” – აცხადებს ალეგრი, რომლის გუნდიც ამ დროისთვის სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება.

ალეგრი: “ფორმაში არ ვართ, უშუალო ბრძოლაში “იუვენტუსი” ნოემბრის თვეში ჩაერთვება”

“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “სპორტინგთან” ძნელად მოპოვებული გამარჯვების (2-1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღიარა, რომ მისი გუნდი ამჟამად არც თუ ისე კარგ ფორმაში იმყოფება.

“საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვართ. გუნდის ლიდერები ახლახან დაბრუნდნენ ლაზარეთიდან, სხვებს კი სანაკრებო პაუზის შემდეგ დრო სჭირდებოდათ, რათა ფორმა ბოლომდე აღედგინათ. ასე რომ, ეს ყველაფერი არ არის და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

გასული სეზონი წარსულს ჩაბარდა. ჩვენ უმაღლესი დონე უნდა შევინარჩუნოთ და ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის. ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრამდე და მის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად იცვლება. ჩვენ უშუალო ბრძოლაში მომდევნო სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩავერთვებით,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ალეგრი: “იგუაინთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ პრესასთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც “ოლიმპიაკოსთან” მოგებულ მატჩის (2:0) სასტარტო შემადგენლობაში გონსალო იგუაინი არ შეიყვანა.

“იგუაინთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე. ბოლო დროს, სხვებთან შედარებით ცუდ ფორმაში იმყოფებოდა, მაგრამ დღეს უკეთ გამოიყურებოდა და ფეხებსაც უფრო სწრაფად ამოძრავებდა და უფრო მონდომებულიც იყო.

ის ჩვენთვის პრობლემა არასოდეს ყოფილა და არც იქნება. იგუაინი ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩში გარდატეხის შეტანა შეუძლია და ჩვენ ის გვჭირდება,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და მოედანზე გამოსვლიდან ცხრა წუთის შემდეგ ანგარიშიც გახსნა.

ალეგრი: “სკუდეტოსთვის” ექვსი კლუბი იბრძოლებს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის სერია ა-ს ახალი სეზონის დაწყებამდე პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ჩემპიონობისთვის 6 კლუბი აცხადებს პრეტენზიას.

“როდესაც ზედიზედ ექვსი წელია, რაც ჩემპიონატს იგებ და ამავდროულად ევროპაშიც წარმატებულად გამოდიხარ, ძალიან რთული ხდება უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა.

თუ ჩემპიონატის დაწყების პირველივე დღიდან რაციონალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ და ყველანაირ შეცდომას გამოვასწორებთ, დიახ, ჩვენ ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტები ვართ.

წელს სერია ა გაცილებით უფრო დაბალანსებული იქნება. ჩემპიონობაზე პრეტენზიას 5-6 კლუბი აცხადებს, ჩვენ კი ბოლო მატჩამდე ვაპირებთ ბრძოლას,” – აცხადებს “მილანის” ყოფილი თავკაცი.

ალეგრი: “პოგბას შესანარჩუნებლად არაფერი არ გამიკეთებია”

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ პოლ პოგბას ტრანსფერის ჩასაშლელად თითიც არ გაუნძრევია.

“პოგბას შესანარჩუნებლად არაფერი გამიკეთებია. რადგანაც, როცა კლუბმა ტრანსფერის ფასი დაასახელა…

პოგბასთან შედარებით, პაულო დიბალას თამაში თვალისთვის უფრო სასიამოვნოა, მაგრამ პოგბას ექსტრაორდინარული შესაძლებლობები გააჩნია, რითიც ის ყველასგან გამოირჩევა,”- აცხადებს ალეგრი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერში “წითელმა ეშმაკებმა” “ბებერ ქალბატონს” 105 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ალეგრი: “იგუაინი და ბელოტი? ისინი ერთად ვერ ითამაშებენ”

პრესასთან საუბრისას ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ყველასათვის ნათელ იგახადა ის ფაქტი, რომ “ბებერი ქალბატონი” ანდრეა ბელოტის გადაბირებას არ ცდილობს.

“ეს შეუძლებელია. იგუაინი და ბელოტი ერთად ვერ ითამაშებენ, გამორიცხულია.

ანდრეა ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც დიდ პროგრესს განიცდის. არ ვიცი, ღირს თუ არა ის 100 მილიონი ევრო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მას წინ ბრწყინვალე მომავალი აქვს.

მჯერა, რომ ის იტალიის ნაკრებში მრავალი წლის მანძილზე ითამაშებს ცხრიანის პოზიციაზე,” – აცხადებს ალეგრი.