13 თებერვალი: დღის ათი საუკეთესო მომენტი ამერიკიდან (ვიდეო)

13 თებერვალს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა.

“გოლდენ სტეიტ უორიორზმა” საკუთარ არენაზე “ფინიქს სანსს” სძლია (129:83), “ფილადელფიელმა” პეიტონმა 29 ქულას მოუყარა თავი, “ოქროს შტატელების” მხრიდან კი საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ 22 ქულით. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ქართველმა ლეგიონერმა 16:36 წუთი დაჰყო მოედანზე და საკუთარ აქტივში 4 ქულა, 5 გადაცემა და 6 მოხსნა ჩაიწერა.

“გოლდენ სტეიტის” კონკურენტი, “სან ანტონიო სპურსი” კი დასავლეთ კონფერენციის მეათეადგილოსან “უტასთან” დამარცხდა (101-99). მატჩის გმირი მიტჩელი გახლდათ 25 ქულით, “სპურსის” მხრიდან კი საუკეთესო მაჩვენებელი კაილ ანდერსონს ჰქონდა (16 ქულა).

“დეტროიტ პისტონსი” შინ “ნიუ ორლეანსთან” დამარცხდა (103:118), “ფილადელფია სიქსერსმა” “ნიუ იორკ ნიკსს” სძლია (108:92), წარმატებას მიაღწია გალინარის “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “ბრუკლინ ნეტსთან” თამაშში (101-114). “ჩიკაგო ბულზსმა” კი “ორლანდო მეჯიქი” დაამარცხა ოთხი ქულის სხვაობით (105:101).

სტეფ კარიმ მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

დღეს დილით გამთენიისას, მორიგი შეხვედრა გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. “გოლდენ სტეიტმა” ზედიზედ მეოთხეთ მოახერხა მეტოქის დამარცხება, გასული წლის ჩემპიონებმა ნიუ ორნეანის “პელიკანსი” 125:115 დაამარცხეს.

თუმცა “უორიოსრსის” გულშემატივართათვის საკმაოდ ცუდი ფაქტი მოხდა შეხვედრის მიწურულს, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფ კარიმ ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რამდენი ხანი გაუცდება NBA-ს ორგზის საუკეთესო მოთამაშეს. მას გასახდელის დატოვება ყავარჯნებით მოუწია, დღეს კი რენტგენს გადაუღებენ და ყველაფერი გაირკვევა.

დრეიმონდ გრინი: “რონალდუ ლებრონ ჯეიმსს ჰგავს, ნეიმარი – სტეფ კარის”

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიერ წლის საუკეთესო მცველად დასახელებული დრეიმონდ გრინი, რომელიც “გოლდენ სტეიტის” ღირსებას იცავს, მაიამიში “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრო.

შესვენებისას კი ამერიკელმა ფეხბურთელმა საკმაოდ საინტერესო შედარება გააკეთა: “კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტად ლებრონ ჯეიმსს ჰგავს, ნეიმარი – სტეფ კარის.

ნეიმარს უყვარს ბურთის ტარება, მეტოქეების მოტყუება, ჭკუიდან გადაყავს ისინი და ამით გუნდი ახალ დონეზე გადაყავს. სწორედ იგივეს აკეთებს სტეფ კარიც და ასე ეხმარება გუნდს გამარჯვებაში.”

შეგახსენებთ, რომ ამერიკული “ელ კლასიკო” “ბარსელონას” გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

სტეფ კარიმ საჩუქრად “ბარსელონას” მაისური მიიღო (ფოტო)

NBA-ის სუპერვარსკვლავმა, სტეფ კარიმ რონალდინიოსგან საჩუქრად “ბარსელონას” მაისური მიიღო.

როგორც იცით, ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც “ბარსელონას” ღირსებას 2003-08 წლებში იცავდა, ამჟამად კატალონიური კლუბის ელჩის მოვალეობებს ასრულებს.

სწორედ ელჩის ფუნქციების შესრულებამ მიიყვანა რონალდინიო თანამედროვე კალათბურთის ლეგენდებთან (ლებრონთან და სტეფთან).

696029

ზაზა ფაჩულიას ცეკვა ჩაგდებული ბურთის შემდეგ (ვიდეო)

19 ნოემბერს, ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ბოსტონში “სელტიქსი” 104:88 დაამარცხა. ფაჩულიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველი ცენტრი საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოხსნა მიითვალა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდია.

შეხვედრის მესამე მეოთხედში ზაზამ ორქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც სტეფ კარის სტილში ცეკვა შემოგვთავაზა.

იხილეთ ვიდეო:

კარიმ „ოლ სტარის“ ბოლო წამებზე ცენტრიდან ჩააგდო (ვიდეო)

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ 3-ქულიანების კონკურსი ვერ მოიგო, თუმცა დაამტკიცა, რომ მისი შორეული სროლები მეტოქეთათვის მაინც სახიფათოა.

„ოლ სტარის“ ბოლო წამებზე კარიმ მოედნის ცენტრიდან ჩააგდო.

ჯამში, მისმა მონაგარმა 26 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა შეადგინა.

დოკ რივერსი: „კარის თამაში მაიკლ ჯორდანის თამაშზე უფრო სასიამოვნოა“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერის სტეფ კარის თამაში შეაფასა.

„ჩემთვის ამჟამინდელი კალათბურთელების შეფასება ადვილი არაა. ყოველთვის ვამბობ: „ჯერ მათ კარიერა უნდა დაასრულონ“. თუმცა, თუ ვნახავთ, თუ სად და როგორ თამაშობს ის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ტოპ-5-ში მოხვედრა შეუძია. აქამდე ასე არავის უთამაშია. ვფიქრობ, მისი სროლების ხილვა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მაიკლ ჯორდანის თამაშის ნახვა“, – ციტირებს რივერსს ESPN.com.

კარიმ NBA-ს თავისივე რეკორდი დააუმჯობესა

„გოლდენ სტეიტ უორისის“ გამათამაშებელმა სტეფ კარიმ „ფილადელფია სიქსერსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში ხუთ სამქულიანი ჩააგდო, რითიც იანვარში თავისი სამქულიანების რაოდენობა 78-მდე გაზარდა.

აქედან გამომდინარე, ამ სეზონში უკვე მეორედ მან ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით საკუთარი რეკორდი განაახლა. წინა რეკორდი კარიმ 2015 ლის ნოემბერში დაამყარა, როდესაც 77 შორეული ჩაგდებით გამოირჩა. მანამდე, წინა წლის მარტში, სტეფმა 75 ჩაგდებული სამქულიანიც მიითვალა.

სტეფ კარიმ რვა სამქულიანი სეზონში მერვედ ჩააგდო

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ რეგულარული ჩემპიოანტის მატჩი „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერისთვის სტეფ კარისთვის მიმდინარე სეზონში მერვე გახდა, რომელშიც მან მეტოქის ფარში მინიმუმ რვა სამქულიანი ჩააგდო.

ამასთანავე, პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო ლიგის სხვა მოთამაშეებს, ჯამში, ამ სეზონში მხოლოდ 9 ასეთი შეხვედრა ჰქონდათ.

ასევე უნდა ითქვას, რომ „ლეიკერსთან“ მატჩი სტეფისთვის 111-ე გახდა, რომელშიც მან მინიმუმ ერთი სამქულიანის ჩაგდება შეძლო. ლიგის რეკორდი, ამ მხვრივ, „ატლანტა ჰოუქსის“ შემტევ კაილ კოვერს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზე ზედიზედ 127 მატჩში ჩაგდებული სამქულიანია.

სტეფ კარი: „წელიწადში 11 მილიონი მყოფნის“

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერს სტეფ კარის არ აწუხებს, რომ მისი დონის მოთამაშის ხელფასი, შესაძლოა, უფრო მეტსაც შეადგენდეს.

„როდესაც 2012 წელს ოთსხწლიანი კოტნრაქტი გავაფორმე, რომლის ფასი 44 მილიონ დოლარს შეადგენდა, რა თქმა უნდა, სხვა პოზიციის დაკავება და მაქსიმალური კონტრაქტის მოთხოვნა შემეძლო. თუმცა, ოჯახის სარჩენად, წელიწადში 11 მილიონი დოლარიც მყოფნის. იმ მომენტისთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა ამაზე ფიქრს არ ვაპირებ“, – ციტირებს კარის „იაჰუ სპორტსი“.

კარიმ ოცდაათზე მეტი ქულა რეგულარული ჩემპიონაატის მე-80 შეხვედრაში დააგროვა

„ტორონტო რეპტორსთან“ მოგებულ მატჩში „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ 37 ქულა დააგროვა. აქედან გამომდინარე, სეზონში იმ მატჩების რაოდენობა, რომლებშიც მან ოცდაათზე ნაკლები ქულა არ დააგროვა, რვას შეადგენს. ჯამში კი მსგავს შედეგს კარიმ რეგულარული ჩემპიონატის ოთხმოც შეხვედრაში მიაღწია.

სათქმელია, რომ ახალ სეზონში გამთამაშებლის საშუალო მონაგარი ერთ თამაშში 33,7 ქულას, 5,7 გადაცემას, 4,8 მოხსნასა და 2,4 ჩაჭრას შეადგენს.

ტომპსონმა სტეფ კარის შედეგი გაიმეორა

„გოლდენს სტეიტ უორიორსის“ შემტევმა უკანახაზელმა კლეი ტომპსონმა „დეტროიტ პისტონსთნა“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში ოთხი სამქულიანი ჩააგდო, რითაც კარიერაში მის მიერ ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობა 801-ს ტოლი გახდა.

ამ შედეგით სტეფ კარის შემდეგ ის მხოლოდ მეორეა, რომელმაც 800 სამქულიანის ჩაგდება შეძლო. საამისოდ 25 წლის კალათბურთელს ხუთი სეზონი და 314 მატჩი დასჭირდა, რომელშიც შორეული სროლების რეალიზაციამ 41,7% შეადგინა.

ამჟამად NBA-ს ისტორიაში ჩაგდებული სამქულიანების მაჩვენებლით ტომპსონი 122-ე ადგილს იკავებს.