სტეფ კარიმ კიდევ ერთი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

„დენვერ ნაგეტსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „გოლდენს ტეიტ უორიორსის“ ლიდერმა სტეფ კრიმ 34 ქულა დააგროვა. ამით სეზონის MVP-მ თავისი პირადი შედეგი გააუმჯობესა და ოცდაათზე მეტი ქულა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში კარის საშუალო მაჩვენებელი სათამაშო დროის 32 წუთში საშუალოდ 35,5 ქულას შეადგენს. სწორედ კარის კარგი თამაშის დახმარებით პლანეტის უძლიერესი საკალათბურთ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ექვსივე შეხვედრა მოიგო.

ო’ნილი: „სტეფ კარი ბავშვს ჰგავს“

ლეგენდარული ცენტრი შეკილ ო’ნილი „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებლის სტეფ კარის თამაშით აღფრთოვანებულია.

„კარის თამაშის ხილვა მომწონს. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მინახავს. მართლა არ ვიცი სხვა გამთამაშებელი, რომელიც მოედანზე ასე დომინირებს. როგორც ჩანს, მას, ურბალოდ, თამაშის ესმის. დააკვირდით მას, არავის წყენა არ მინდა, უბრალოდ, კარი, როგორც ბავშვი გამოიყურება, ის ვერც კუნთებით გამოირჩევა“, – ციტირებს პ’ნილს „Uproxх“-ი.

დურანტი: „წელს საუკეთესოთა შორის ყოფნა არ დავიმსახურე“

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ ლიდერმა კევინ დურანტმა სეზონი შეაფასა და აღნიშნა, რომ მას თავის აქტივში ნამდვილად ვერ შეიტანს.

„თავიდან შექმნილი სიტუაციის გამო გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ახლა მასში დადებით მხარესაც ვხედავ. ჩემი სათამაშო დონე უნდა ვაჩვენო და დავამტკიცო, რომ ბევრი შემიძლია. წელს ლებრონ ჯეიმსისა და სტეფ კარის გვერდით ყოფნა არ დამიმსახურებია. შემდეგ სეზონში ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

ზოგჯერ ადამიანებს საკუთარი თავის შესახებ უნდა ახსენებდე. მათ დავიწყების უნარი აქვთ“, – ციტირებს დურანტს ESPN-ი.

ცნობისთვის, სხვადასხვა ტრავმის გამო დურანტმა რეწგულარული ჩემპიონატის 55 მატჩი გამოტოვა.

 

კარის ჩინებული დრიბლინგი და ჩაგდება (ვიდეო)

„კლივლენდთან“ ფინალური სერიის მეოთხე მატჩში „უორიორსის“ ლიდერმა სტეფ კარიმ ჩინებული დრიბლინგი შეასრულა, როდესაც იმან შამპერტი და მეთიუ დელავედოვა მოატყუა, რის შედეგაც ტიმოფეი მოზგოვსაც აჯობა და ბურთი მეტოქის ფარში ჩააგდო.

სტეფ კარის მორიგი უნიკალური რეკორდი

დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მესამე მატჩში „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ შვიდი სამქულიანი ჩააგდო, რითაც მიმდინარე პლეიოფში მის მიერ ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობა 64-ს გაუთანაბრდა.  აღნიშნული მაჩვენებელი ლიგის ისტორიის რეკორდია.

ამ მხვრივ, წინა რეკორდი 2000 წელს „ინდიანა პეისერსის“ უკანახაზელმა რეჯი მილერმა დაამყარა, რომელმაც პლეიოფში 58 სამქულიანი ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მას ამისთვის 22 მატჩი დასჭირდა, მაშინ, როდესაც კარიმ პლეიოფში 64 სამქულიანი მხოლოდ 13 შეხვედრაში მიითვალა.

ცნობისთვის, „ჰიუსტონთან“ მესამე მატჩი „გოლდენ სტეიტმა“ ანაგრიშით 115:80 მოიგო, რითაც სერიას ამჟამად 3:0 მოიგებს.

იხილეთ ასევე: სტეფ კარი პრესკონფერენციაზე ორი წლის ქალიშვილთან ერთად მივიდა (ვიდეო)

სტეფ კარი პრესკონფერენციაზე ორი წლის ქალიშვილთან ერთად მივიდა (ვიდეო)

„გოლდენ სტიეტ უორიორსის“ გამთამაშებელი სტეფ კარი „ჰიუსტონ როკეტსთან“ მოგებული ფინალური სერიის შემდეგ პრესკონფერენციაზე ორი წლის ქალიშვილ რაილისთან ერთად გამოცხადდა, რომელიც ჟურნალისტებს ართობდა, სანამ მამამისი კითხვებს პასუხებდა.

სტეფ კარიმ რეი ალენის რეკორდი გააუმჯობესა

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ „მემფისთან“ სერიის მეხუთე მატჩში სამი სამქულიანი ჩააგდო. ამით მისმა კარიერულმა მაჩვენებელმა პლეიოფში 102 სამქულიანს მიღწია.

100 სამქულიანის ჩასაგდებად მას მხოლოდ 28 შეხვედრა დასჭირდა, რაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში უნიკალურ შედეგად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი რეი ალენს ეკუთვნის, რომელმაც მეასე სამქულიანი პლეიოფის 35-ე შეხვედრაში ჩააგდო.

ცნობისთვის, „უორიორსმა“ ანგარიშით 98:78 გაიმარჯვა და ამჟამად სერიას ანგარიშით 3:2 იგებს.

სტეფ კარის იშვიათი დანკი (ვიდეო)

„მემფის გრიზლისთან“ პლეიოფის სერიის მეორე რაუნდის მეოთხე მატჩში „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ლიდერი სტეფ კარი ბურთის მიღების შემდეგ მეტოქის ფარისკენ სწრაფად მივიდა, რის შემდეგაც დანკი შეასრულა, რაც იშვიათად გამოსდის.

კარის დრიბლინგი და ჩინებული სამქულიანი – დღის საუკეთესო ეპიზოდები

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მორიგი დღის ხუთი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

სტეფ კარის მორიგი შესანიშნავი პასი (ვიდეო)

„ნიუ-ორლეან პელიკანსთან“ პლეიოფის სერიის მეორე მატჩში „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ ჩინებული გადაცემა გააკეთა, როდესაც თითქოს უკვე უიმედო სიტუაციაში ბურთი ენდრიუ ბოგუტის მიმართლებით გაგზავნა.

ცნობისთვის, „უორიორსმა“ ანგარიშით 97:87 მოიგო.

კარის წარმოუდგენელი ჩაგდება (ვიდეო)

„ნიუ-ორლეანსთან“ პლეიოფის სერიის პირველ მატჩში „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა სტეფ კარიმ ენტონი დევისის მხრიდან წინააღმდეგობისა და თამაშის წესის დარღვევის მიუხედავად, ბურთი მეტოქის ფარში მაინც ჩააგდო.

ცნობისთვის, „უორიორსმა“ მატჩი ანგარიშით 106:99 მოიგო.

კარიმ ვარჯიშზე ზედიზედ 77 სამქულიანი ჩააგდო (ვიდეო)

„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე MPV-ობის კანდიდატმა, გამთამაშებელმა სტეფ კარიმ ზედიზედ 77 სამქულიანი ჩააგდო. ჯამში სტეფმა 100 სამქულიანი სროლიდან 94 ჩააგდო.

მოთამაშის თქმით, მის კარიერაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია. ცნობისთის, მის თანაგუნდელს კლეი ტომპსონს კარიერაში 36 სამქულიანზე მეტი არასდროს ჩაუგდია.

იხილეთ ვიდეო