“მილანმა” ოფიციალური თანხმობა განაცხადა ბაკას გაშვებაზე

დიდი ხანია იწერება იმაზე, რომ “ვესტ ჰემი” სერიოზულად არის დაინტერესებული “მილანის” ფეხბურთელით, კარლოს ბაკათი…

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა დათანხმდა 29 წლის სპორტსმენის გაშვებას. ეს ყოველივე “ვესტ ჰემის” მესვეურებმა დაადასტურეს. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ თუ ბაკა თანახმა იქნება, ფაქტობრივად, ფორმალობაღა დარჩება იქამდე, რომ მან ინგლისური კლუბის ფორმა მოირგოს.

დაველოდოთ, რას გადაწყვეტს კოლუმბიელი…

“ვესტ ჰემმა” “მილანს” ბაკას სანაცვლოდ დიდი თანხა შესთავაზა

კარლოს ბაკამ გასულ სეზონში “მილანის” შემადგენლობაში 38 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და რამდენიმე გუნდის ინტერესის არეალში მოექცა. მათ შორისაა “ვესტ ჰემი”, რომლის ხელმძღვანელობა ამ ზაფხულზე კლუბის სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც “ჩაქუჩებმა” ბატჩუაი დაკარგეს (ბელგიელმა “ჩელსის” მიაშურა), მათი მთავარი მიზანი ახლა სწორედ კოლუმბიელი ფორვარდის შეძენა გახდა. ინგლისელები 29 წლის მოთამაშეში 26 მილიონ ფუნტს ჩამოდიან და, რაც მთავარია, ისინი კარლოს ბაკას გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ. აქვე გეტყვით, რომ იტალიურ გუნდში კარლოსის ანაზღაურება კვირაში 60 000 ფუნტია.

ბაკა “სევილიადან” წასვლაზე არ ფიქრობს

“სევილიას” ფორვარდმა კარლოს ბაკამ განაცხადა, რომ კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს.

“ყველა ფეხბურთელი დიდი გუნდში მოხვედრაზე ოცნებობს, მაგრამ მე უკვე ვარ ასეთი გუნდის ფეხბურთელი. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ამ სეზონის კარგად დასრულებაა.

იმედია მაქვს კოლუმბიის ნაკრების 23-კაციან განაცხადში მოვხვდები და მუნდიალზე შევძლებ თამაშს. შემდეგ კი, “სევილიას” დავუბრუნდები და აქ ვიბრძოლებ მაღალი მიზნებისთვის” – განაცხადა ბაკამ.

შეგახსენებთ, რომ ბაკა სევილიურ კლუბში გასულ ზაფხულს, “ბრიუგედან” გადავიდა. მანამდე კი, ბოლივიურ და ვენესუელურ კლუბებში ასპარეზობდა.