პორტუგალიის ნაკრებისა და “ფიორენტინას” ყოფილმა თავდამსხმელმა ნუნუ გომეშმა “მილანის” შემტევი რაფაელ ლეაო ტიერი ანრის, ადრიანოს და რონალდოს შეადარა.
“ლეაოს თამაშს არ გავუკვირვებივარ. მე მას 15 წლის ასაკიდან ვიცნობ. ის ჯერ კიდევ პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდებში გამოირჩეოდა და მისი ნიჭით მაშინვე მოვიხიბლე.
ის თავის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის უკვე არის. სტეფანო პიოლის დავეთანხმები და ვიტყვი, რომ ლეოა ტიერი ანრის მაგონებს, თუმცა სიძლიერით “იმპერატორ” ადრიანოს და ფეთქებადობით “ფენომენო” რონალდოსაც მახსენებს.
ლეაო ძალიან განვითარდა და მომავალში კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეეძლება. თუ მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ითამაშებს, უფრო მეტ გოლსაც გაიტანს.
უცხოელი თავდამსხმელისთვის სერია A-ში თავის გამოჩენა რთულია, მაგრამ თუ იტალიურ გამოცდას ჩააბარებ, ესე იგი მზად ხარ. ლეაომ ამ სეზონში უკვე აჩვენა თავისი ფასი, მომდევნო წელს კი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდება”, – აღნიშნა ნუნუ გომეშმა “ლა გაძეტა დელო სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
რაფა ლეაომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 41 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მას “მილანთან” კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, თუმცა “როსონერის” შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება 2026 წლამდე სურს.