ნუნუ გომეში: „ფიგუ ჭკვიანია, ხოლო რონალდუ – ძლიერი“

წარსულში ცნობილმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ნუნუ გომეშმა მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ნახევარმცველ ლუიშ ფიგუს შეადარა.

„თავის დროზე ფიგუ საუკეთესო იყო. ახლა კი საუკეთესო რონალდუა. ფიგუ უფრო ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, სამაგიეროდ, კრიშტიანუ – უფრო ძლიერია.

შესაძლოა, რონალდუ მეტს იტანს, რისი მიზეზიც ის არის, რომ მას რამდენიმე პოზიცაზე თამაშის უნარი აქვს.

ფიგუ ძირითადად ფლანგზე თამაშობდა, თუმცა ძალიან სწრაფი იყო“, – განაცხადა გომეშმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნედვედი: „ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. „ბებერი ქალბატონის“ ელჩი პაველ ნედვედი აღნიშნულ წყვილში ფავორიტად პორტუგალიურ გუნდს თვლის.

„ძალიან რთული მეტოქე გვერგო. გასულ წელს „ბენფიკა“ ფინალში „ჩელსის“ შეხვდა. ფეხბურთელებს, რომლებმაც უკვე ითამაშეს ფინალურ მატჩში, ძალიან უნდათ თასის მოგება. ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი. პორტუგალიელები ბოლო წლებში ევროპის ლიგაზე წარმატებით გამოდიან. 2011 წელს „ბენფიკამ“ ნახევარფინალამდე გააღწია, გასულ სეზონში კი – ფინალამდე. ამიტომ, ვთვლი, რომ „ბენფიკას“ უფრო დიდი შანსი აქვს“, – განაცხადა ნედვედმა „ევროსპორტის“ ეთერში.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში გაიმართება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი

ნუნუ გომეში: „იუვე“ ძლიერი გუნდია, თუმცა შეუძლებელი არაფერია“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე პორტუგალიური „ბენფიკა“ ტურინის „იუვენტუსს“ დაუწყვილდა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელებმა შარშან ფინალშიც ითამაშეს, თუმცა ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდნენ. „ბენფიკას“ ყოფილი თავდამსხმელი და კლუბის ამჟამინდელი წარმომადგენელმა ნუნუ გომეში თვლის, რომ მეტოქე სერიოზულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

„ნახევარფინალურ ეტაპზე რთული მატჩები გველის. „იუვენტუსი“ ძლიერი, დიდებული კლუბია. ჩვენი მეტოქე იტალიის ჩემპიონია, „ბებერ ქალბატონს“ სხვადასხვა სახის ბევრი ტიტული აქვს მოგებული. მოედანზე მუყაითად უნდა ვიმუშაოთ, შეუძლებელი არაფერია. იმედი მაქვს, ტურინში გასამართ ფინალურ მატჩში სწორედ ჩვენ ვითამაშებთ“, – განუცხადა ნუნუ გომეშმა „ევროსპორტს“.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში შედგება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი