სიმეონე: “რეალმა” კარგი რაღაც ყველა ესპანური გუნდისგან ისწავლა “

დღეს მადრიდული დერბია: “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ.

ლა ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩის წინ, რომელიც “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება, “როხიბლანკოს” მწვრთნელმა, დიეგო პაბლო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა.

“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ისინი ახლა ყველაზე ძლიერები არიან, ისევე, როგოც “ბარსელონა” – თავის პერიოდში. “ბლანკოსმა” ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო, ასევე, შარშან ლა ლიგის თასიც აღმართა. ისინი ჩვენზე ეუკეთესები არიან. ზინედინ ზიდანის გუნდმა ყველა ესპანური გუნდისგან რაღაც კარგი ისწავლა.”

“ისინი ითვალისწინებენ იმ ასპექტებს, რომლებსაც სხვები თვალთახედვაში ვერ იღებენ. “რეალს” ეს ყველაფერი რეზერვში აქვს. რაც კლუბში მოვედი, ყველა დერბი ერთნაირია. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ის ხვალ განსხვავებული იქნება. გრიზმანზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ის შესანიშნავი მოთამაშეა. მას დიდი ენთუზიაზმი აქვს. იმედი მაქვს, ხვალ ანტუანი ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს ჩაატარებს,” – აცხადებს სიმეონე.

საულ ნიგესი: “რეალში” ბევრი რამ ვისწავლე”

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა ფეხბურთის თამაში “რეალში” დაიწყო. თუმცა, 13 წლის ასაკში ის “ატლეტიკოს” აკადემიაში გადავიდა და იქ განაგრძო განვითარება.

22 წლის ესპანელმა თავისი წარსული გაიხსენა.

“ბევრი ცუდი რამ გამოვცადე, თუმცა, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ 11 წლის ბავშვს შესაძლოა, ეს დაემართოს. იმ დროს ხალხმა ჩემზე საშინელებების საუბარი დაიწყო. თუმცა, გეტყვით, რომ “რეალში” გატარებული დრო ჩემთვის იმ მხრივ იყო კარგი, რომ განვვითარდი, საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინე და თავდაჯერებულობა შევიძინე. მადლობა “ბლანკოსის” მესვეურებს.”

“აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. კარგად მახსენდება ის დრო, როცა “ატლეტიკომ” “რაიოში” გამანათხოვრა. პროდუქტიული სეზონის შემდეგ, აქ დავბრუნდი და “ვალენსიაში” იჯარით წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. თუმცა, დიეგო სიმეონემ ჩემი პროსრესი შეამჩნია და გუნდში დამტოვა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რის შემდეგაც “ატლეტიკოშიც” მოვიკიდე ფეხი. მსურს, პროგრესი განვაგრძო და დიდ წარმატებას მივაღწიო,” – აცხადებს საული.

რონალდუ: “ჩემი ოცნება მეხუთე ოქროს ბურთის მოგებაა”

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის მიღწევებზე ისაუბრა. ასევე, მან, Marca-სთან კომენტარის დროს, საკუთარ ოცნებაზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩემპიონთა ლიგა ბოლო ორ სეზონში ორჯერ მოვიგეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტიტულს მშვენივრად ვიცავთ. ამ მიღწევას სხვებმა აუცილებლად უნდა სცენ პატივი. ვფიქრობ, ვაჩვენეთ, რომ მაშინ ვართ მზად, როცა ეს საჭიროა. დასახულ მიზნებს მივაღწიეთ. ეს დიდი შრომის, მონდომებისა და თავდაჯერების ფასად გავაკეთეთ.”

“მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ვცდილობ, რომ ყველა საკლუბო ტიტული და პირადი ჯილდო მოვიგო. ახლა კი, დიდი ოცნებაა მეხუთე ოქროს ბურთის მოპოვება. შესაბამისად, მომდევნო წელს კიდევ ერთის მოგების შანსი მექნება. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანი მიჭერს მხარს. ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის მინდოდა, შვილები მყოლოდა. მათ გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია,” – აცხადებს პორტუგალიელი.

ანტუან გრიზმანი: “დერბი უნდა მოვიგოთ!”

მადრიდის “ატლეტიკო” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” პირველად დაუპირისპირდება თანაქალაქელ “რეალს”. შეხვედრა ლა ლიგის მე-12 ტურის ეგიდიდთ შედგება.

სადებიუტო დერბის წინ, ჟურნალისტებთან “როხიბლანკოს” შემტევმა, ანტუან გრიზმანმა ისაუბრა.

“ხალხი ახალ სტადიონზე დიდი ენთუზიაზმით მოვა. მნიშვნელოვანი თამაშია, როგორც ფანებისთვის, ასევე კლუბისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად. პირადად მე, ასეთ დაპირისპირებებში ვცდილობ, რომ ბოლომდე დავიხარჯო, გუნდს დავეხმარო და დასახულ მიზანს მივაღწიოთ.”

“რეალთან” მწარე გამოცდილებაც გვაკავშირებს. თუმცა, წაგებული შეხვედრების დადებითი ისაა, რომ იქიდანაც რაღაცას სწავლობ. ლა ლიგაში ნამდვილად არსებობს პრობლემები, თუმცა ვეცდებით ისინი აღმოვფხვრათ. ამისთვის, როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელი მომართულნი ვართ. დაცვა შესანიშნავად თამაშობს, შეტევაში ცოტა იღბალი გვინდა და ყველაფერი მოგვარდება,” – ამბობს ფრანგი.

ბენზემა “ატლეტიკოსთან” გაკეთებულ მოძრაობაზე: “ასეთ რამეს ყოველთვის ვერ ნახავთ”

გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის “რეალი” თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა და ორი შევხედრის ჯამში მეტოქე ანაგრიშით, 4-1 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა. “ბლანკოისის” მხრიდან ერთადერთი გოლი ისკო ალარკონმა კარიმ ბენზემას ლამაზი მოძრაობის შემდეგ გაიტანა.

ფრანგმა აღნიშნულ მომენტში შესანიშნავი ფინტი გააკეთა, რომლითაც სამ მცველს გასცდა. ბენზემამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს სწორედ ეს მოძრაობა გაიხსენა.

“ჩემი აზრით, ეს ტალანტისა და თავდაჯერებულობის ნაზავი იყო. სწორედ, ეს ორი რამ დამეხმარა, რომ სამი ფეხბურთელი მომეტყუებინა და შეტევა გამემწვავებინა. ასეთი მომენტების ნახვა ყოველ დღე არ შეგიძლიათ. ვფიქრობ, ლამაზი წამები გამოვიდა. ჩემი თავის დავიჯერე და ეს შევძელი,” – ამბობს კარიმი.

კარვახალი: “მეშინოდა, რომ გულის პრობლემის გამო კარიერის დასრულება მომიწევდა”

დანიელ კარვახალს გულთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და საკმაო ხანი გაუცდა. ესპანელმა ვარჯიში სრული დატვირთვით დაიწყო და მას ამ შაბათს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ელიან, რომელიც ლა ლიგა სანტანდერის ეგიდით შედგება.

“რეალის” მარჯვენა მცველმა უკვე აღმოფხვრილ პრობლემაზე ისაუბრა.

“შეშინებული ვიყავი, რომ იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც ჩემი გული იყო, კარიერის დასრულება მომიწევდა. პირველი სამი თუ ოთხი კვირა, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებდი. იმ პერიოდში გულის ცემას აკვირდებოდნენ, რომელიც ძალიან ნელი იყო. სხეული და მისი ორგანოები თავისებურად რეაგირებენ აქტიურობაზე. განსაკუთრებით, ეს მაშინ, ხდება, როცა ათლეტი ხარ და დიდი დატვირთვა გაქვს. ბედნიერი ვარ, რომ ეს ყოველივე დავძლიე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.”

“დაბრუნება უფრო ადრე მინდოდა, თუმცა ექიმებთან და მწვრთნელთან საუბრის შემდეგ, გადაწყდა, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველივე მატჩში მივიღებდი მონაწილეობას. როგორც ექიმები მეუბნებიან, არანაირი საფრთხე არ მემუქრება და ჩემი გული მოსალოდნელ დატვიტრთვას გაუძლებს. უკვე მშვიდად ვარ და მოუთმენლად ველი, როდის გავალ მოედანზე,” – ამბობს კარვახალი.

კარიკატურა: იყიდება დამტვრეული გარეთ ბეილი

გარეთ ბეილი კვლავ ტრავმირებულია. მადრიდის “რეალის” შემტევმა ცოტა ხნის წინ ვარჯიშზე კუნთის დაზიანება მიიღო და ოთხიდან ექვს კვირამდე უქმობა მოუწევს. უელსელს, ფაქტობრვად, ერთი წელი გაუცდა.

აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ ZEZO-ს კარიკატურას: “იყიდება დამტვრეული გარეთ ბეილი.”

 

 

გადაწყდა: ვინ იმსაჯებს მადრიდულ დერბიში?

სანაკრებო პაუზის შემდეგ, მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს” 18 ნოემბერს, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” მიიღებს.

გაირკვა იმ არბიტრის ვინაობა, რომელიც აღნიშნულ დერბიში იმსაჯებს. ლა ლიგა სანტანდერის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩს დავიდ ფერნანდეს ბორბალანი განსჯის. სწორედ 44 წლის ესპანელი იყო “ვისენტე კალდერონზე” გამართული ბოლო დერბის რეფერი, რომელიც 2016 წლის 19 ნოემბერს შედგა. მაშინ, “ბლანკოსმა” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთრიკით იმარჯვა.

აქვე გეტვყით, რომ ზემოთ ნახსენებ თამაშში ბორბალანმა “ატლეტიკოს” მხრიდან” გოდინი, გაბი, კორეა და კოკე გააფრთხილა, ხოლო, “რეალის” მხრიდან ყვითელი ბარათი რონალდუსა და ვასკესს უჩვენა.

რამოსი: “ნეიმარისთვის “რეალის” კარი ღიაა”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა “პსჟ”-ს შემტევი, ნეიმარი აქო და განაცხადა, რომ ბრაზილიელისთვის “ბლანკოსის” კარი ყოველთვის ღიაა.

“სასიამოვნოა, როცა საუკეთესო ფესბურთელები გყავს გუნდში. ნეიმარი სწორედ ასეთ მოთამაშეებს მიეკუთვნება. ალბათ, უფრო ადვილი იყო ნეიმარისთვის, რომ “პსჟ”-ში წასულიყო, ვიდრე პირდაპირ “რეალში” გადმოსულიყო. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილება იყო. ვერ იტყვი, რა მოხდება მომავალში, ჩვენ ხომ ფეხბურთის ნაწილნი ვართ.”

“ამჟამად, ნეიმართან კარგი ურთიერთობა მაქვს. მინდა მას საჯაროდ ვუთხრა, რომ “რეალის” კარი მისთვის ღიაა,” – აცხადებს მადრიდელთა კაპიტანი.

ზიდანმა მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში 23 ფეხბურთელი დააყენა

მადრიდის “რეალის” მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო სტილის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი მუდმივი როტაციაა. იგი ამ ამ პრინციპს არც ამ სეზონში ღალატობს.

საგულისხმოა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ლა ლიგის უკანასკნელ, მე-11 ტურში ძირითად შემადგენლობაში ხესუს ვალიეხო დააყენა. ახალგაზრდა მცველი აღმოჩნდა 23-დან 23-ე მოთამაშე იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ამ სეზონში ლა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში პირველივე წუთიდან იმყოფებოდნენ სასტარტოში.

“ბლანკოსმა” გასულ ზაფხულში ალვარო მორატა და ხამეს როდრიგესი გაუშვა, თუმცა ახალაგზრდებით მიიღო შევსება: ტეო ერნანდესი, დანი სებალოსი, მარკოს ლორენტე, ბორხა მაიორალი, აჩრაფ ჰაკიმი. სწორედ მათ შეძლეს და რამდენიმე თამაშში დაიწყეს პირველივე წუთიდან თამაში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლა ლიგა სანტანდერის თერთმეტი შეხვედრიდან ყველაზე ხშრად ძირითად შემადგენლობაში სერხიო რამოსი (10) იყო. ამ მხრივ მეორე პოზიციას კაზემირო (9) იკავებს.

“რეალმა” “ლას პალმასს” დამაჯერებლად სძლია (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შევხედრაში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლას პალმასი” მიიღო. ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც “ბლანკოსმა” კუთხური მოაწოდა და კაზემირომ თავით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. ეს ყოველივე 41-ე წუთზე მოხდა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე მარკო ასენსიომ საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო. ხოლო, 74-ე წუთზე კი ისკომ ივარგა. მას საგოლე გადაცემა კრიშტიანუ რონალდუმ გაუკეთა. საბოლოოდ, მადრიდელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს.

ამ მოგების შემდეგ ზიდანის შეგირდებს 23 ქულა აქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. “ლას პალმასი” ექვსი ქულით ბოლოს წინა პოზიციაზეა.

 

ბეილი, ზიდანის სურვილით, არც “ლას პალმასთან” და არც ორ სანაკრებო მატჩში ითამაშებს

ხვალ მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში “ლას პალმასს” მიიღებს. აღნიშნული მატჩისთვის განაცხადი უკვე დაასახელა “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა. მასში არაა გარეთ ბეილი.

უელსელ შემტევს რამდენიმე კვირაა, რაც ტრავმა აქვს. მან დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით ხვალ მაინც არ გავა მოედანზე. ამავე დროს, მისი სურვილით, გარეთი არც მომავალი კვირის სანაკრებო პაუზაზე დაემხარება უელსის ეროვნულ გუნდს, რომელიც, თავის მხრივ, საფრანგეთსა და პანამას დაუპირისპირდება.

“ბეილი ხვალ არ ითამაშებს. ის განაცხადში არ შევიყვანე. ასევე, იგი არც საკუთარი ქვეყნის ნაკრებს დაეხმარება. ახლა მან ორი ვარჯიში თავიდან ბოლომდე ჩაატარა. ჩვენი სურვილია, ბეილი, რაც შეიძლება, მალე დაგვიბრუნდეს,” – აცხადებს “ზიზუ”.