“მანჩესტერ სიტის” ბელგიელმა მცველმა, ვინსენ კომპანიმ გუნდის თავკაცზე, პეპ გვარდიოლასა და მის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
“ჩემი აზრით, პეპ გვარდიოლას ნომერ პირველი უნარი რომლის სწავლა ან სწავლებაც შესაძლებელია, არის თამაშის ტექნიკური და ტაქტიკური ასპექტების სწრაფი ხედვა.
მატჩში ხშირადაა ისეთი მომენტები, როდესაც ჩვენ თვითონაც არ ვიცით რა ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალ ფეხბურთელებთან გვიწევს თანამშრომლობა. პეპს კი მაშინვე შეუძლია სიტუაციაში გარკვევა და სწორ მითითებებსაც გვაძლევს, რაც მომგებიან პოზიციაში გვამყოფებს.
მისი ხედვები ფეხბურთის მიმართ ნამდვილად უნიკალურია. მას საკმაოდ ადვილად შეუძლია თავისი ფიქრების გადმოცემა ჩვენთვის. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მიაღწია მან წარმატებებს თავის ყოფილ კლუბებში,” – აცხადებს კომპანი.