“ბარსელონამ” მუნირი “ალავესში” გაანათხოვა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, მუნირ ელ ჰადადი მომავალ სეზონს იჯარის წესით “ალავესის” რიგებში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ესპანური გუნდების ოფიციალური ვებ-გვერდებიც ადასტურებენ.

მხარეებმა 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიაღწიეს.

მუნირმაგასული სეზონი “ვალენსიას” რიგებში გაატარა, სადაც ის 1 სეზონით იყო განათხოვრებული. ამ უკანასკნელმა ლა ლიგის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 ივლისი


ალვეშის ტრანსფერი ოთხშაბათს გაოფიციალურდება

ფრანგული პრესის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ოთხშაბათს სპეციალურ კონფერენციას მართავენ, სადაც ახალი სეზონის შესახებ უნდა ისაუბრონ.

Sky Sports-ის ჟურნალისტები კი ირწმუნებიან, რომ სწორედ ამ კონფერენციაზე მოხდება დანი ალვეშის ოფიციალური წარდგენა, რომელმაც უკვე მიაღწია შეთანხმებას პარიზულ გრანდთან.


“ბორუსიამ” “ჩელსისა” და “მილანს” 70-მილიონიანი შანსი მისცა

The Sun-ის ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიამ” უკვე მისცა გუნდიდან წასვლის უფლება გაბონელ შემტევს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, რომლის ანგარიშზეც “ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 189 მატჩში გატანილი 120 გოლია.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანელებმა უკვე გაუგზავნეს შეთავაზებები ლონდონის “ჩელსისა” და “მილანის” ხელმძღვანელებს – ისინი თავიანთი ლიდერის ტრანსფერში 70 მილიონ ფუნტს ითხოვენ.


ვიტოლო “ჩელსიში”?

ლონდონის “ჩელსის’ ხელმძღვანელები მადრიდის “ატლეტიკოს” სატრანსფერო დისკვალიფიკაციის სასარგებლოდ გამოყენებას და “სევილიას” გარემარბის, ვიტოლოს გადაბირებას გეგმავენ.

Cadena Cope-ს ცნობით, “არისტოკრატებმა” უკვე გაუგზავნს ოფიციალური წინადადება “სევილიას” და პასუხს უახლოეს დღეებში ელიან.


ვენგერი მბაპეს შეხვდა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი “მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავს, კილიან მბაპეს შეხვდა. ამ ინფორმაციას France Football ადასტურებს.

წყაროს ცნობით, შეხვედრა 14 ივნისს გაიმართა და სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ვენგერი მაქსიმალურად ცდილობდა მბაპეს დარწმუნებას, რომ ის ტიერი ანრის ნაკვალევს გაჰყოლოდა. თუმცა ჯერ არ ვიცით, რამდენად შეძლო მან ეს.


პრემიერ ლიგის კლუბები მუნირს არ ეშვებიან

ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბები კატალონიის “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფ ახალგაზრდა თავდამსხმელს, მუნირ ელ ჰადადს არ ეშვებიან.

Goal-ის ცნობით, 14 მილიონ ევროდ შეფასებულიფეხბურთელის გადაბირებით “შალკესთან” და “ლიონთან” ერთად, “კრისტალ პალასი”, “საუთჰემპტონი” და “ვესტ ჰემიც” არის დაინტერესებული.


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 ივლისი


მოუ ლუკაკუსთვის 100 მილიონ ფუნტს ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა საკუთარი საბანკო ანგარიშიდან 100 მილიონი ფუნტი გაიტანოს “ევერტონის” ბელგიელი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერისათვის.

Sportsmail-ის ცნობით, ამ დროისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთადერთი მეტოქე ლონდონის “ჩელსია”, თუმცა ისინი 100 მილიონის გადახდას არ აპირებენ.


“ატლეტიკო” კოშტას ჩინეთში ანათხოვრებს?

ბრიტანული The Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები გუნდში ესპანელი თავდამსხმელის, დიეგო კოშტას დაბრუნებას აპირებენ.

სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო, მადრიდელებს სურთ, რომ კოშტამ დროის გარკვეული ნაწილი ჩინეთში გაატაროს არენდის წესით და ესპანეთს იანვრის თვეში დაუბრუნდეს.


მუნირი ლაკაზეტის შემცვლელად

ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრანგული “ლიონი” ალექსანდრე ლაკაზეტის შემცვლელს “ბარსელონას” თავდამსხმელში, მუნირ ელ ჰადადში ხედავს.

მუნირის ტრანსფერით სანკტ-პეტერბურტის “ზენიტია” დაინტერესებული და 15 მილიონსაც სთავაზობს “ბარსას”, მაგრამ თავად ფეხბურთელი რუსეთში გადაბარგების კატეგორიული წინააღმდეგია.


“არსენალი” ლემარის ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ალექსანდრე ლაკაზეტის გადაბირების შემდეგ, გუნდის გაძლიერებას ტომას ლემარის დამატებითაც გეგმავენ.

უარყოფილი 35-მილიონიანი წინადადების შემდეგ, “მეთოფეებმა” “მონაკოს” ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება გაუგზავნეს, სადაც ინგლისელები ფრანგებს ბონუსებსაც სთავაზობენ.


“რეალი” “რეალ სოსიედადის” 40-მილიონიანი მცველით ინტერესდება

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერზე მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მადრიდულ კლუბს დანილო დატოვებს.

როგორც იცით, “ბლანკოსის” დაცვის მარჯვენა ფლანგი დანი კარვახალის წყალობით უსაფრთხო ხელშია, მაგრამ კარვახალსაც სჭირდება შემცვლელი, ახალგაზრდა, 21 წლის ოდრიოსოლას კი ნამდვილად შესწევს ამის ძალა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (17 აგვისტო)

ჰარტი კვლავ არ ათამაშეს; Marca-მ უკვე შეთანხმებულიაო

პეპ გვარდიოლამ ჯო ჰარტს “მანჩესტერ სიტის” კარი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მატჩშიც არ ანდო, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის იმ ფაქტს, რომ კლაუდიო ბრავო “ეტიჰადზე” გადმობარგდება.

ესპანური ტაბლოიდის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლას “სიტიმ” თავის ყოფილ კლუბთან, “ბარსელონასთან” კლაუდიო ბრავოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ზიდანი: “ცესკის დამატებით საქმე კიდევ უფრო გართულდება”

მადრიდის “რეალის” თავკაცი, ზინედინ ზიდანი არ უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცესკ ფაბრეგასი მადრიდულ გრანდს შესთავაზეს, თუმცა ამასთანავე აცხადებს, რომ მისი დამატებით “რეალში” არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.

“თუ გუნდში კიდევ ერთ ცენტრალურ ნახევარმცველს მოვიყვანთ, საქმე კიდევ უფრო გართულდება. ცესკი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეძენა წინდახედულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.”

ESPN: ფონტესთვის “არსენალიც” იბრძოლებს

ლონდონური “არსენალი” “მანჩესტერ იუნაიტედს” “საუთჰემპტონიც” მცველის, ჟოზე ფონტესთვის ბრძოლაში შეუერთდა. ამ ინფორმაციას ბრიტანული ESPN ავრცელებს.

როგორც იცით, “მეთოფეებმა” ორი ცენტრალური მცველი გაგზავნეს ლაზარეთში (მერტესაკერი და გაბრიელი), რის გამოც ამ ადგილს კალუმ ჩემბერსი იკავებს, რაც არც ისე კარგად გამოსდის.

საინტერესო

მუნირმა “პარის სენ-ჟერმენისა” და “შალკეს” ყურადღება მიიპყრო

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენი” და გელზენკირხენული “შალკე” “ბარსელონას” თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. ამ ინფორმაციას მადრიდული Marca ავრცელებს.

20 წლის თავდამსხმელს “კამპ ნოუს” დატოვება ნამდვილად არ უნდა, თუმცა, “ბლაუგრანა” კიდევ ერთი თავდამსხმელის მოყვანას აპირებს. ამ შემთხვევაში კი, მას “ბარსელონას” დატოვება აუცილებლად მოუწევს.

დიკ ადვოკაატი “ფენერბახჩეს” გაწვრთნის

“ფენერბახჩეს” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიკ ადვოკაატი დანიშნეს მას შემდეგ, რაც ორშაბათს გუნდიდან ვიტორ პერეირა გაუშვეს.

“ასეთი დიდი თურქული კლუბის გაწვრთნა მშვენიერი გამოწვევაა, ჩემს ასაკშიც კი.” – აცხადებს ადვოკაატი, რომელიც აქამდე ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.

Daily Mirror: “ბარსელონა” მოულოდნელი ტრანსფერისთვის ემზადება

ბრიტანულ Daily Mirror-ს თუ დავუჯერებთ, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდში “ვესტ ბრომვიჩის” ვენესუელელი თავდამსხმელის, სალომონ რონდონის მიყვანას აპირებენ.

რონდონის მიზანი კატალონიელთა შემტევი ტრიოს დაზღვევა იქნება. მის ალტერნატივად კი “ნიუკასლ იუნაიტედის” აიოზე პერესი მოისაზრება, ისევე როგორც “როსონერის” კარლოს ბაკა.

რას ანიშნებდა ლუის სუარესი ელ ჰადადის გუშინდელ მატჩში (ვიდეო)

17 ოქტომბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რაიო ვალეკანო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი 77-ე წუთზე ლუის სუარესმა გაიტანა. ინტერნეტ-სივრცეში კი გავრცელდა კადრი, რომელშიც ჩანს, თუ რას ანიშნებს ურუგვაელი თავდამსხმელი ახალგაზრდა თანაგუნდელ მუნირ ელ ჰადადის.

“ბარსელონას” ამომავალმა ვარსკვლავმა 85-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

25 აპრილს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში, “ბარსელონას” მეორე გუნდსა” და “პონფერადინას” შორის გამართულ მატჩში (2:1) გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე მუნირ ელ ჰადადიმ გაიტანა.

ელ ჰადადი: “ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო”

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი მუნირ ელ ჰადადი აცხადებს, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში მისი ბავშობის ოცნება იყო.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, მაკედონიის ნაკრებთან გამართულ მატჩში ვისენტე დელ ბოსკემ 19 წლის ფეხბურთელი მოედანზე 77-ე წუთზე შეიყვანა.

“ყოველთვის მინდოდა, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა, ეს ჩემი ბავშოვბის ოცნება იყო, რომელიც ახლა ავიხდინე”, – ამბობს ელ ჰადადი.

“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავის ულამაზესი გოლი ლიტვის ნაკრების კარში

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა, 18 წლის ფეხბურთელმა მუნირ ელ ჰადადიმ ესპანეთისა და ლიტვის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა.

იხილეთ ელ ჰადადის გოლი 00:38-დან

“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელის ბრწყინვალე გოლი

14 აპრილს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალი გაიმართა. “ბენფიკასა” და “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი კატალონიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 0:3 დასრულდა.

შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა მუნირ ელ ჰადადიმ. მისი ერთ-ერთი გოლი კი აღნიშვნის ღირსი ნამდვილად არის.