“თელავი” ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარია! (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები შედგა.

ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” ადგილობრივი “გურია” “თელავს” დაუხვდა. ანგარიში 45 წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გახსნა და სტუმრები წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 82-ე წუთზე ალექსანდრე შენგელიამ გაათანაბრა. წინა მატჩი კახელებმა ანგარიშით, 2-1 მოიგეს. აქედან გამომდინარე, გურულებს მინიმუმ ერთი გოლი სჭირდებოდათ. ამის შანსი მათ 88-ე წუთზე მიეცათ: დათო შერგელაშვილს თერთმეტმეტრიანის დარტყმის შანსი მიეცა, თუმცა მან ეს ვერ გმოიყენა და მატჩიც 1-1 დასრულდა. ორი დაპირისპირების ჯამში 3-2 “თელავის” სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდი შემდეგ ახალ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.