დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგისა და ლიგა 3-ის ქვედა ჯგუფის გათამაშება. დარჩა მხოლოდ ორი საპლეიოფო მატჩი, რომლის წილისყრაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გაიმართა. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ლიგა 3-ის საგზურისთვის 27 ნოემბერს, სამტრედიაში ერთმანეთს შეხვდებიან ზესტაფონის „მარგვეთი“ და წყალტუბოს „სამგურალი 2“, ხოლო 28 ნოემბერს, გორის „ქართლის“ სტადიონზე – დუშეთის „არაგვი“ და წალენჯიხის „სქური“. ორივე შეხვედრა 13 საათზე დაიწყება.
რაც შეეხებათ დანარჩენებს: რეგიონული ლიგიდან აღზევდნენ ჩოხატაურის „ბახმარო“, ხელვაჩაურის „მაჭახელა“, თბილისის „საბურთალო 2“ და თბილისის „ვარკეთილი“.
ლიგიდან გავარდნილების ვინაობა ასეთია: ზუგდიდის „ოდიში 2“, გურჯაანის „ალაზანი“ და ახალქალაქის „აბული“. მათ ადგილს ღია ლიგის გამარჯვებულები – ბათუმის „მეტა“, თბილისის „სპაერი“ და „თბილისი“ დაიკავებენ.
ლიგა 3-დან კი ოთხი კლუბი დაქვეითდა: თერჯოლის „საპოვნელა“, ცხინვალის „ლიახვი“, ხარაგაულის „ჩხერიმელა“ და ზუგდიდის „ოდიში 1919“.
Gff.Ge