რონალდუ ლოპესს ვარცხნილობაზე ეხუმრა, რაც კამერამ დააფიქსირა და კრიშტიანუც დაიბნა (ვიდეო)

“ლა ლიგის” 23-ე ტურში “რეალმა” “ესპანიოლი” მიიღო და ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე, ყოლფილი თანაგუდნელები, კრიშტიანუ რონალდუ და დიეგო ლოპესი ერთმანეთს შეხვდნენ. პორტუგალიელი ესპანელ კიპერს ვარცხნილობაზე გაეხუმრა: “3600 თმის ღერი ამოგივიდა?” ამის შემდეგ, მორატამ კრიშტიანუს უთხრა, რომ ხუმრობის მომენტი კამერამ დააფიქსირა. ამ ნათქვამმა რონალდუ დააბნია.

იხილეთ ვიდეო

 

დიეგო ლოპესს “ჩელსი” არ აინტერესებს

“მილანის” ფეხბურთელი, დიეგო ლოპესი ერთწლიანი იჯარით “ესპანიოლში” იმყოფება. ბოლო ხანებში გავრცელდა ხმები, რომ ლონდონის “ჩელსის” სურდა მისი შეძენა. დიდი ალბათობით ესპანელი მეკარე სათადარიგოთა სკამზე დაჯდებოდა და კურტუას შემცვლელის სტატუსი ექნებოდა.

ამასთან დაკავშირებით კატალონიური გუნდის მეკარემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“ჩელსის” დაინტერესების შესახებ, რა თქმა უდნა, შევიტყვე. ეს ფაქტი მესიამოვნა, რადგან ყოველივე ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს უმაღლეს დონეზე ვაკეთებ. თუმცა, მინიმუმ მომავალ ზაფხულამდე “ესპანიოლის” გარდა, არცერთი გუნდი არ მაინტერესებს.”

“შესაძლებელია, ივლისში “მილანსა” და “ესპანიოლს” შორის მოხდეს შეთანხმება, რომლის შემდეგაც საერთოდ ამ კლუბის ფეხბურთელი გავხდები,” – აცხადებს ლოპესი.

“ჩელსი” ახალი მეკარის დამატებას აპირებს

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრი.

როგორც იცით, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ “არისტოკრატთა” რიგები ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ დატოვოს. ასევე საეჭვოა ასმირ ბეგოვიჩის პოზიციაც.

ბრიტანული პრესის ცნობით, ანტონიო კონტე მათ პოტენციურ შემცვლელებად კრეიგ გორდონს (“სელტიკი”), დიეგო ლოპესსა (“ესპანიოლი”) და ფერნანდო მუსლერას (“გალათასარაი”) განიხილავს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბეგოვიჩის გადაბირების მცდელობა უკვე ჰქონდა “ბორნმუთს”, რომელმაც “ჩელსის” მის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი შესთავაზა. თუმცა, ლონდონელებმა ბოსნიელის გაყიდვაზე უარი განაცხადეს.

ჯენიფერ ლოპესი: “ფეხბურთი გვაერთიანებს”

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა „პიტბულთან“ და ბრაზილიელ მომღერალ კლაუდია ლეიტესთან ერთად მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის სიმღერა ჩაწერა, რომელსაც “We are one (Ole, Ola)” ჰქვია.

როგორც ცნობილია, ჯენიფერს ფეხბურთი საკმაოდ უყვარს და ის კრიშტიანო რონალდუს გულშემატკივარია.

„ფიფას“ ყოველკვირეულ ჟურნალში ლოპესის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც რა თქმა უნდა, ის საფეხბურთო საკითხებზე საუბრობს.

– ამერიკული ფეხბურთი თუ ფეხბურთი (soccer)?
– ორივე ძალიან მიყვარს. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს განსაკუთრებული შემართებით ველი, რადგან ტურნირის მიმდინარეობისას ბრაზილიაში სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავი ადამიანი ჩამოვა. გამოდის, რომ ფეხბურთი სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს გვაერთიანებს.

– რომელია შენი საყვარელი საფეხბურთო გუნდი?
– ამ დროისთვის, მსოფლიოში არაერთი ძლიერი გუნდია, ერთის გამორჩევა კი ნამდვილად გამიჭირდება. თუმცა, როგორც ამერიკელი, ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ვგულშემატკივრობ. ძალიან მომწონს ესპანელებისა და ბრაზილიელების თამაში. მიხარია, რომ მათი ხილვის საშუალება მომეცემა.

– ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელი მოგწონთ?
– კრიშტიანო რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას რამდენიმეჯერ შევხვდი და შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან კარგი ადამიანია. ასევე, ჰოუპ სოლოს (ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრების მეკარე – ავტ.) ვგულშემატკივრობ, ის შესანიშნავი მეკარეა.

– თქვენი ფესვები პუერტო რიკოდან მოდის, ამიტომ დიდი ალბათობით, ფეხბურთი უნდა გიყვარდეთ. გითამაშიათ თუ არა როდესმე ფეხბურთი?
– მე მხოლოდ გულშემატკივარი ვარ, თუმცა ბავშვობაში ფეხბურთი მითამაშია. ახლა კი, ჩემი შვილიც ხშირად თამაშობს.

– რას აკეთებთ იმისათვის, რომ ფორმა შეინარჩუნოთ?
– ცეკვა ძალიან მიყვარს. სანამ შოუს დადგამ, ბევრი ვარჯიში და რეპეტიციაა საჭირო, ამიტომ ყოველთვის ფორმაში ვარ.

– ბრაზილიაში მომავალშიც დაბრუნდებით?
– რა თქმა უნდა, ისევ დავბრუნდები, რადგან ბრაზილია ძალიან ლამაზი ქვეყანაა.

– რომელი გუნდი მოიგებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს?
– ჩემი აზრით, საკმაოდ რთული ტურნირი იქნება, ამიტომ ფავორიტის დასახელება მიჭირს. ვნახოთ, რა მოხდება.

დიტო ჭიჭინაძე