აგენტი: “ჩელსიმ” კურტუას “რეალში” გადასვლის უფლება უნდა მისცეს”

ლონდონის “ჩელსის” მეკარის ტიბო კურტუას აგენტი ქრისტოფ ჰენროტეი საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც ტიბო კურტუამ უკვე განუცხადა “არისტოკრატებს”, რომ მადრიდის “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება.

“ყველა წერს, რომ ყველაფერი ტიბო კურტუას გადასაწყვეტია, მაგრამ ასე არ არის. ტიბო კურტუამ საკმაოდ ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომლის თანახმადაც “რეალში” გადასვლა მისთვის საუკეთესო ვარიანტია.

მისთვის ეს ძალიან დიდი შანსია. კურტუას ძალიან უნდა თავისი ოჯახის სიახლოვეს ყოფნა. “ჩელსის” კი, თავის მხრივ, საკმაოდ კარგი წინადადება აქვს, რომელსაც უნდა დათანხმდეს.

ამბობენ, რომ კურტუა ფულის გამო მიდის. მართალია, მადრიდში ხელფასს გაუზრდიან, მაგრამ მან უკვე არაერთხელ უარყო გაცილებით უფრო სარფიანი წინადადება,” – აცხადებს აგენტი.

მაურიციო სარიმ კურტუას, აზარისა და ვილიანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ლონდონის “ჩელსის” ახალმა მთვარმა მწვრთნლმა მაურიციო სარიმ კურტუას, აზარისა და ვილიანის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“ძალიან ბედნიერი ვარ გუნდში ისეთი ფეხბურთელების ყოფნით, როგორებიც ედენ აზარი, ტიბო კურტუა და ვილიანი არიან. ძალიან მინდა ისინი კლუბში დარჩნენ, თუმცა ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დარჩებიან. თუმცა ბოლო პასუხს თვის ბოლოს გეტყვით, როდესაც ისინი დაბრუნდებიან და მათ პირისპირ გავესაუბრები,”- აცხადებს სარი.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარისა და ტიბო კურტუას ტრანსფერებით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული. ვილიანის ტრანსფერზე კი უკვე სამჯერ მიმართა “ჩელსის” კატალონიურმა “ბარსელონამ”.

მაურისიო სარიმ აზარისა და კურტუას შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა

ლონდონის “ჩელსის” ახლადწარდგენილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ, გუნდში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას, ედენ აზარისა და ტიბო კურტუას მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი ძალიან ახლოსაა “რეალში” ტრანსფერთან.

“რა თქმა უნდა, ფეხბურთელები, რომლებზეც ვსაუბრობთ უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან და მათი შენარჩუნება ძალიან მინდა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში სატელეფონო ზარი ვერაფერს მომცემს.

პირადად უნდა გავესაუბრო ორივე მათგანს, თვალებში უნდა ვუყურებდე და გადავწყვიტო, თუ რა არის საუკეთესო თითოეული ჩვენგანისთვის. გადაწყვეტილების მიღებამდე კი მსურს, ფეხბურთელები მოედანზეც ვნახო, რათა უკეთ გავერკვე ყველაფერში,” – აცხადებს მაურისიო სარი.

“რეალმა” “ჩელსისთან” ტიბო კურტუას ტრანსფერის ფასი შეათანხმა

ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯი, ტიბო კურტუა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, კლუბებს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები კულმინაციას უახლოვდება. მხარეებმა უკვე შეათანხმეს ტრანსფერის ფასი – დაახლოებით 35 მილიონი ევრო. კონტრაქტი კი მინიმუმ ოთხ წელზე იქნება გაწერილი.

შეგახსენებთ, რომ კურტუა “არისტოკრატთა” რიგებში 2011 წლიდან ირიცხება, თუმცა ამ უკანასკნელმა 2011-2014 წლები მადრიდის “ატლეტიკოს” მაისურით გაატარა, სადაც ის განათხოვრებული გახლდათ.

კურტუა მომავალზე საუბრისას: “მზად ვარ, ყველა წინადადება განვიხილო”

ტიბო კურტუა მზადაა, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილზე დასრულების შემდეგ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ბელგიელი მეკარის გადაბირებით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.

“მუნდიალის დასრულების შემდეგ, მზად ვარ აგენტთან ერთად განვიხილო ყველა შესაძლო ვარიანტი. სიტუაცია კარგად უნდა შევაფასო,” – აცხადებს კურტუა Maca-სთან საუბრისას.

“არამგონია, ჩემი დონის მეკარე სკამზე დასვან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ვიტყვი. დარჩენას არ გამოვრიცხავ, აქაურობა ძალიან მომწონს,” – დაამატა კურტუამ.

გეტყვით იმასაც, რომ მადრიდულ გრანდს ბელგიელი მეკარის ტრანსფერისთვის 35-50 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.

ტიბო კურტუა: “ფავორიტები არა, აუტსაიდერები ვართ”

მართალია, ფეხბურთის ბევრი ექსპერტი ბელგიის ნაკრებს მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს, თუმცა ტიბო კურტუა ასე არ თვლის. ბელგიელები საფეხბურთო ზეიმს 18 ივნისს, დებიუტანტი პანამას წინააღმდეგ გასამართი მატჩით შეუერთდებიან.

“ჩვენ ძალიან ნიჭიერი და კვალიფიცირებული ფეხბურთელები გვყავს. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და ნაკრები საუკეთესო თამაშს აჩვენებს. თვითდაჯერებულები ვართ.

უსამართლო იქნება, დიდი ფავორიტების სახელი რომ დავირქვათ. აუტსაიდერები ვართ, მაგრამ წარმატების შანსი გვაქვს. გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, მაგრამ არ ვაპირებთ წინასწარ დიდი განცხადებები ვაკეთოთ.

ოთხი წლის წინანდელი ბელგიის ნაკრები გმოუცდელი იყო, ბრაზილიაში შეცდომები დავუშვით. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ ვისწავლეთ. ვიცით, რას უნდა ველოდოთ. თავს მშვიდად ვგრძნობთ, მზად ვართ,” – აცხადებს კურტუა.

“ჩელსი” კურტუასთან ახალ კონტრაქტს ვერ ათანხმებს

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელი კარის დარაჯი, ტიბო კურტუა, რომელიც მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება, კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერ ახერხებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები 26 წლის მეკარის გაყიდვის ვარიანტსაც განიხილავენ. მის გარშემო არსებულ სიტუაციას “რეალისა” და “ლივერპულის” მესვეურები აკვირდებიან.

კურტუას წასვლის შემთხვევაში, “არისტოკრატები” მის შეცვლას “რომას” მეკარის, ალისონის, გადაბირებით გეგმავენ. საინტერესოა ისიც, რომ ამ “რეალი” და “ლივერპული” ალისონსაც აკვირდებიან.

“პსჟ” არეოლას არ ენდობა და გუნდში დონარუმას ან კურტუას მიყვანას აპირებს

“პარი სენ-ჟერმენი” მეკარის პოზიციის გაძლიერებას ისახავს მიზნად და უახლოეს მომავალში გუნდში ჯანლუიჯი დონარუმას ან ტიბო კურტუას მიყვანას გეგმავს.

Premium Sport-ის ცნობით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან “პსჟ”-ს ამჟამინდელი პირველი ნომრის, ალფონსო არეოლას ასპარეზობით და ზაფხულში მის გაშვებას აპირებენ.

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარ სატრანსფერო სამიზნეს “მილანის” ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯანლუიჯი დონარუმა წარმოადგენს, რომლის აგენტიც “როსონერის” მოძულე გახლავთ და ამავდროულად საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს პარიზულ კლუბთან.

ტიბო კურტუა კი 19 წლის იტალიელი მეკარის ალტერნატივად განიხილება.

ედენ აზარის “ჩელსიში” დარჩენა ტიბო კურტუაზეა დამოკიდებული

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ლიდერმა და ნახევარმცველმა, ედენ აზარმა “არისტოკრატების” გულში იმედი გააღვივა და მიგვანიშნა, რომ ლონდონში დარჩენისა და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკმაოდ რეალური შანსები არსებობს.

როგორც იცით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც აზარს “რეალში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. ამ სიტუაციას ხელს ზინედინ ზიდანის ფაქტორიც უწყობს, რომელიც აზარის უდიდესი ფანი გახლავთ.

“დიახ. მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ კურტუამ უნდა გაახანგრძლივოს და შემდეგ მე მოვაწერ ხელს,” – განაცხადა აზარმა, რომელსაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კლუბთან ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას.

რაც შეეხება ტიბო კურტუას, ბელგიელი მეკარე ნამდვილად არ ჩქარობს არჩევანის გაკეთებას: “გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის რთულია. თანაც, ვიცი რომ ჩემი ყოფილი მეგობარი გოგონა მადრიდში დაბრუნდა. ეს ფაქტორიც უდიდეს როლს თამაშობს. მზად ვარ ჩემი შვილებისთვის მოვკვდე კიდეც.

ხშირად, როდესაც ისინი მენატრებიან, ვფიქრობ: “ხომ არ დავბრუნდე ესპანეთში?”. სწორედ ამიტომ ვყოყმანობ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

რა თქმა უნდა, მე და აზარი ერთმანეთის მომავალზე დიდ გავლენას ვახდენთ. ის ამბობს “ჯერ შენ გააფორმე და მერე მე” და მეც ანალოგიურად. ვნახოთ, რა მოხდება,” – აცხადებს ტიბო კურტუა.

დონარუმამ, შესაძლოა, “ჩელსიში” კურტუა შეცვალოს

ბოლო დროს უცხოურ პრესაში საკმაოდ აქტიურად წერენ მადრიდის “რეალის” მიმართ “ჩელსის” ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუასადმი ინტერესის არსებობაზე.

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, კურტუას “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, მას 18 წლის იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ამ დროისთვის “მილანის” ღირსებას იცავს.

როგორც იცით, ჯიჯის “როსონერის” ფანებთან რთული ურთიერთობა აქვს და მზადაა, ძალები ახალ კლუბში მოსცადოს. ამბიციებიდან გამომდინარე, ლონდონის “ჩელსი” კი ამის ბრწყინვალე ვარიანტია.

კურტუა: “ჩემს თავს “რეალში” ვერ ვხედავ”

ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯმა, ტიბო კურტუამ საკუთარ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ მის გეგმებში “სტემფორდ ბრიჯის” დატოვება არ შედის.

“ჩემს თავს “რეალში” ნამდვილად ვერ ვხედავ.

კარიერას “ჩელსიში” გავაგრძელებ, კლუბში, რომელმაც ექვსი წლის წინ ბელგიაში აღმომაჩინა და შანსი მომცა ჩემი შესაძლებლობები მსოფლიოსთვის მეჩვენებინა.

კლუბმა იმის უფლებაც მომცა, “ატლეტიკოში” სამი წელი გამეტარებინა. რაც დამეხმარა გავმხდარიყავი ისეთი მეკარე, როგორიც ახლა ვარ.

აქ თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ და წასვლას არ ვაპირებ, ” – აცხადებს ბელგიელი მეკარე.

კურტუა: “ნავასს შესანიშნავი რეფლექსები აქვს”

ბოლო დროს ლონდონის “ჩელსის” მეკარეს, ტიბო კურტუას აქტიურად უკავშირებენ მადრიდის “რეალს”.

ბელგიელმა “ბლანკოსის” ამჟამინდელ კიპერზე, ნავასზე ისაუბრა. ტიბომ კეილორი შეაქო.

“ნავასი ძალიან ძლიერი მეკარეა. მას შესანიშნავი რეფლექსები აქვს. კეილორს დიდ ხანს ტრავმა ჰქონდა, თუმცა ფორმის შენარჩუნება მოახერხა. მას “რეალის” წარმატებაში ძალიან დიდი როლი აქვს.”

“ახლა მეც კარგ ფორმაში ვიმყოფები. ვფიქრობ, მომავალ სეზონში ევროტურნირებს საუკეთესო კონდინციებში შევხვდები,” – განაცხადა კურტუამ.