მაურისიო სარიმ აზარისა და კურტუას შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა

ლონდონის “ჩელსის” ახლადწარდგენილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ, გუნდში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას, ედენ აზარისა და ტიბო კურტუას მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი ძალიან ახლოსაა “რეალში” ტრანსფერთან.

“რა თქმა უნდა, ფეხბურთელები, რომლებზეც ვსაუბრობთ უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან და მათი შენარჩუნება ძალიან მინდა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში სატელეფონო ზარი ვერაფერს მომცემს.

პირადად უნდა გავესაუბრო ორივე მათგანს, თვალებში უნდა ვუყურებდე და გადავწყვიტო, თუ რა არის საუკეთესო თითოეული ჩვენგანისთვის. გადაწყვეტილების მიღებამდე კი მსურს, ფეხბურთელები მოედანზეც ვნახო, რათა უკეთ გავერკვე ყველაფერში,” – აცხადებს მაურისიო სარი.

“ჩელსისა” და მაურისიო სარის შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ბოლო მომენტში ჩაიშალა

“ნაპოლის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის, ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა გამორირიცხა. ამ ინფორმაციას იტალიური CalcioNapoli24 ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 25 მაისს სარიმ 4-წლიანი კონტრაქტი შეთანხმა “ჩელსისთან”, მისი ხელფასად კი 6 მილიონი ევრო იყო გათვლილი წელიწადში. თუმცა, ბოლო მომენტში “ჩელსიმ” უარი განაცხადა “ნაპოლისთვის” სარის კონტრაქტის გასაწყვეტად 8 მილიონი ევროს გადახდაზე.

“ნაპოლის” იურისტის, მატია გრასანის, ცნობით. ნებისმიერმა კლუბმა, რომელსაც სარის კონტრაქტის შესყიდვა უნდა, “ნეაპოლიტანელებს” უნდა მიმართოს. სარის კონტრაქტში, რომელსაც ვადა 2019 წელს ეწურება, არ არის პუნქტი, რომელიც მას ინდივიდუალურად მოქმედების უფლებას აძლევს.

სარის აგენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრისას იხუმრა კიდეც: “ჩელსი”? ეს რა არის? მსგავსი არაფერი გამიგია, საფეხბურთო კლუბია? ჩვენ მხოლოდ “ნაპოლი” ვიცით.”

გვარდიოლა: “სარი ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია ფეხბურთის ისტორიაში”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მაურისიო სარიზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ “ნაპოლის” ექს-თავკაცმა უახლოეს მომავალში “ჩელსი” ჩაიბაროს და პეპის უშუალო მეტოქე გახდეს.

“სარი ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია ფეხბურთის ისტორიაში. მწვრთნელებს იმის მიხედვით სჯიან, თუ რა მოიგეს, მაგრამ სარიმ “ნაპოლის” ნამდივლი ფეხბურთი აპოვნინა – ეს სინათლის სხივი იყო.

მან ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა მართოს გუნდი. მისი ხელმძღვანელობით “ნაპოლი” ყოველ მატჩში ნამდვილ სპექტაკლს დგამდა. მასთან დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებდი.

ჩემპიონობისთვის “ნაპოლიმ” ყველაფერი გააკეთა. თუმცა მცირე დეტალებმა ყველაფერი სხვაგვარად შეატრიალეს. “იუვეს” “მილანთან” რომ წაეგო, “ნეაპოლიტანელები”, ალბათ, ჩემპინები იქნებოდნენ,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა.

სარი გაბრაზებულია: “ნაპოლისგან” ამას არ ვიმსახურებდი”

იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, მაურისიო სარი უკმაყოფილოა “ნეაპოლიტანელთა” ქმედებებით. როგორც იცით, მაურისიო სარის კლუბიდან მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გაუშვეს, მისი ადგილი კი კარლო ანჩელოტიმ დაიკავა.

“კლუბისგან ასე გაშვებას ნამდვილად არ ვიმსახურებდი, ეს ამბავი ტელევიზორის მეშვეობით გავიგე. ამ სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რამეზე მომიწია თვალის დახუჭვა” – ციტირებს სარის სიტყვებს Il Mattino.

მართალია, “პარტენოპეიში” გატარებული სამი წლის მანძილზე სარიმ ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ მისი თაოსნობით “ნაპოლი” სკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობდა და ორჯერ სერია ა-ში მოპოვებულ ქულათა რეკორდიც დაამხო (ბოლო სეზონში 91 დააგროვა).

იტალიური პრესა: “ნაპოლი” ანჩელოტის შეუთანხმდა

იტალიური პრესის, კერძოდ Corriere dello Sport-ის, მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, “ნაპოლის” მომავალი სეზონიდან კარლო ანჩელოტი გაწვრთნის.

როგორც იცით, 58 წლის იტალიელ სპეციალისტს მაურისიო სარის შეცვლა დაევალება, რომლის მიმართაც ინტერესს “ჩელსისა” და “ზენიტის” მესვეურები იჩენენ.

საიდუმლო არავისთვის არაა, რომ “ნაპოლის” ჩაბარების შემთხვევაში კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, მას ერთ ნათელ მიზანს დაუსახავს – სერია ა-ს მოგება.

კარლო ანჩელოტის ბოლო კლუბი მიუნხენის “ბაიერნი” იყო, საიდანაც ზამთარში დაითხოვეს. “პაპა კარლოს” “არსენალშიც” შესთავაზეს სამუშაო, მაგრამ ლონდონში გადაბარგება იუარა.

სარი: “სამწუხაროა, რომ ნაპოლიმ “სკუდეტო” სასტუმროში წააგო და არა მოედანზე”

მაურისიო სარის “ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უფრო ძლიერი მაინც ტურინის “იუვენტუსი” აღმოჩნდა. მაურისიომ ეს ყოველივე პრესასთან შეაფასა.

“ყველა იმას ამბობს, რომ “იუვენტუსი” უფრო ძლიერია. მათი ყველა თამაში არ მინახავს, რომ განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება,” – აცხადებს სარი.

მას ჰკითხეს, თუ რას შეცვლიდა იმ ღამეს, როდესაც “იუვემ” “ინტერს” ქამბექი შეუსრულა (3-2), რის შემდეგაც “პარტენოპეი” “ფიორენტინასთან” განადგურდა (3-0).

“ფლორენციაში, სასტუმროში ყოფნისას თამაშის ყურების ნაცვლად, ადრე უნდა დაგვეძინა. იმ ღამეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღეთ. ერთადერთი რასაც ვნანობ არის ის, რომ “სკუდეტო” სასტუმროში წავაგეთ და არა მოედანზე,” – დაამატა 59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

მაურისიო სარი: “არ ვიცი, რა მოხდა საწყის წუთებში”

“ნაპოლის” თავკაცმ,ა მაურისიო სარიმ  “მანჩესტერ სიტისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მაურისიო სარი: “არ ვიცი რა მოხდა საწყის 30 წუთში. მეტოქეს ძალიან კარგი შანსები მივეცით და ამიტომაც დავისაჯეთ, რაც შეეხება მთლიანად მატჩს, მე ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, მათ აჩვენეს, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. მეორე ნახევარში მეტოქეს აქტიური პრესინგი შევთავაზეთ ჩვენს ნახეარზე, მაგრამ ეს არ იყო, როგორც გუნდური, ჩვენ ინდივიდუალურად ვცდილობდით ფეხბურთელების აყვანას.”

“შეხვედრაში მრავალი საგოლე მომენტი შეიქმნა და ვფიქრობ, რომ მაყურებელს კარგი სანახაობა შევთავაზეთ. რაც შეეხება “სიტის”, ისინი ყველასთვის სერიოზული კონკურენტები არიან. ეს გუნდი საკმაოდ სწრაფ და ტაქტიკურადაც სწორ ფეხბურთს გვთავაზობს. თუ “სიტი” შეინარჩუნებენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მსგავს მდგომარეობას, ისინი მიზანს მიაღწევენ.” – განაცხადა მაურისიო სარიმ.

სარი: “სერია ა-სთვის შეუფერებელ მოედანზე მოგვიწია თამაში”

მაურისიო სარი კმაყოფილია, რომ საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში მყოფ მოედანზე თამაშის მიუხედავად მისმა ბიჭებმა სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს და ნეაპოლში სამი ქულა წაიღეს (“სპალი” 3-2 “ნაპოლი”).

“სპალმა” ბრწყინვალე თამაში შემოგვთავაზა, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენი ნახევარმცველების ბლოკირებას. სამწუხაროდ, მათი მოედანი სერია ა-სთვის შეუფერებელი იყო და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ასეთ მდგომარეობაში გვიწევს თამაში.

ჩვენი თამაშის სტილიდან გამომდინარე, ეს ფაქტორი დიდ პრობლემას გვიქმნიდა გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ ჯერზე დამატებითი გარჯა გვიწევდა ბურთის დასამორჩილებლად, კიდევ ერთი შეხება.

ყველაფერთან ერთად, მეტოქე ძალიან მოტივირებული იყო და მოედანზე ყველაფერი დადო. მეორე ტაიმში ძალიან კარგად უნდა გვეთამაშა გამარჯვებისათვის და ასეც მოვიქეცით,” – აცხადებს სარი.

“ნაპოლის” თავკაცი: “რეალს” ვეთამაშებით, რაც ნამდვილად სასიხარულო რამ არის”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ ჩემპიონთა ლიგაზე საუბრისას აღნიშნა, რომ წილისყრის შედეგებით, რომლის გამოც, ნეაპოლელებს “რეალთან” მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა, კმაყოფილია.

“რეალს” ისეთი გუნდი ჰყავს, რომელსაც რამდენიმე წუთში შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.

ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მსოფლიოს უდიდეს კლუბს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე დავუპირისპირდებით, რაც ნამდვილად სასიხარულო რამ არის.

რა თქმა უნდა, ისინი რაღაცაში ყოველთვის დაგვჯაბნიან, მაგრამ არც სუპერმენები არიან. მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ. შემდეგ კი, ერთ დღეს, უკან მოვიხედებით და ვიტყვით, რომ “ბერნაბეუზე” ღირსეულად ვითამაშეთ.”

სარი „ნაპოლიში“ დარჩება – „Football-Italia“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი მაურსიო სარი თავის პოსტზე დარჩება, წერს „Football-Italia“.

კლუბთან მოქმედი კონტრაქტი სპეციალისტს მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა იტალიელ ჟურნალისტებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ის ნეაპოლში დარჩება. წყაროს ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ სარი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და გუნდის მომავალს განიხილავს. სხვა თემებზე ყურადღების გადატანის აცილების მიზნით სარის მოლაპარაკებების ახლა დაწყება არ სურს.

მჭედლიძე უმწვრთნელოდ დარჩა

“ემპოლის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ თანამდებობა დატოვა.

ლევან მჭედლიძის კლუბს ის 2012 წლიდან წვრთნიდა და სერია ა-შიც გუნდი სწორედ მან დააბრუნა.

გასული სეზონი “ემპოლიმ” 42 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულა.