მადრიდის “რეალი” და “ლივერპული” 15 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელით დაინტერესდნენ. როგორც დანიური პრესა იუწყება, კლუბებმა მარტინ ედეგორზე დასაკვირვებლად ნორვეგიაში სკაუტები უკვე გაგზავნეს.
გასულ სეზონში ედეგორმა “სტრიომსგოდსეტის” პირველ გუნდში 15 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
შემტევი ნახევარმცველი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს. ნორვეგიელები მალე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდებიან, “ლივერპულისა” და “რეალის” წარმომადგენლები კი ამ მატჩს დაესწრებიან.