დონალდ სტერლინგი არ ნებდება – დისკვალიფიცირებული მილიარდერი კვლავ სასამართლოში მიდის

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ყოფილი მფლობელი დონალდ სტერლიგი პირადი საუბრის გავრცელებისთვის გამოცემა TMZ-ს სასამართლოში უჩივლებს. სტერლინგის აზრით, TMZ მის პირად ცხოვრებაში ჩაერია.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ზაფხულში გავრცელებული აუდიოჩანაწერის შემდეგ, რომელშიც სტერლინგი აფროამერიკელებს შეურაცხყოფას აყენებს, ის ვალდებული გახდა, „კლიპერსი“ გაეყიდა. გარდა ამისა, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ის სამუდამო დისკვლიფიკაციითა და კომპენსაციით სახით, 2,5 მილიონი დოლარის გადახდით დასაჯა.

სათქმელია, რომ გასულ წელს სტერლინგმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასთან არაერთი სასამართლო დავაც წააგო.

სასამართლომ დონალდ სტერლინგის აპელაცია არ დააკმაყოფილა

ოთხშაბათს „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ უკვე ყოფილი მფლობელის დონალდ სტერლინგის სააპელაციო სასამართო შედგა, რომელზეც მილაირდერი „მაიკროსოფტის“ ყოფილი გენერალური დირექტორისთვის სტივ ბალმერისთვის კლუბის ორ მილიარდ აშშ-ს დოლარად გაყიდვას აპროტესტებდა.

საბოლოოდ, მოსამართლემ სტერლინგის აპელაცია არ დააკმაყოფილა. მისთვის ეს კალიფორნიული კლუბის დაბრუნების ბოლო შანსი იყო.

სამშაბათს „კლიპერსის“ ოფიციალურად ბალმერისთვის გაყიდვის შემდეგ რამდენიმე საათში სტერლინგმა სასამართლოში აპელაცია შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ რასისტული განცხადებისთვის ლიგამ ბიზნესმენს სამუდამო დისკვალფიკაცია დაუწესა.

დონალდ სტერლინგმა სასამართლო წააგო

ლოს-ანჯელესის უმაღლესმა სასამართლოს „კლიპერსის“ მფლობელის დონალდ სტერლინგის მეუღლეს კლუბის გაყიდვის უფლება მისცა.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაგების შემდეგ შელი სტერლინგმა ცრემლები ვერ შეიკავა: „ქალაქისთვის, ლიგისთვისა და ჩემი ოჯახისთვის ასე უკეთესი იქნება. „კლიპერსის“ მატჩების სანახავად შემდეგ სეზონში აუცილებლად მოდით“.

შეგახსენებთ, რომ რასისტული განცხადების შემდეგ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა სტერლინგს სამუდამო დისკვალიფიკაცია დააკისრა. შემდგომ, ივნისის დასაწყისში, შელი სტერლინგმა „მაიკროსოფთის“ ყოფილ გენერალურ დირექტორთან სტილ ბალმერთან 2-მილიონიან შეთანხმებას მიაღწია, რისი წინააღმდეგიც თავად დონალდ სტერლინგი აღმოჩნდა. შედეგად, მილიარდერმა მეუღლეს სასამართლოში უჩივლა.

სარჩელში სტერლინგმა მეუღლესა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კომიის ხელმძღვანელ ადამ სილვერს ფინანსურ მაქინაციებში დასდო ბრალი. მილიარდერმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბის ერთადერთი მფლობელია და გადაწყვეტილებების მიღების უფლება მხოლოდ მას აქვს. თუმცა მას შემდეგ, რაც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ დონალდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, კლუბით მართვის უფლება შელისაც მიეცა.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ წინასწარია და ძალაში 13 აგვისტოდან შევა. შელი სტერლინგისა და სტივ ბალმერის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა 15 აგვისტომდე მოგვარდება.

სასამართოს გადაწყვეტილებით, აპელაციის მიუხედავად, სტერლინგს კლუბის გაყიდვაში ჩარევის უფლება აღარ აქვს.

კრის პოლი ბოიკოტს აპირებს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერი კრის პოლი კლუბის მფლობელის დონალდ სტერლინგის დარჩენის შემთხვევაში, მოედანზე გამოსვლაზე უარს იტყვის.

იგივე აზრზე, შეგახსენებთ, კლუბის მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი დოკ რივერსიცაა, რომელიც სტერლინგის არწასვლის შედეგად, თავისი პოსტების დატოვებას გეგმავს.

„დოკ რივერსთან ეს ვარიანტი განვიხილე. რაღაც უნდა მოხდეს, თანაც, უახლოეს დროში.

ამ თემას კიდევ განვიხილავთ. დოკი, ბლეიკი, დეანდრე – ამ ხალხისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მიუღებელია“, – ციტირებს პოლს „ESPN Los Angeles“-ი.

შეგახსენებთ, რომ რასისტული განცხადების შემდეგ ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 80 წლის მილაირდერს სამუდამო დისკვალიფიკაცია დააკისრა, რაც ამ უკანასკვნელმა სასამართლოში გაასაჩივრა. ამჟამად ამ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო დავა გრძელდება.

სტერლინგის დარჩენის შემთხვევაში, დოკ რივერსი „კლიპერსს“ დატოვებს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი თავისი პოსტების დატოვებას აპირებს, თუ კალიფორნიული კლუბის მფლობელად დონალდ სტერლინგი დარჩება, რის შესახებაც „ESPN Los Angeles“-ი წერს.

„კლიპერსის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დიკ პარსონსის თქმით, იგი რრამდენიმე მოთამაშესა და სპონსორებს ესაუბრა – ყველა რივერსის აზრს იზიარებს და დონალდ სტერლინგის წასვლის მომხრეა.

შეგახსენებთ, რომ ლიგამ მილიარდერს რასისტული გამონათქვამის შემდეგ კლუბის გაყიდვა დაავალა. თვითონ 80 წლის სტერლინგი კლუბის გაყიდვის თავიდან აცილებას ცდილობს. ამჟამად მას სტივ ბალმერთან 2-მილიარდ დოლარიანი შეთანხმება აკავშირებს და იმედოვნებს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესი დიდ ხანს გაგრძელდება.

სტერლინგმა „კლიპერსის“ გაყიდვა იუარა და სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა თავისი გადაწყვიტილება შეცვალა. „ESPN Los Angeles“-ის ცნობით, 80 წლის მილიარდერი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასა და კომისიის ხელმძღვანელ ადამ სილვერს სასამართლოში უჩივლებს. როგორც ცნობილია, სტერლინგი ლიგას ერთ მილიარდ დოლარსა და სტივ ბალმერისთვის კლუბის ორ მილიონად გაყიდვის დოკუმენტის უარყოფას მოსთხოვს.

შეგახსენებთ, რომ ლიგამ „კლიპერსის“ გაყიდვაზე ზრუნვა სტერლინგის მხრიდან რასობრივი დისკრიმინაციის შემდეგ დაიწყო. გასულ კვირას კი, ლიგამ დაადასტურა, რომ სტერლინგის მეუღლე შილიმ ორ მილიარდ დოლარად კლუბი „მაიკროსოფტის“ დირექტორს სტივ ბალმერის მიჰყიდა.

„გადავიწყვიტე, რომ ჩემი უფლებისთვის ვიბრძოლო. მჯერა, რომ პირადი ცხოვრებისა და ჩემს მფლობელობაში მყოფი კლუბის დამოუკიდებლად მართვის უფლება მაქვს.

„კლიპერსის“ გაყიდვა თავიდანვე არ მსურდა. ვფიქრობ, ადამ სილვერი კანონს არღვევდა, როდესაც კლუბის გაყიდვას მაიძულებდა და ამავდროულად დამაჯარიმა და დისკვალიფიკაცია გამომიწერა. ეს ყველაფერი სწრაფად, ყოველგვარი გამოძიების გარეშე მოხდა. სილვერისა და ლიგის მხრიდან მსგავსი მოქმედება ჩემი ულებების დარღვევად მიმაჩნია“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სტერლინგის ყოფილმა ასისტენტმა ბიზნესმენს რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო ბრალი

მაიკო მაია კინგმა, რომლის თქმითაც, იგი „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ექს-პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის პირად ასისტენტად მუშაობდა, 80 წლის მილიარდერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამერიკელ ბიზნესმენს ბრალი რასობრივ დისკრიმინაციაში დასდო, რის შესახებაც „ლოს-ანჯელს თაიმსი“ წერს.

გარდა ამისა, ქალბატონის თქმით, სტერლინგმა იგი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მან მასთან სექსუალური კავშირის დამყარება იუარა.

„როგორ დაქორწინდი შავკანიანზე და როგორ გააჩნინე შავკანიანი ბავშვები“, – ციტირებს სტერლინგს დაზარალებული ქალბატონი.

ალექსანდრე მატევოსოვი

დონალდ სტერლინგის მეგობარ გოგოს ნიუ-იორკში თავს დაესხნენ

დონალდ სტერლინგის მეგობარ გოგოს ვივიან სტივიანოს ნიუ-იორკში ორი მამაკაცი თავს დაესხა, რის შესახებაც CNN-ი დაზარალებულის ადვოკატის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება.

შემთხვევა კვირას საღამოს მას შემდეგ მოხდა, რაც სტივიანომ დასთან და მეგობთაბთან ერთად სასტუმრო „Gansevoort Hotel“-ის რესტორანი დატოვა. თავდამსხმელებმა თავიდან დაზარალებულს რასისტული სახის შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც სახეში ჩაარტყეს.

სტივიანოს პოლიციაში სარჩელი ჯერჯერობით არ შეუტანია, რადგან იგი თავს ახლაც ცუდად გრძნობს. სავარაუდოდ, განცხადებას სტერლინგის მეგობარი გოგო ორშაბათს დაწერს.

ცნობისთვის, სტივიანო სტერლინგის გარშემო შექმნილი სკანდალის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო, რადგან გავრცელებულ სატელეფონო საუბარში, რომელშიც ბიზნესმენი რასისტული გამონათქვამები გამოიყენა, სწორედ ვივიანიც მონაწილეობა. შეგახსენებთ იმასაც, რომ გავრცელებული მასალის შედეგად, 80 წლის მილიარდერმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისგან სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო, რის გამოც კლუბის გაყიდვაც მოუწია.

ალექსანდრე მატევოსოვი

იაო მინი ჩინელ ინვესტორებთან ერთად „კლიპერსის“ ყიდვას აპირებს

„ჰიუსტონ როკეტსის“ ყოფილი ცენტრი იაო მინი ჩინელ ინვესტორებს ეძებს, რათა „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ შეიძინოს. ამის შესახებაც ტვიტერზე ცნობილმა ჟურნალისტმა ბილ სიმონსმა დაწერა.

ცნობისთვის, დღეს „კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა, რომელსაც ლიგამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თავის მეუღლეს კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების უფლება მისცა.

ალექსანდზრე მატევოსოვი

გრიფინი: „იმედია, სტერლინგი წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა კლუბში გადასვლაზე ვიფიქრებ“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდის ბლეიკ გრიფინის აზრით, რასისტული განცხადებისთვის დისკვალიფიცირებული დონალდ სტერლინგი ზაფხულში კლუბიდან უნდა წავიდეს. იმ შემთვხევაში, თუ ეს არ მოხდება, 25 წლის მოთამაშე სხვა კლუბში გადასვლაზე იფიქრებს.

„ვითამაშებ თუ არა „კლიპერსში“, სტერლინგის დარჩენის შემთხვევაში? ვიმედოვნებ, რომ შემდეგი სეზონის წინ იგი უკვე აქ აღარ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ არაფერი შეიცვლება, მე გადაწყვეტილებას მივიღებ. სიმართლე რომ გითხრათ, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებთ არაფერი ვიცი, მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობ, რომელიც პრესისთვისაა ცნობილი. ყველაფერი ლიგაზე იქნება დამოკიდებული. ეს ისტორია შემდეგი სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს“, – ბლეიკის ეს სიტყვები ESPN Los Angeles-ს მოჰყვავს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დონალდ სტერლინგი: „ნუთუ, ერთი შეცდომის უფლება არ მაქვს?“

რასიზმთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, რომლის გამოც ბოდიშის მოხდა სურს.

„რასისტი არ ვარ. საშინელი შეცდომა დავუშვი. აქ იმისთვის ვარ, რომ მოგიბოდიშოთ.

ამ ლიგის წევრი ვარ, რომელმაც შეცდომა დაუშვა. აქ 35 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ მხოლოდ პირველი შეცდომა დავუშვი. ეს ლიგა და ჩემი პარტნიორები ძალიან მიყვარს. ნუთუ, ერთი შეცდომის უფლება აქ მაქვს? ეს დიდი შეცდომა იყო და მას არასდროს გავიმეორებ.

თუ ჩემი რომელიმე კოლეგა, თვლის, რომ პატიებას ვიმსახურებ, ამის შესახებ აუცილებლად იტყვის“, – განუცხადა სტერლიგმა CNN-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დონალდ სტერლინგი ადვოკატს ეძებს, რათა NBA-ს უჩივლოს

„ნიუ-იორკ დეილი ნიუსის“ ინფორმაციით, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელი დონალდ სტერლინგი იურისტებს ეძებს, რათა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას მისი სამუდამო დისკვალიფიკაციისთვის უჩივლოს.

მაგნატმა, რომელსაც რასიზმში ედება ბრალი, უკვე რამდენიმე იურიდიულ ფირმას მიმართა, მათ შორის ერთ-ერთი – „გლეიზერ უეილი“ ლოს-ანჯელესში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ჰოლივუდელი ადვოკატი პატრიცია გლეისერი არც ისე დიდი ხნის წინ სასამართლოში ტელეწამყვან პოლ დინს იცავდა, რომელსაც ასევე რასიზმში სდებდნენ ბრალს.

ალექსანდრე მატევოსოვი