დოკ რივერსი: „ვიმეორებ, „კლიპერსი“ გრიფინს არ გაცვლის“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა განაცხადა, რომ არაერთი წინადადების მიუხედავად, ფორვარდი ბლეიკ გრიფინი გუნდში დარჩება.

„კლიპერსი“ ბლეიკს არ გაცვლის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – არ გაცვლის. მესმის, რომ ყველას მოვლენების ასეთ განვითარების განხილვა სურს“, – ციტირებს რივერსს „Orange County Register“.

ამ დროისთვის გრიფინი ხელის მოტეხილობის შემდეგ მკურნალობს. შეგახსენებთ, რომ გრიფინმა ხელი კლუბის თანამშრომელთან ჩხუბის შემდეგ მოიტეხა.

დოკ რივერსი: „ბლეიკ გრიფინს უნდა ვაპატიოთ“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა განაცხადა, რომ კალიფორნიელები ფორვარდ ბლეიკ გრიფინზე გაბრაზებულები არ უნდა იყვნენ. ცნობისთვის, კალათბურთელმა კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელთან შელაპარარაკების შემგდეგ მოტეხილობა მიიღო.

„ბლეიკი მომხმდარის გამო ძალიან წუხს, ამის შესახებ ყველამ იცის. ეს ყველაფერია, რისი გაკეთებაც შეიძლება. რაღაც მომენტში ადამიანებს უნდა ვაპატიოთ. ამის მჯერა. აშშ-ში რიჩარდ ნიქსონის საპატივსაცემოდ ბიბლიოთეკა აშენდა. საჭიროა, ყველაფრის თავიდან აწყობა“, – ციტირებს რივერსს ESPN.com.

გრიფინის ჩინებული თამაში – დღის TOP 10 (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის ათი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

გრიფინი: „დარწმუნებული ვარ, მსაჯები სპეციალურად არ შეცდნენ“

„ჰიუსტონ როკეტსთან“ მატჩის ბოლოს შეცდომის გამო „ლოს-ანჯელს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა მსაჯების კრიტიკა არ დაიწყო.

„ეს კლასიკური თამაშის წესის დარღვევა იყო. ვიცი, რომ მსაჯობა ძალიან რთლია. ზაფხულში ჩემი თავი საბავშვო გუნდების მატჩი გამოვცადე, რაც არც ისე კარგად გამომივიდა. თამაში სწრაფად ვითარდება. დარწმუნებული ვარ, შეცდომა მსაჯებს სპეციალურად არ დაუშვიათ“, – ციტირებს გრიფინს „ლოს-ანჯელეს ტაიმსი“.

გრიფინი: „ლოს-ანჯელესში პატიოსანი გოგოს პოვნა რთულია“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა მდედრობით სქესთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ეს ჩემი ცხოვრების ის ნაიწლია, რომელშიც ყველაფერი იდეალურად მქონდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამჟამად საქმე კარგადაა. მაგრამ ბედნიერი ვიყავი. რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ გოგოს ვხვდებოდი, ყველაფერი კარგად იყო. ერთმანეთს ვუგებდით. ყველაფერი უკვე დასრულდა.

ხალხი ფიქრობს, რომ ლოს-ანჯელესში ბევრი ლამაზი ქალბატონია. აქ პატიოსანი გერლფრენდის პოვნა რთულია. სიმართე რომ გითხრათ, დასავლეთში მცხოვრებ გოგოებს შევეჩვიე. სერიოზული ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში არ მქონია“, – განაცხადა გრიფინმა GQ-სთან ინტერვიუში.

გრიფინმა სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

ღამით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის ორი სერიის მეორე შეხვედრა შედგა. ჰიუსტონში „როკეტსმა“ „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ მიიღო და ანგარიშით 115:109 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ „კლიპერსის“ ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა ხსენებულ შეხვედრაში 34 ქულა დააგროვა – აქედან 26 ქულა მან ჯერ კიდევ შესვენებამდე მიითვალა, რაც მიმდინარე სეზონში, რეგულარული ჩემპიონატის ჩათვლით, მის პირად რეკორდად ჩაითვალა.

გრიფინმა პლეიოფში ზედიზედ მეორე ტრიპ-დაბლი გაიფორმა (ვიდეო)

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდი ბლეიკ გრიფინი „ჰიუსტონ როკეტსთან“ პლეიოფის მეორე რაუნდის პირველი მატჩის გმირი გახდა. ხსენებულ შეხვედრაში გრიფინმა 26 ქულა, 14 მოხსნა და 13 ასისტი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტრიპლ-დაბლი გრიფინისთვის ზედიზედ მეორე გამოდგა – მსგავს მაჩვენებელს მან „სან-ანტონიო სპურსთან“ წინა რაუნდის სერიის ბოლო მატჩშიც მიაღწია.

გრიფინმა ფენომენალური შედეგი გაიმეორა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ფორვარდმა ბლეიკ გრიფინმა „სან-ანტონიო სპურსთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის სასტარტო ხუთ მატჩში ჯამში 119 ქულა, 67 მოხსნა და 36 პასი მიითვალა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც აქამდე მსგავს შედეგს მიაღწია, მხოლოდ ოსკარ რობერტსონი იყო. 1962/63 წლების სეზონში „ცინცინატის“ შემადგენლობაში „სირაკიუზთან“ პლეიოფის სერიაში მან აქტივში 147 ქულა, 69 მოხსნა და 48 პასი ჩაიწერა, მისმა გუნდმა კი სერია ანგარიშით 3:2 მოიგო.

გრიფინის ჩატენვა და ლეონარდის სროლა – დღის საუკეთესო ეპიზოდები (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მორიგი დღის ხუთი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

გრიფინისა და დანკანის საინტერესო დაპირისპირება პლეიოფის მატჩში (ვიდეო)

ეროვნული საკალათბურთ ასოციაციის ოფიციალურმა საიტმა პლეიოფის პირველი ეტაპის სერიის მეორე მატჩში ბლეიკ გრიფინისა და ტიმ დანკანის დაპირისპირებას ვიდეო მიუძღვნა.

ორივე მოთამაშე თავისი გუნდის რიგებში გამორჩეული იყო – დანკანმა 28 ქულა დააგროვა, გრიფინმა კი „ტრიპლ-დაბლი“ შეასრულა – ბლეიკმა 29 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

გრიფინის სამი განუმეორებელი დანკი (ვიდეო)

„სან-ანტონიო სპურსთან“ პლეიოფის სერიის პირველ მატჩში ბლეიკ გირიფნმა მესამე მეოთხედში აარონ ბეინსს სამჯერ აჯობა და ბურთი მეტოქის ფარში ჩატენა.

გრიფინმა სეზონის პირადი რეკორდი გააუმჯობესა

„გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ანგარიშით 106:110 წაგებულ მატჩში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა 40 ქულა დააგროვა. თამაშიდან ბლეიკმა 16 სროლა გამოიყენა, რაც მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მისი საუკეთესო შედეგია.