პსჟ-ს მეკარემ სალვატორე სირიგუმ გუნდში თავისი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის იტალიელმა კევინ ტრაპთან ბრძოლა წააგო და მიმდინარე სეზონის მხოლოდ ექვს შეხვედრაში ითამაშა.
„დიახ, იმ შემთხვევაში, თუ კარგი წინადადება მექნებოდა, კლუბს იანვარშიც დავტოვებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. შესაძლოა, ზედმეტად ჯიუტი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პსჟ-ში ღირსეულად თამაშს შევძლებ და სათასო შეხვედრებში ჩემს შანსს დაველოდები. ახლა ბევრს ვვარჯიშობ, რათა 100%-თ მზად ვიყო. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვიათდება“, – ციტირებს სირიგუს „Football-Italia“.
ცნობისთვის, „ლიონთან“ საფრანგეთის თასის გუშინდელ 1/8-ფინალურ მატჩში სირიგუმ შეუცვლელად ითამაშა, პარიზელებმა კი ანგარიშით 3:0 მოიგეს.