“რენის” თავდამსხმელი ჰატემ ბენ არფა “პარი სენ-ჟერმენს” სასამართლოში უჩივის. ფრანგი ფეხბურთელი პარიზული კლუბისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო შვიდიდან რვა მილიონ ევრომდე მოითხოვს.
ჰატემ ბენ არფა “პარი სენ-ჟერმენის” მთავარ გუნდს 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის ივნისის პერიოდამდე ჩამოაშორეს. ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობის ამ ქმედებამ მის კარიერაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია. ბენ არფას საჩივარი 50 გვერდს შეადგენს.