ბენ არფა შესაძლოა, კლოდ პუელის გზას გაჰყვეს

ჰატემ ბენ არფა, რომელიც ამ დროისთვის ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ირიცხება, შესაძლოა, კლოდ პუელის გზას გაჰყვეს, რომელიც ორი დრის წინ “ლესტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ამ ინფორმაციას RMC ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ კლოდ პუელის “ნიცაში” მოღვაწეობის პერიოდში ბენ არფა მისი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ. ფრანგ სპეციალისტს კი ახლაც იმის იმედი აქვს, რომ 30 წლის ნახევარმცველი მის დახმარებას შეძლებს.

ბუნებრივია, ინგლისში დაბრუნების იდეა ბენ არფასაც მოსწონს, რომელსაც ბრიტანეთში თამაშის გამოცდილება ისედაც აქვს – ის ადრე “ნიუკასლისა” და “ჰალ სიტის” რიგებში გამოდიოდა. კლოდ პუელთან თანამშრომლობის აღდგენა კი მას თავისი ძველი პოზიციის დაბრუნების უფლებას მისცემს.

გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ბენ არფას “პსჟ”-ს მონაწილეობით გამართულ არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

ბენ არფა “პარი სენ-ჟერმენისგან” კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს

ჰატემ ბენ არფა, რომელიც ფრანგულმა “პარი სენ-ჟერმენმა” ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე შეკრებაზე არ წაიყვანა, კლუბისგან კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს.

Goal-ის ცნობით, შემტევი ფეხბურთელის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ “პსჟ”-ს დირექტორებს და ბენ არფას ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვეს.

როგორც ცნობილი ხდება, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბენ არფას გადაბირების სურვილი მხოლოდ ერთმა კლუბმა, “ფენერბაჰჩემ” გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ბენ არფა შვებულებიდან საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი დაბრუნდა და პარიზელთა მიერ გამართულ პირველ ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მწვრთნელმა ის მაინც განაცხადს მიღმა დატოვა.

“სევილია” ჰატემ ბენ არფას ტრანსფერზე მუშაობს

ესპანური “დალაქების” ხელმძღვანელებმა “პარი სენ-ჟერმენის” შემტევის, ჰატემ ბენ არფას მიმართ, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს პარიზის დატოვება, ინტერესი განაახლეს.

როგორც იცით, “სევილიას” ყოფილი სპორტული დირექტორი, მონჩი გასულ ზაფხულსაც ცდილობდა ბენ არფას გადაბირებას, მაგრამ ამ უკანასკნელმა “სანჩეს პისხუანს” პარიზი არჩია.

Marca-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, “პსჟ” მზადაა ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ გაუშვას, თუ “სევილია” მის გასული წლის ხელფასსაც გაისუტმრებს.

დიკ ადვოკატი “პსჟ”-ს შემტევით ინტერესდება

თურქული გამოცემა, Milliyet-ი იტყობინება, “ფენერბახჩეს” მთავარი მწვრთნელი, დიკ ადვოკატი სერიოზულად არის დაინტერესბული “პსჟ”-ს შემტევით, ჰატემ ბენ არფათი.

გასულ სეზონში “ნიცაში” წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, 29 წლის მოთამაშე დედაქალაქურ კლუბში გადაბარგდა. თუმცა, ფაქტია, რომ იგი ისეთივე ეფექტური ვეღარ არის, როგორც შარშან. ბენ არფამ მხოლოდ და მხოლოდ 387 წუთი ითამაშა, ერთხელ აიღო მეტოქის კარი და ამდენივეჯერ გააკეთა საგოლე გადაცემა.

“ფენერბახჩეს” ხელმძღვანელობას ფრანგი სპორტსმენის იჯარით აყვანა იანვარში სურს. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.

Goal: ჰატემ ბენ არფა “სევილიაში” კვირის ბოლომდე გადავა

Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ჰატემ ბენ არფა კვირის ბოლომდე ესპანურ “სევილიასთან” გააფორმებს კონტრაქტს.

29 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ახლახან ამოეწურა კონტრაქტი “ნიცასთნ”, ესპანურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საბოლოო ჯამში ამ 3 წლის მანძილზე მას 10 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლება.

ბენ არფამ ლიგა 1-ის გასულ სეზონში თავი 17 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მას “პარის სენ-ჟერმენშიც” უწინასწარმეტყველებდნენ გადაბარგებას, თუმცა პარიზელებმა ოფიციალური შეთავაზების გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ასე რომ, “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილ ნახევარმცველს ხორხე სამპაოლისთან ერთად მოუწევს მუშაობა, რომელიც “სევილიას” გაწვრთნის, უნაი ემერის “პსჟ-ში” გადასვლის შემდეგ.

“ლიონს” იმედი აქვს, რომ “ბარსელონას” სამიზნის გადაბირებას შეძლებს

“ლიონის” მფლობელ ჟან-მიშელ ოლას იმედი აქვს, რომ ჰატემ ბენ არფას დაბრუნებას შეძლებს, რომელთანაც ამჟამად კატალონიური “ბარსელონა” აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც იცით, 29 წლის ფეხბურთელს “ნიცასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ასე რომ, ზაფხულში ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.

ორშაბათს გავრცელებული ცნობების თანახმად, ბენ არფა ესპანეთში გაფრენას და კატალონიელებთან შეხვედრას აპირებდა. მის გეგმებში “ბარსას” სავარჯიშო ცენტრის მონახულებაც შედიოდა.

თუმცა ოლას სჯერა, რომ “ლიონს” მისი გადაბირების შანსი კვლავ აქვს: “მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუ ის “ლიონში” დაბრუნდება, ჩვენ შევძლებთ დაწყებული საქმის დასრულებას.”

“ნიცას” პრეზიდენტი: ბენ არფა “ბარსელონასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს

ფრანგული “ნიცას” პრეზიდენტი ჟან პიერ რივერე აღიარებს, რომ კლუბის ვარსკვლავი, ჰატემ ბენ არფა “ბარსელონასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

29 წლის ფეხბურთელი მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება მიმდინარე სეზონში – ლიგა 1-ის 32 მატჩში მან 17 გოლისა და 5 ასისტის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

ბენ არფას მსგავსი წარმატება უყურადღებოდ არ დარჩენიათ ევროპის გიგანტებს (მათ შორის “ჩელსის”, “ლივერპულსა” და “მილანს”), თუმცა ამჟამად უპირატესობა კატალონიური გრანდის ხელშია.

“ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ის გუნდში დარჩება.

ზოგადად რთულია “ბარსელონასთვის” უარის თქმა, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია. მე რომ მის მდგომარეობაში ვყოფილიყავი, ნამდვილად წავიდოდი, ყოველგვარი კითხვების გარეშე. თუმცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე ვამბობ.”

ჰატემ ბენ არფას სუპერგოლამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)

4 იანვარს, საფრანგეთის თასზე, “ნიცამ” საკუთარ მოედანზე “რენი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

შეხვედრის 76-ე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმველმა ჰატემ ბენ არფამ რამდენიმე მეტოქე მოატყუა, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხა.

9 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც უკლუბოდაა დარჩენილი

ჩვენი საიტი წარმოგიდგენთ 9 ფეხბურთელს, რომლებიც უკლუბოდ არიან დარჩენილნი.

ჰატემ ბენ-არფა – ბოლო კონტრაქტი “ნიუკასლთან”

Barclays Premier League 2014/15 - Manchester City v Chelsea

ბენუა ესო-ეკოტო – ბოლო კონტრაქტი “ტოტენჰემთან”

ben

მარკო მოტა – ბოლო კონტრაქტი “იუვენტუსთან”

Serie A 2013/14 - Apl 07 - Genoa v AC Milan

ტომ ფიბელი – ბოლო კონტრაქტი “ამკართან”

Фото: vk.com/id228293129

ანტონიო კასანო – ბოლო კონტრაქტი “პარმასთან”

Parma FC v UC Sampdoria - Serie A

ალექსანდრ ალიევი – ბოლო კონტრაქტი “ანჟისთან”

aliev

ზვეზდან მისიმოვიჩი – ბოლო კონტრაქტი “გუიჩჟოუ შანჰაი”

FIFA World Cup 2014 - Nigeria v Bosnia and Herzegovina

ნიკოლას ანელკა – ბოლო კონტრაქტი “პერსია ჯაკარტასთან”

Davis Cup 2014 - France v Czech Republic - Celebs

ფელიპე – ბოლო კონტრაქტი “პარმასთან”

Cagliari Calcio v Parma FC - Serie A

27 წლის ბენ არფა კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ფრანგი ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა პროფესიონალური კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა ჟან-ჟაკ ბერტრანმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბენ არფას “ნიცაში” თამაშის უფლება არ მიეცა, ვინაიდან მისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე კლუბი იქნებოდა, რაც ფიფას რეგლამენტით აკრძალულია. ფრანგი ფეხბურთელი ამ სეზონში “ნიუკასლ იუნაიტედისა” და “ჰალ სიტის” ღირსებას იცავდა და ახლა დარჩენილი პერიოდის გატარა უკლუბოდ მოუწევს.

“ბენ არფა კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობს. ის მიმდინარე სეზონის დარჩენილ პერიოდს “ნიცაში” ვერ გაატარებს”, – ციტირებს აგენტის სიტყვებს BBC.

 

ბენ არფა “ნიცაში” გადავიდა

“ნიუკასლ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა ფრანგულ “ნიცაში” გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ნახევარი ფრანგმა ფეხბურთელმა იჯარის წესით “ჰალ სიტიში” გაატარა, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბენ არფამ “ნიუკასლთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და შესაბამისად, “ნიცამ” 27 წლის ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ დაიმატა.

“ნიცა” მშვენიერი გუნდია. კარგია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში დავბრუნდი. გუნდის მთავარ მწვრთნელს უკვე შევხვდი. მომწონს ფეხბურთისადმი მისი შეხედულება. თავკაცთან საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ამ დროს მადრიდის “რეალისგან” წინადადება რომ მიმეღო, მე მაინც “ნიცაში” წამოვიდოდი”, – ციტირებს ბენ არფას სიტყვებს “ლე ფიგარო”.

ჰატემ ბენ არფა “ნიცაში” 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ცნობისთვის, “ნიცას” საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია.

 

“ნიუკასლმა” ბენ არფასთან კონტრაქტი გაწყვიტა

“ნიუკასლ იუნაიტედმა” ნახევარმცველ ჰატემ ბენ არფასთან კონტრაქტი გაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი იჯარის წესით “ჰალ სიტიში” თამაშობს.

კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ბენ არფა, მომავალ სეზონს, სავარაუდოდ, ფრანგულ “ნიცაში” დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ჰატემ ბენ არფა “ნიუკასლის” ღირსებას 2010 წლიდან იცავდა.