სარატე: “სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ამის გამო? სიტყვები არ მყოფნის” (ფოტო)

დღეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მაურო სარატე “ფიორენტინას” მომდევნო 3 მატჩში ვერ დაეხმარება.

დისკვალიფიკაციის მიზეზი “ინტერთან” გამართულ მატჩში არგენტინელსა და ჯეისონ მურილოს შორის (2:1) მომხდარი ინციდენტია.

“სიტყვები არ მყოფნის. მატჩს თავიდან ვუყურე, თუმცა ასეთი ვერაფერი ვნახე. სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ამის გამო? არ მესმის.” – განაცხადა “იების” თავდამსხმელმა.

“ფიორენტინას” ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში აპირებს ამ გადაწყვეტილების აპელირებას.

Claudio-Ranieri

მაურო სარატე ქპრ-ში გადავიდა

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ოფიციალურმა საიტმა ახალი ტრანფერი დაადასტურა.

კლუბმა 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო სარატე დაიმატა, რომელმაც სეზონის პირველი ანხევარი „ვესტ ჰემის“ შემადგენლობაში ჩაატარა. სამხრეთამერიკელი ახალ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სარატე „ვესტ ჰემში“ ზაფხულში გადავიდა და შვიდ ჩატარებულ მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო. სხვადასხვა წელს მაურო „ველეს სარსფილდის“, „ლაციოსა“ და „ინტერის“ შემადგენლობაში თამაშობდა.

ოფიციალურად: სარატე „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელია

„ვესტ ჰემის“ ოფიციალურმა საიტმა არგენტინელი თავდამსხმელის მაურო სარატეს ტრანსფერო დაადასტურა.

„ლაციოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა 2013/14 წლების სეზონი „ველეს სარსფილდში“ ჩაატარა, რომლის მაისურითაც 35 ჩატარებულ მატჩში 20 გოლის გატანა შეძლო.

კონტრაქტი მხარეებმა სამი წლით გააფორმეს და მათ მისი ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების საშუალებაც ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „ველესის“ გარდა სარატე ასევე „ბირმინგემისა“ და „ინტერის“ ფერებს იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მაურო სარატეს შესანიშნავი გოლი “როსარიოს” კარში

27 აპრილს, არგენტინის ჩემპიონატში, “ველეზ სარსფილდსა” და “როსარიოს” შორის გამართულ მატჩში (4:1), მაურო სარატემ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.